დარეგისტრირდი CODE IT-ზე - შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის, დაეუფლონ პროგრამირების საფუძვლებს
საქართველოს ბანკის, ICT ასოციაციის და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თანამშრომლობით შექმნილი პროექტი Code IT ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, დაეუფლონ პროგრამირების საფუძვლებს.
ამისათვის, პროექტში მონაწილეობის მსურველებმა 22 თებერვლამდე უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.
სასწავლო კურსი პროგრამირებით დაინტერესებული 14-დან 18 წლამდე ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი. მონაწილეების შერჩევა მათ მიერ შესრულებული დავალებისა და გასაუბრების შედეგად მოხდება. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში, სწავლა სრულად არის დაფინანსებული საქართველოს ბანკის მიერ.
პროექტის განმავლობაში, შეხვედრები საქართველოს 9 ტექნოპარკსა (თბილისი, ბათუმი, ზუგდიდი, სენაკი, ოზურგეთი, კასპი, გურჯაანი, ახმეტა, თელავი) და 6 დამატებით ლოკაციაზე (მესტია, გორი, საგარეჯო, პანკისი, რუსთავი, ფოთი) ტარდება.
პროგრამა ინტერაქციული სწავლების მეთოდით მიმდინარეობს - მოსწავლეები მუშაობენ პრაქტიკულ დავალებებზე, კურსის დასრულების შემდეგ კი ქმნიან ფინალურ პროექტს, რომელიც საშუალებას აძლევს მათ, შეადგინონ პროფესიული პორტფოლიო.
Code IT-ის ფარგლებში, მონაწილეები ასევე ესწრებიან ვებინარებს, სადაც აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ რჩევები და გაიარონ კონსულტაციები კარიერული განვითარების მიმართულებით.
სატრენინგო მოდული 3 მიმართულებას აერთიანებს:
• HTML & Css
• JavaScript & Responsive Page
• React
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, ახალგაზრდები მიიღებენ სერტიფიკატს და შესაძლებლობას, გააგრძელონ სწავლა მომდევნო მოდულებზე.
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, მოსწავლეებისთვის შემეცნებისა და ახალი აღმოჩენების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, 40-ზე მეტ პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს.
საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: ganatleba.bog.ge
სხვა სიახლეები
ბაზისბანკი და საქართველოს უნივერსიტეტი წარმოგიდგენთ კიბერუსაფრთხოების საერთაშორისო ფესტივალს
09.06.2026.10:07
საქართველოს უნივერსიტეტის ორგანიზებითა და ბაზისბანკის სპონსორობით, წელს რიგით მე-10 საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების ფესტივალი IFCS ჩატარდება.
IFCS საერთაშორისო კიბესუფართხოების ფესტივალია, რომელიც უკვე წლებია აერთიანებს საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, წამყვან ექსპერტებსა და ინოვატორებს. ფესტივალის მიზანია კიბერუსაფრთხოების სფეროთი დაინტერესებულ პირებს ქვეყანაში არსებული აქტუალური ტენდენციები გააცნოს. ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, დარგის წამყვანი პროფესიონალებისგან პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ, დეტალურად გააანალიზონ თანამედროვე გამოწვევები და აღმოაჩინონ ინდუსტრიის სიახლეები.
ფესტივალი მეათე, საიუბილეო წელს კიდევ უფრო დიდი მასშტაბითა და განახლებული ფორმატით ბრუნდება. ღონისძიება ჩატარდება 2 ივლისს, Pulman Tbilisi Axis Tower-ში. ფესტივალის მთავარი ნაწილი დარგის უცხოელი და ადგილობრივი წამყვანი სპიკერები იქნებიან, რომლებიც საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ სტუმრებს.
ღონისძიებაზე განხილული იქნება შემდეგი თემები:
• კიბერმედეგობა AI-ის ეპოქაში: როგორ იცვლება შეტევა, დაცვა და ნდობა.
• ადამიანი როგორც პირველი თავდაცვა: კიბერჰიგიენა, ცნობიერება, privacy და ინციდენტზე რეაგირება.
• Beyond the Perimeter - მონაცემთა გაჟონვის რეალური ანატომია თამანედროვე კომპანიებში.
• თანამედროვე კიბერშეტევის ანატომია: identity compromise-დან data extortion-მდე.
• AI დამცველებისთვის: SOC, threat hunting და incident response ავტომატიზაციით.
• თანამედროვე კიბერშეტევის ანატომია — ფიშინგის, ანგარიშის გატეხვისა და სოციალური ინჟინერიის live დემონსტრაციით.
• საქართველოს ეროვნული კიბერმედეგობა: კრიტიკული ინფრასტრუქტურა, საჯარო-კერძო თანამშრომლობა.
ახალი გამოცდილების მისაღებად, ცოდნის გასაღრმავებლად და დარგობრივი კავშირების დასამყარებლად, ფესტივალის შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ვებგვერდზე
შეიძინეთ ბილეთები 25%-იანი ფასდაკლებით, გადადით ბმულზე