„დახუჭე თვალები და... ჩაიფიქრე“ - დეველოპერული კომპანია „მეტროპოლის“ ჯადოსნური საახალწლო კამპანია
ახალი წელი განსაკუთრებული დღესასწაულია — წლის ამ დროს თითქოს ჩვენი სურვილები განსაკუთრებულ ძალას იძენს და გვჯერა, რომ, თუ მთელი გულით ჩავიფიქრებთ, ყველაზე ჯადოსნური ნატვრაც კი აუცილებლად აგვიხდება. ამას ემატება ისიც, რომ ხშირად საახალწლო სურვილები არა ფუჭ ოცნებასა და, უბრალოდ, ამაღელვებელ რიტუალს, არამედ რეალურ მოქმედებას გულისხმობს — წლის დასაწყისი სიახლეებზე, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაზე გვაფიქრებს და გეგმების, მიზნების დასახვისა თუ შესრულებისკენ გვიბიძგებს.
თუმცა ამ ჩანაფიქრების შესასრულებლად ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტის დაკმაყოფილებაა საჭირო — ცხოვრობდე იქ, სადაც ყველაფერი შენს ინდივიდუალურ საჭიროებებს ერგება, დისკომფორტს არაფერი გიქმნის და შეგიძლია, მთელი ენერგია თუ ემოციები შენი ოცნებების ახდენისკენ მიმართო. სხვა შემთხვევაში შესაძლოა, შენი ჯადოსნური გეგმები, რომლებიც მთელიგულით დასახე, უეცრად ყოველდღიურმა დისკომფორტმა და მოულოდნელმა ყოფითმა პრობლემებმა ჩაგიშალოს.
სწორედ ამ დაკვირვებებზე დაყრდნობით შეიქმნა დეველოპერული კომპანია „მეტროპოლის“საახალწლო კამპანია, რომელიც ერთი ოჯახის ჯადოსნურ ისტორიას მოგვითხრობს.
ვიდეორგოლის მთავარ ფოკუსში ოჯახის ორი წევრი — ბაბუა და შვილიშვილი — ექცევა, რომლებსაც ერთმანეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებთ. სიუჟეტი მათი ცხოვრების სხვადასხვა წელს ვითარდება — ბაბუ მუდმივად აკვირდება ბავშვის სურვილებსა და მისწრაფებებს. ყოველ ახალ წელს კი შვილიშვილს თვალების მაგრად დახუჭვას სთხოვს და გახელისას ბავშვს მისივე სურვილებთან დაკავშირებული ჯადოსნური სიურპრიზებით აბედნიერებს. თუმცა ბაბუსა და შვილიშვილის თითოეულ ზღაპრულ ამბავს არცთუ ისე სასურველი დასასრული აქვს — ოჯახში, ხალხმრავლობისა და ბინის არასაკმარისი სივრცის გამო, მათი სიურპრიზები ყოველთვის იშლება; კულმინაციურ მომენტში მათ ზღაპრულ სამყაროს ოჯახის რომელიმე წევრი ყოველთვის ხელს უშლის.
რკო
ახალი კოლექცია
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.