მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

დაესწარით SOLO Education-ის ფარგლებში ორგანიზებულ შეხვედრას ბავშვებისთვის საჭირო ფინანსური ჩვევების შესახებ

news image
mbc image

SOLO-მ ახალი მიმართულება SOLO Education-ი შექმნა - პროექტი საინტერესო შეხვედრებს, შეთავაზებებსა და ისეთ ინიციატივებს აერთიანებს, რომლებიც მომხმარებლებს მაღალი ხარისხის განათლების მიღებასა და კარიერულ წინსვლაში დაეხმარება. 

29 მაისს, 19:00 საათზე, ჭავჭავაძის SOLO ლაუნჯში SOLO მომხმარებლებისთვის გაიმართება შეხვედრა თამთა ჯიჯავაძესა და ნათია მშვიდობაძესთან, სადაც სპიკერები ბავშვებისთვის საჭირო ფინანსური ჩვევების მნიშვნელობასა და მათ განვითარებაზე ისაუბრებენ.

შეხვედრაზე დასწრება SOLO მომხმარებლებს შეუძლიათ. ამისათვის, მათ უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.

ტრენინგი მიზნად ისახავს, მშობლებს გაუზიაროს საჭირო ცოდნა და უნარები, რომლებიც მათ შვილებისთვის ფინანსური განათლების მიცემაში დაეხმარებათ. მათ შორის, ხელს შეუწყობს მშობლებს,  გაიგონ: როგორ აუხსნან ბავშვებს ფინანსური კონცეფციები, ესაუბრონ მარტივად, წაახალისონ მათში პასუხისმგებლობიანი ქცევა და ჩამოუყალიბონ მომავლისთვის გამოსადეგი ჩვევები.

სპიკერები შეეხებიან ისეთ თემებს, როგორებიცაა: ბიუჯეტირება, დანაზოგების დაგეგმვა, გონივრული ხარჯვა, იმპულსური შენაძენების თავიდან აცილება და სხვა მნიშვნელოვანი ფინანსური პრინციპები.

ინფორმაციისთვის, თამთა ჯიჯავაძე ბიზნესგამოცემა bm.ge-ის რედაქტორი, ჟურნალისტი და ტრენერია. მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება სასკოლო და არაფორმალური განათლების მიმართულებით. ხოლო, ნათია მშვიდობაძე სტრატეგიული მენეჯერი და ანალიტიკოსია, რომელიც ატარებს ტრენინგებს ეკონომიკის მასწავლებლებისთვის და არის არასამეწარმეო ფინანსების მოწვეული ლექტორი უნივერსიტეტში. 

ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა