მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7154
-0.0095
flag
AZN 1.5371
-0.0004
flag
CNY 38.866
0.0076
flag
EUR 3.0575
0.0226
flag
GBP 3.566
0.0206
flag
KZT 57.31
0.007
flag
TRY 0.0545
0
flag
USD 2.613
-0.0008
news banner

დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები

news image
mbc image

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. მათ შორისაა პროგრამები მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის, ახალგაზრდა პროფესიონალებისა და მასწავლებლებისთვის.

დაიწყეთ მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინეთ საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები.

შესაძლებლობები მოსწავლეებისთვის:

• UWC-ის სტიპენდია მოსწავლეებისთვის - ისწავლეთ მსოფლიოს 18 სკოლაში

საქართველოს ბანკი გაერთიანებული მსოფლიო სკოლებთან (UWC) თანამშრომლობის ფარგლებში 15-17 წლის მოსწავლეებისთვის სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს და შესაძლებლობას აძლევს მათ, მსოფლიოს მასშტაბით 17 ქვეყანაში, 18 პარტნიორ სკოლაში გააგრძელონ სწავლა. საერთაშორისო განათლების პროგრამაზე მიღება დაიწყო და 30 სექტემბერს დასრულდება. განაცხადის შესავსებად ეწვიეთ  ვებგვერდს.

STEM განათლების ხელშეწყობა მთელი საქართველოს მასშტაბით

საქართველოს ბანკისა და კომაროვის STEM სკოლაში შემოდგომის სემესტრზე მიღება 24 აგვისტოს დაიწყება და 30 სექტემბრამდე გაგრძელდება. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს. STEM სკოლა VII-XI კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული ცოდნა მეცნიერების, მათემატიკის, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებით. სკოლაში გაკვეთილები ონლაინ ტარდება, რაც შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან ჩაერთონ სასწავლო პროცესში. ამასთან, საქართველოს ბანკი ყოველწლიურად საუკეთესო შედეგის მქონე 60 მოსწავლეს სწავლის საფასურს 100%-ით, ხოლო 30-ს - 50%-ით უფინანსებს.

TUMO ქუთაისი - შესაძლებლობა ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ქუთაისში გახსნილი  TUMO-ს ცენტრი 12-18 წლის მოზარდებს შესაძლებლობას აძლევს, ისწავლონ ტექნოლოგიების და კრეატიული ინდუსტრიების 11 მიმართულებიდან ერთ-ერთზე. მათ შორის, დაეუფლონ პროგრამირებას, რობოტიკას, გრაფიკულ დიზაინს, 3D მოდელირებას და სხვა. პროგრამაზე რეგისტრაცია 30 სექტემბრამდეა შესაძლებელი.

ფოთის საჭადრაკო კლუბი - შესაძლებლობა მომავალი ჩემპიონებისთვის

საქართველოს ბანკი ფოთის ნანა ალექსანდრიას სახელობის ლეგენდარული საჭადრაკო კლუბის მთავარი პარტნიორია. თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი 10 ნიჭიერ მოსწავლეს ერთი წლის განმავლობაში სწავლას სრულად დაუფინანსებს. სასტიპენდიო პროგრამაზე რეგისტრაცია 24 აგვისტოს დაიწყება და 13 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

Code IT - პირველი ნაბიჯები პროგრამირებაში

პროგრამირებით დაინტერესებული 14-18 წლის მოზარდებისთვის Code IT-ის  პროგრამა ხორციელდება, რომელიც ახალგაზრდებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ტექნოპარკში პროგრამირების საფუძვლების შესწავლის შესაძლებლობას აძლევს. პროგრამის მონაწილეები HTML-ს, CSS-სა და JavaScript-ს შეისწავლიან და ტექნოლოგიურ სფეროში პირველ ნაბიჯებს გადადგამენ. ახალ ნაკადზე რეგისტრაცია შემოდგომის სემესტრში დაიწყება.

შესაძლებლობები სტუდენტებისთვის:

სტიპენდია ადგილობრივ უნივერსიტეტებში

ბაკალავრის საფეხურის სტუდენტებისთვის, საქართველოს ბანკი 22 პარტნიორ უნივერსიტეტში სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება. პროგრამაზე რეგისტრაცია ოქტომბერში დაიწყება.

გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია

საქართველოს ბანკის სათავო ოფისის ავტორის, გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია სტუდენტებს არქიტექტურისა და მასთან დაკავშირებული სფეროების განვითარების შესაძლებლობას აძლევს. პროგრამის ფარგლებში 4 პარტნიორი უნივერსიტეტის სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ სწავლის 100%-იანი ან ნაწილობრივი დაფინანსება. პროგრამაზე რეგისტრაცია ოქტომბერში დაიწყება.

შესაძლებლობები ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის:

CHEVENING - დიდ ბრიტანეთში სწავლის შესაძლებლობა

CHEVENING -ის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ბანკი ახალგაზრდებს დიდ ბრიტანეთში სრული დაფინანსებით სწავლის შესაძლებლობას აძლევს. სტიპენდია სრულად ფარავს სწავლის, ცხოვრებისა და მგზავრობის ხარჯებს და სხვადასხვა მიმართულების სამაგისტრო პროგრამის არჩევის შესაძლებლობას იძლევა. 2027 სასწავლო წლისთვის განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და 6 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

Fulbright - აშშ-ში სწავლის შესაძლებლობა

Fulbright-ის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ბანკი შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდა პროფესიონალებს, ისწავლონ აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში სრული დაფინანსებით, ორ წლიან სამაგისტრო პროგრამაზე. 2026-27 სასწავლო წლის კონკურსზე განაცხადების მიღება 1 ივლისს დასრულდა. ახალი კონკურსი, გაზაფხულზე გამოცხადდება.

ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია - სწავლის შესაძლებლობა ესპანეთში

კრეატიული ინდუსტრიით დაინტერესებულ ახალგაზრდებს, საქართველოს ბანკი აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია და ისწავლონ მადრიდში, Miami Ad School Europe-ში, 100%-იანი დაფინანსებით. 2027 წლის პროგრამაზე განაცხადების მიღება 8 ივნისს დასრულდა. კონკურსი გაზაფხულზე ცხადდება.

სტიპენდია პროფესიულ აკადემიებში

იმ ადამიანებისთვის კი, რომლებსაც პროფესიის შეცვლა, ახალი უნარების შეძენა ან კვალიფიკაციის ამაღლება სურთ, საქართველოს ბანკი პროფესიული განათლების სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს და საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს აძლევს შესაძლებლობას, სრული დაფინანსებით შეისწავლონ ახალი პროფესიები 7 წამყვან აკადემიაში. რეგისტრაცია ოქტომბრიდან დაიწყება.

AI სტიპენდია გოგოებისა და ქალებისთვის

ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ერთად, საქართველოს ბანკმა პარტნიორ ორგანიზაციებთან და აკადემიებთან ერთად გოგოებისა და ქალებისთვის სპეციალური  AI სტიპენდია შექმნა. პროგრამა მონაწილეებს მომავლის ტექნოლოგიების შესწავლას და ახალი პროფესიული შესაძლებლობების შექმნას სთავაზობს. პროგრამაზე რეგისტრაცია ოქტომბრიდან გამოცხადდება.

თბილისის წიგნის დღეები

განათლება მხოლოდ ფორმალურ სწავლებას არ გულისხმობს. ახალი იდეების აღმოჩენა, სხვა ადამიანების მოსმენა და ახალი სამყაროების გაცნობა წიგნებიდანაც შეიძლება. სწორედ ამიტომ, 30 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, Expo Georgia-ში ტრადიციულად გაიმართება  თბილისის წიგნის დღეები.

ეს საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო ინიციატივების მხოლოდ ნაწილია. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: ganatleba.bog.ge

 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო

20.08.2026.17:35

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა 2026 წლის „მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოების“ პირველი რაუნდის გამარჯვებულები გამოავლინა. საქართველოს ბანკმა სხვადასხვა კატეგორიაში ჯამში 33 ჯილდო მიიღო, როგორც ქვეყნის ასევე, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის მასშტაბით.

დაჯილდოების ფარგლებში, საქართველოს ბანკი საუკეთესო მობილბანკად და ყველაზე ინოვაციურ სამომხმარებლო ციფრულ ბანკად დასახელდა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ბანკმა ასევე ონლაინ პროდუქტების შეთავაზების, პერსონალიზებული დაკრედიტების, სოციალური მედია მარკეტინგისა და სხვა არაერთი მიმართულებით მიიღო ჯილდო.

გამარჯვებულები Infosys-ის, გლობალური საკონსულტაციო-ტექნოლოგიური კომპანიის ჟიურიმ შეაფასა. საბოლოო სია კი Global Finance-ის რედაქტორებმა გამოავლინეს მომხმარებლების მოზიდვის და ციფრული მომსახურების სტრატეგიის სიძლიერის, ციფრული შეთავაზებებით წარმატებით სარგებლობის, ციფრულ არხებში მომხმარებლების ზრდის, პროდუქტის შეთავაზებების ფართო არჩევანის, ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციის დიზაინის და ფუნქციონალურობის და სხვა მიღწეული შედეგების საფუძველზე.

„ციფრული ბანკინგი ფინანსური სექტორის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად რჩება. ხელოვნური ინტელექტის, ავტომატიზაციისა და მონაცემთა ანალიტიკის განვითარებასთან ერთად, მომხმარებლების მოლოდინებიც იზრდება - მათ სურთ უფრო სწრაფი, პერსონალიზებული და შეუფერხებელი ციფრული გამოცდილების მიღება. ამასთან, ბანკებისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანია უსაფრთხოების, მდგრადობისა და რეგულაციებთან შესაბამისობის გაძლიერება. Global Finance-ის 2026 წლის მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოება იმ ფინანსურ ინსტიტუტებს გამოარჩევს, რომლებიც ციფრულ საბანკო მომსახურებაში ახალ სტანდარტებს ქმნიან“, - განაცხადა Global Finance-ის დამფუძნებელმა და რედაქტორმა ჯოზეფ ჯიარაპუტომ.

Global Finance-ის მიერ საქართველოს ბანკისთვის მინიჭებული ჯილდოებია:

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონი - სამომხმარებლო სეგმენტი

• საუკეთესო მობილბანკი;
• საუკეთესო ინოვაციური სამომხმარებლო ციფრული ბანკი;
• საუკეთესო ონლაინ პროდუქტის შეთავაზებები მომხმარებლებისთვის;
• საუკეთესო ტრანსფორმაცია სამომხმარებლო მიმართულებით;
• საუკეთესო ინტეგრირებული საბანკო ვებ-გვერდი;
• საუკეთესო ბანკი პერსონალიზებული დაკრედიტებისა და სესხების მიმართულებით;
• საუკეთესო სამომხმარებლო ციფრულ ბანკი სოციალური მედიის მარკეტინგისა და სერვისების მიმართულებით;
• საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკი გადასახადების ციფრულად მართვის მიმართულებით.
• პერსონალური ფინანსების მართვის საუკეთესო გადაწყვეტა.

საქართველო - სამომხმარებლო სეგმენტი

• საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკი;
• საუკეთესო პერსონალური ფინანსების მართვის მიმართულებით;
• საუკეთესო მობილბანკი;
• საუკეთესო UX დიზაინი;
• ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკი;
• საუკეთესო ონლაინ პროდუქტის შეთავაზებები მომხმარებლებისთვის;
• საუკეთსო ტრანსფორმაცია;
• ონლაინ გადახდების საუკეთესო გადაწყვეტა მომხმარებლებისთვის;
• საუკეთესო ინტეგრირებული საბანკო ვებგვერდი;
• საუკეთესო ბანკი პერსონალიზებული დაკრედიტებისა და სესხების მიმართულებით;
• საუკეთესო სოციალური მედიის მარკეტინგისა და სერვისების მიმართულებით;
• საქართველოს ბანკი საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკი გადასახადების ციფრულად მართვის მიმართულებით.

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონი – ბიზნესის მიმართულება

• საუკეთესო ბანკი ტრანსფორმაცის მიმართულებით ბიზნესისთვის;
• საუკეთესო ინფორმაციული უსაფრთხოება და ფროდის მართვა;
• აზრის ლიდერობისა და ციფრული მრჩევლის ჯილდო;
• საუკეთესო ბანკი ინტეგრირებული ფინანსების მიმართულებით.

საქართველო – ბიზნესის მიმართულება

• ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკი ბიზნესისთვის;
• საუკეთესო ბანკი ტრანსფორმაცის მიმართულებით ბიზნესისთვის;
• საუკეთესო ინფორმაციული უსაფრთხოება და ფროდის მართვა;
• საუკეთესო ონლაინ UX პორტალი;
• საუკეთესო სავაჭრო დაფინანსების სერვისები ბიზნესისთვის;
• საუკეთესო ბიზნესის ციფრული გადახდების სტრატეგია;
• აზრის ლიდერობისა და ციფრული მრჩევლის ჯილდო;
• საუკეთესო ბანკი ინტეგრირებული ფინანსების მიმართულებით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა