დაჯავშნეთ ბილეთი შერჩეულ რეისებზე მხოლოდ 99 ლარიდან - Wizz Air
|
შემოდგომის დღესასწაული გელოდებათ! დაჯავშნეთ ბილეთი შერჩეულ რეისებზე მხოლოდ 99 GEL-დან და შეიგრძენით ჯადოსნური შემოდგომა. დატკბით სეზონის ბოლო მზიანი დღეებით ნაკლებად ხალხმრავალ ადგილებში. |
|
|
|
|
ცალმხრივი ავიაბილეთის ფასში შედის ადმინისტრაციული მოსაკრებელი და ხელბარგის ერთი ერთეული (მაქსიმუმ 40x30x20 სმ). გორგოლაჭებიანი ჩანთა და რეგისტრირებული ბარგის ყოველი ერთეული ექვემდებარება დამატებითი მოსაკრებლის გადახდას. ფასი ვრცელდება მხოლოდ იმ ჯავშნებზე, რომლებიც გაფორმდება https://wizzair.com-ისა და WIZZ მობილური აპის მეშვეობით. ადგილების რაოდენობა მითითებული ფასებით შეზღუდულია. |
|
|
* მოქმედებს წესები და პირობები |
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.