მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

დარეგისტრირდი კომაროვის ონლაინ სკოლაში - პროექტის პარტნიორი საქართველოს ბანკია

news image
mbc image

საქართველოს ბანკი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, კომაროვის ონლაინ სკოლის პარტნიორია.

29 სექტემბრის ჩათვლით, დარეგისტრირდი კომაროვის ონლაინ სკოლაში და განათლების გზაზე არ გაჩერდე.

პროექტის ფარგლებში, სკოლაში სწავლა დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს, რაც მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, სახლიდან გაუსვლელად დაესწრონ ფიზიკის ან/და მათემატიკის კურსს.

ონლაინ სკოლის მასწავლებლები კომაროვის გამოცდილი სპეციალისტები არიან. აქ მოსწავლეები სააზროვნო და ლოგიკური ამოცანების საშუალებით ფიზიკისა და მათემატიკის საკითხებს მარტივად და სახალისოდ სწავლობენ.

სასწავლო პროცესი სამ ტრიმესტრად მიმდინარეობს, თითოეული ტრიმესტრი კი 3 თვე გრძელდება და 12 კვირას მოიცავს.

თითოეული სასწავლო წლის პირველ ტრიმესტრში საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეები საქართველოს ბანკისგან მიიღებენ მეორე ტრიმესტრში სწავლის სრულ დაფინანსებას, ხოლო მეორე ტრიმესტრში საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეები, მესამე ტრიმესტრის სწავლის სრულ დაფინანსებას.

ინფორმაციისთვის, აღნიშნული კურსი არ არის გათვლილი ფიზიკა - მათემატიკური სკოლების პროგრამაზე და განკუთვნილია მოსწავლეებისთვის, რომლებიც არ სწავლობენ კომაროვის (და სხვა ფიზიკა-მათემატიკურ) სკოლაში.

პროექტში მონაწილეობასთან და სასწავლო განრიგთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ბმულს.

რეგისტრაციისთვის გადადით ვებგვერდზე:  https://shorturl.at/q7tZ8

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით კომაროვის სკოლას მეილზე: ან ტელეფონის ნომერზე: 558964060; 558968030

ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა