მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

დადექი თიბისის დეკემბრის მარათონის სასტარტო ხაზზე თიბისის მობაილბანკში

news image
mbc image

მზად ხარ, თიბისის მობაილბანკის დეკემბრის მარათონის დასაწყებად? - მაშინ, ყურადღებით, რომ სასტარტო ხაზი არ გამოგეპაროს.

თამაშის დაწყებამდე, სასტარტო ხაზზე დადგომით, პოზიციებს მნიშვნელოვნად გაიმყარებ და თან, საჩუქრად 200 მონეტას მიიღებ. 

მანამდე კი, არ დაგავიწყდეს მობაილბანკის განახლება.  

შეგახსენებ, რომ მარათონში მონაწილეობისთვის მთავარია გქონდეს თიბისის მობაილბანკი და იყო სრულწლოვანი. 

შენი მთავარი მიზანია, მარათონის დასრულებამდე რაც შეიძლება მეტი მონეტის დაგროვებაშეძლო. 

შუალედური პრიზების მფლობელები, ყოველი კვირის ბოლოს გამოვლინდებიან და  10 000 ლარით დასაჩუქრდებიან - მონეტების ათვლა დაიწყება ყოველ კვირას და დაჯამდება ყველა მონეტა, რაც დააგროვე ორშაბათიდან კვირის ჩათვლით. 

მარათონის საბოლოო გამარჯვებული კი, გამოვლინდება ოთხივე კვირის მანძილზე დაჯამებული მონეტების რაოდენობით და გახდება მთავარი პრიზის - 50 000 ლარის მფლობელი. 

გახსოვდეს, მისიები იქნება ორნაირი: ყოველდღიური და ყოველკვირეული, რომელიც, ძირითადად, მოიცავს მარტივ ფინანსურ დავალებებს და რომლის შესრულებასაც მობაილბანკში შეძლებ. ამასთან, ყოველდღიურად გაგეხსნება მინი-თამაში, რომლის მიზანიცაა რაც შეიძლება მეტი “კლიკი” დააგროვო შეზღუდულ დროში და შესაბამისი რაოდენობის მონეტები მოიპოვო.

ყოველდღიური ავტორიზაცია და მეგობრების მოწვევა მოგცემს დიდ უპირატესობას - დაწინაურდე და გადაუსწრო სხვა მარათონელებს.

მაშ, ასე, შემოგვიერთდი თიბისის მობაილბანკში - დეკემბრის მარათონი იწყება! 

 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა