დაპირებების შესრულება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა - „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე
„დაპირებების შესრულება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა“, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“, რუბრიკა Business Insider Georgia-ში საუბრისას, „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ მამუკა იმედაშვილმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მომხმარებლების 80%-ზე მეტი ჩვენი რეკომენდატორია და ამბობს, რომ მოლოდინებს გადააჭარბეს, ანუ უფრო მეტი მიიღეს, ვიდრე ელოდნენ.
„პირველ რიგში აუცილებლად გამოვყოფ იმას, რომ ჩვენი პირველი დაწყებული და დასრულებული პროექტი - „მეტროპოლ ბაგები“ - დათქმულ ვადებში დავასრულეთ. დაპირებების შესრულება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა, რათა მომხმარებლებს რაც ვპირდებით, ის შევუსრულოთ - რიგ შემთხვევებში ვადაზე ადრეც. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩავატარეთ კვლევა, თუ რამდენად რეკომენდატორია მომხმარებელი „მეტროპოლის“, და შედეგმა ჩვენს მოლოდინებსაც გადააჭარბა. დაახლოებით 80%-ზე მეტი ჩვენი მომხმარებლებისა ჩვენი რეკომენდატორია და ამბობს, რომ მოლოდინებს გადააჭარბა, ანუ უფრო მეტი მიიღო, ვიდრე ელოდა.
ასევე გამოვყოფდი იმას, რომ საკმაოდ აქტიური წელი გვქონდა სხვადასხვა მნიშვნელოვანი მარკეტინგული აქტივობების კუთხით. მოგეხსენებათ, დავკონტრაქტდით დავით ნინიაშვილთან. სლოგანი „ჩაიფიქრე და იმოქმედე“ მოვარგეთ, რაც უკომპრომისო ბრძოლას წარმატებისკენ გამოხატავს, ხოლო დავითი ჩვენი ღირსეული სპორტსმენია. ასევე მინდა გამოვყო ჩვენი თანამშრომლობა სუხიშვილებთან - 2026 წლის 17 იანვარს კარნეგი ჰოლში სუხიშვილების პერფორმანსი გაიმართება და ჩვენ ვართ გენერალური სპონსორები“, - აღნიშნა მამუკა იმედაშვილმა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.