მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

“დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო ყავის მომზადებისთვის ქართველი ბარისტა დააჯილდოვეს

news image
mbc image

ქართველმა ბარისტამ, სოფი დარბაიძემ,“დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე პირველი ადგილი მოიპოვა და „დანკინის“ ქართულ წარმომადგენლობას კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და გამორჩეული აღიარება მოუტანა. სოფიმ ხარისხიანი ყავის მომზადების შედეგად რამოდენიმე ეტაპზე მოიპოვა გამარჯვება და უკან ევროპის ისეთი ქვეყნები ჩამოიტოვა, როგორიცაა გერმანია, ნიდერლანდები, ავსტრია, შვეიცარია, ესპანეთი და სხვა.

„დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე გამარჯვებულები ყავის გემოვნური თვისებების და დამზადების ტექნიკის მიხედვით გამოავლინეს. კონკურსანტები „ლატე არტის“ გამორჩეული ტექნიკით და საკუთარი რეცეპტით შექმნილი ინოვაციური ცივი და ცხელი ყავის დამზადებისთვის გამოარჩიეს. სოფი დარბაიძის მომზადებული ლატე პიტნითა და ბანანით და ცხელი ყავა „ნუტელათი“ და ბანანით, საუკეთესო აღმოჩნდა და პირველი ადგილი და საუკეთესო ბარისტას ტიტული არგუნა ქართველ ბარისტას. 

სოფი დარბაიძე 8 წელია „ვისოლ ჯგუფის“ თანამშრომელია. მისი პირველი სტუდენტური  სამსახური „ვენდის“ ამერიკული რესტორანი იყო. მეგობრულმა და გუნდურმა სამუშაო გარემომ, სადაც თანამშრომლის მოტივაცია და პროფესიული განვითარება ძირითადი საზრუნავია, განაპირობა, რომ მან „დანკინში“ გააგრძელა პროფესიული კარიერა. დღეს ის „დანკინის“ ერთ-ერთი რესტორნის ხელმძღვანელია და საუკეთესო ბარისტაა უკვე საერთაშორისო დონეზე. 

„რთული იყო დაჯერება, როცა გამარჯვებულად გამომაცხადეს. ყველა „დანკინის’ ქართულ წარმომადგენლობაზე საუბრობდა, რომელმაც მოკლე დროში ქვეყანაში „დანკინის“ ფართო ქსელი შექმნა, სტრატეგიულად ვითარდება და ყავის მომზადების ინოვაციური ტექნიკითა და გემოვნური თვისებებით აკვირვებს ყავისა და ყავის პროდუქტების ადგილობრივ და გლობალურ გულშემატკივრებს. მთელმა გუნდმა ძალიან ბევრი ვიშრომეთ და განსაკუთრებულად მეამაყება ჩვენი ესოდენ დიდი გამარჯვება“, განაცხადა სოფი დარბაიძემ.

„ჩვენთვის განსაკუთრებულად საამაყოა, რომ „დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონსურსზე ჩვენმა ერთგულმა თანამშრომელმა და საუკეთესო ბარისტამ გაიმარჯვა. განვითარების რეკორდული მაჩვენებლებისთვის ევროპაში N:1-ის სტატუსის მოპოვება და საუკეთესო ყავისთვის აღიარება ყველაზე დიდი ჯილდოა, რაც  შეგვეძლო მოგვეპოვებინა“, აცხადებს  „დანკინის“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მშვილდაძე.

საქართველოს „დანკინის“ რესტორნებში ერთგული მომხმარებელი ყოველდღიურად უკვე 90 000-მდე ჭიქა ყავას მოიხმარს. შესაბამისად, „დანკინი“ ქვეყანაში ყავისა და ყავის პროდუქტების ყველაზე მსხვილი საცალო რეალიზატორია და ის ამ პოზიციებს უახლოეს წლებში კიდევ უფრო გაიმყარებს. 

„ვისოლ ჯგუფმა“ „დანკინთან“ ფრანჩაიზინგის ექსკლუზიურ ხელშეკრულებას ხელი 2014 წელს მოაწერა. დღეს საქართველოში „დანკინის“ 85 რესტორანი ფუნქციონირებს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა