მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

დალაგების სერვისზე მოთხოვნა მიწოდებას აჭარბებს, კვალიფიციურ კადრებს მუდმივად ვეძებთ - Profy

news image
mbc image

 

მრავალპროფილური სერვისების მიმწოდებელი პლატფორმა (მარქეთფლეისი) Profy, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე 2019 წლის დასაწყისში გამოჩნდა, უცხოეთის ბაზრებზე გასვლასაც გეგმავს.

როგორც Business Insider Georgia-თან Profy-ს გენერალურმა დირექტორმა სოსო ჩხიკვაძემ განაცხადა, Profy ამ დროისთვის საკუთარი სერვისების მიწოდებას თბილისსა და ბათუმში ახდენს და მალე ქვეყნის მსხვილი ქალაქების დაფარვასაც გეგმავს.

ამასთან, საწყის ეტაპზე Profy-ს მენეჯმენტი რეგიონის ქვეყნებზე აკეთებს გათვლას.

„პირველად გეგმაში შედის რეგიონული ექსპანსია. Profy-ის იდენტური პროდუქტი ამ ბაზრებზე არ არსებობს და შესაბამისად პირდაპირი კონკურენტი არ გვყავს, მაგრამ ბუნებრივია, ცალ-ცალკე სხვადასხვა სერვისების ჭრილში კონკურენცია არსებობს“, - განმარტავს სოსო ჩხიკვაძე.

ამ დროისათვის Profy-ს სერვისების ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია, პლატფორმაზე მომხმარებელს რეალურად 2 000-მდე სერვისის მიღება შეუძლია. 

„კომპანიას აქვს შემდეგი სერვისები: დალაგება, სანტექნიკა, უნივერსალური სამუშაოები, ელექტრობა, გათბობა/კონდენსირება, ავეჯის/ტექნიკის შეკეთება, ტანსაცმლისა და ავეჯის ქიმწმენდა, საკეტები… სულ ათამდე კატეგორიაა.

ყველაზე დიდი მოთხოვნა დალაგების სერვისზეა. შემდეგ მოდის სანტექნიკა, გათბობა/კონდენსირება, შემდეგ კი ელექტრობა.

„ჯერჯერობით მხოლოდ კერძო პირებს ვემსახურებით“, - აცხადებს სოსო ჩხიკვაძე.

კომპანიის მენეჯერის თქმით, Profy-ს სერვისებზე მოთხოვნა საკმაოდ მზარდია და თვიდან თვემდე გამოძახებებს რაოდენობა იზრდება.

Profy-ში კადრები დარეგისტრირებამდე რამდენიმე საფეხურს გადიან.

„პლატფორმაზე დარეგისტრირების მსურველთან მიმდინარეობს 3-4 საათიანი გასაუბრება და ხდება კადრების გადარჩევა.

მენეჯერები, ტექნიკური კითხვების საფუძველზე, ვერბალური გასაუბრებით არკვევენ კანდიდატის პროფესიონალიზმის დონეს. დალაგებისა ან ხელოსნობის სეგმენტში პირველადი გასაუბრების გავლის შემდეგ, გვაქვს სტაჟირების მიმართულებაც. შესაძლოა, დასაქმების მსურველები გავაყოლოთ დიასახლისებს ან სხვადასხვა კატეგორიის ხელოსნებს, რათა კვალიფიკაცია აიმაღლონ.

ჩვენთან დასაქმების მსურველებს ვამოწმებთ ასევე ნასამართლობის კუთხით, რათა ჩვენი მომხმარებელი იყოს დაცული. მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ვერიფიკაციის პროცესის გავლა და სერვისის მიმწოდებელი პლატფორმაზე მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი ხდება.

გვაქვს ასევე ჩვენი რეიტინგებისა და შეფასების სრულიად გამჭვირვალე სისტემა. ეს ინფორმაცია უფრო საინტერესოა მომხმარებლებისთვის, რათა მათ სერვისის შეთავაზებისას გადაწყვეტილების მიღება გაუმარტივდეთ“, - ამბობს  Profy-ს გენერალური დირექტორი.

სოსო ჩხიკვაძე კადრების დეფიციტზეც ამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ კვალიფიციურ კადრებს მუდმივად ეძებენ. 

„ბოლო პერიოდში მოთხოვნა აჭარბებს მიწოდებას, რადგანაც სწორი კადრების შერჩევას დიდ რესურსი სჭირდება.  დღეის მდგომარეობით კომპანიაში დაახლოებით 200-მდე ადამიანია დასაქმებული“, - ამბობს  Profy-ს ხელმძღვანელი.

ამ დროისათვის Profy თავის მოვლის სერვისის დამატებაზე მუშაობს და თმისა და ფრჩხილების მოვლისა და  მაკიაჟის პროფესიონალებს აქტიურად ეძებს.

„თავის მოვლის სერვისის დამატებაზე ერთი თვეა ვმუშაობთ და ამ კატეგორიისთვის საჭირო კადრების რეგისტრირების პროცესში არანაკლებ სირთულეებს წავაწყდით.

კადრების პოვნა რთულია, თუმცა მომხმარებელს ახალ სერვისს მალევე მივაწვდით“, - ამბობს სოსო ჩხიკვაძე. თავის მოვლის სერვისების დამატების შემდეგ Profy მებაღეობისა და აუზის მოვლის სერვისის განვითარებას  გეგმავს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა