მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

“დანკინმა“ განვითარების რეკორდული მაჩვენებლებისთვის ევროპაში N:1-ის სტატუსი მიიღო

news image
mbc image

„დანკინის“ ქართულმა წარმომადგენლობამ საერთაშორისო ფორუმზე - „“დანკინის“ სტრატეგიული გეგმები 2023“ - ზრდის დინამიური ტემპის, გაყიდვების რეკორდული მაჩვენებლისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტებისთვის უმაღლესი ჯილდოები მიიღო. შესაბამისად, „დანკინის“ საერთაშორისო რუკაზე  საქართველო გახდა პირველი ქვეყანა ევროპაში, სადაც ლეგენდარული ამერიკული ბრენდის ქსელის სტრატეგიული განვითარება გამორჩეული ტემპებით და შედეგებით მიმდინარეობს.

„“დანკინი“ მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში,  ყოველდღიურად 5 მილიონ ადამიანს მასპინძლობს. შესაბამისად, ამ მსხვილ ოჯახში, „დანკინის“ საქართველოში განვითარების ტემპებისა და შედეგების საერთაშორისო აღიარება, ჩვენთვის განსაკუთრებულად საამაყოა და ღირებულია.  განვითარების რეკორდული მაჩვენებლებისთვის ევროპაში N:1-ის სტატუსის მოპოვება, მოტივაციას გვაძლევს, რომ „დანკინის“ რესტორნების არებული ქსელი, რომელიც დღეისათვის 85 რესტორანს მოიცავს, კიდევ უფრო გავაფართოვოთ. „დანკინი“ საქართველოში  საუკეთესო და გამორჩეულად მაღალი ხარისხის ყავისა და ყავის პროდუქტების რეალიზაციის სივრცეა, სადაც სტუმრობა დღის ნებისმიერ მონაკვეთშია სასიამოვნო. საქართველოს „დანკინის“ რესტორნებში ერთგული მომხმარებელი ყოველდღიურად უკვე 90 000-მდე ჭიქა ყავას მოიხმარს. შესაბამისად, „დანკინი“ ქვეყანაში ყავისა და ყავის პროდუქტების ყველაზე მსხვილი რეალიზატორია და ის ამ პოზიციებს უახლოეს წლებში კიდევ უფრო გაიმყარებს“, აცხადებს  „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე.

სურსათის უვნებლობის სტანდარტებისთვის უმაღლესი ჯილდოს მიღების მიზეზი “დანკინის“ ცენტრალიზებული, მაღალტექნოლოგიური საწარმოა, რომელიც უკვე რამოდენიმე წელია წარმატებულად ფუნქციონირებს და ყოველდღიურად ახალი,  70-მდე სხვადასხვა სახეობის პროდუქტით ამარაგებს ამერიკული რესტორნების ქსელს მთელი საქართველოს მასშტაბით. "დანკინის" ავტომატიზებული საწარმო ბოლო თაობის  ფრანგული და გერმანული დანადგარებით არის აღჭურვილი და სურსათის უვნებლობის უმაღლეს სტანდარტებს უზრუნველყოფს.  

„ჩვენი კომპანიისთვის  სურსათის უვნებლობის სტანდარტების განუხრელი დაცვა, ბიზნესის კეთების ქვაკუთხედი და N:1 ამოცანაა. ამ პრინციპებს და მიდგომებს ჩვენს არასოდეს გადავუხვევთ“, აცხადებს „დანკინის“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მშვილდაძე.

2020 წელს დანკინი 11.3 მილიარდ აშშ დოლარად „Inspire Brands Inc“ -მა შეისყიდა. “Inspire Brands Inc”-ი ამერიკის შეერთებულ შტატებში და 60 სხვადასხვა ქვეყანაში 33,000-მდე რესტორანს აერთიანებს, რომლებიც Arby’s-ის, Dunkin’ -ის, Baskin-Robbins-ის, Buffalo Wild Wings-ის, Jimmy John’s-ის, Rusty Taco-ს, and SONIC-ის ბრენდებით არის წარმოდგენილი. „Inspire Brands Inc“ -ს, მსოფლიოს მასშტაბით, სარესტორნო ინდუსტრიაში ერთ-ერთი ლიდერის პოზიცია უკავია. „ვისოლ ჯგუფმა“ „დანკინთან“ ფრანჩაიზინგის ექსკლუზიურ ხელშეკრულებას ხელი 2014 წელს მოაწერა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა