დაელოდე და გაიგე, როგორ მოიგო 50 000 ლარი თიბისის მობაილბანკში
დეკემბრიდან, თიბისის მობაილბანკში საინტერესო და რაც მთავარია, მომგებიანი სიახლე გელოდებათ.
ჩაერთე დეკემბრის მარათონში, შეასრულე მისიები ყოველდღე, დააგროვე მონეტები და დასაჩუქრდი ფულადი პრიზით. კვირის განმავლობაში ყველაზე მეტი მონეტის მფლობელს 10 000 ლარი გადაეცემა.
მონეტების დასაგროვებლად, ისარგებლე ფინანსური სერვისებით თიბისის მობაილბანკში. მაგალითად, გადარიცხე ფული საკუთარ ანგარიშზე, მოიწვიე მეგობარი და სხვა.
მთავარი მისია კი, რომლითაც მონეტებს დააგროვებ, ე.წ. „კლიკების“ თამაშია. მობაილბანკში ყოველდღიურად 10-წამიანი სესია გაიხსნება - 1 „კლიკი“ 1 მონეტას უდრის. შესაბამისად, იმდენ მონეტას დააგროვებ, რამდენ „კლიკსაც“ განსაზღვრულ დროში მოასწრებ.
ასევე, ყოველი მე-1 000 000-ე მონეტის მფლობელი დასაჩუქრდება ფულადი პრიზით.
და რაც მთავარია, ლიდერი, რომელიც მთელი მარათონის განმავლობაში ყველაზე მეტ მონეტას დააგროვებს, მთავარ პრიზს - 50 000 ლარს მიიღებს.
თუ მარათონს მის დაწყებამდე, ლოდინის რეჟიმში შემოუერთდები, საჩუქრად დამატებით 500 მონეტას მიიღებ.
მთავარია გჯეროდეს - იქნებ, სწორედ შენ ხარ დეკემბრის მარათონის მომავალი გამარჯვებული.
ცნობისმოყვარეებო და მოუსვენრებო, თიბისის მობაილბანკში შევხვდებით!
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.