დაიბრუნეთ გადახდილი თანხის 20% თბილისსა და ბათუმში - ვოლტის ახალი შეთავაზება მომხმარებელს
მიტანის სერვისის სფეროში ერთ-ერთი ლიდერი, ფინური კომპანია ვოლტიმომხმარებელს მორიგ სიახლეს სთავაზობს.
ახალი შეთავაზებით სარგებლობა თბილისსა და ბათუმში იქნება შესაძლებელი.
ფინანსურ პარტნიორებთან, „მასტერქარდთან“ და „საქართველოს ბანკთან“ თანამშრომლობით, 7 აგვისტოდან 1-ელ სექტემბრამდე, Solo Mastercard World Elite-ის მომხმარებლები გადახდილი თანხის 20%-ის უკან დაბრუნებას შეძლებენ.
ბათუმში შეთავაზება ნებისმიერ ობიექტზე ვრცელდება. თბილისში კი, 7-დან 18 აგვისტოს ჩათვლით, Solo Mastercard World Elite-ის მომხმარებლები 20%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ ვოლტის შემდეგ პარტნიორ ობიექტებში გადახდისას:
Wendy's; Ska; Pho; KFC; Carrefour; Wolt Market; Madart; 8000 vintages; GPC; Luca Polare; Zoohub; Shemomechama; Zoomart.
19 აგვისტოდან კი ობიექტების ჩამონათვალი განახლდება.
მუდმივი დამატებითი ღირებულებების შექმნა ვოლტის პრიორიტეტია და მომხმარებლებისთვის სიახლეების შეთავაზება მომავალშიც გაგრძელდება.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.