მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

დარწმუნებული ვარ, ბიზნესი კარგად გამოიყენებს „აბრეშუმის გზის ფორუმის" პლატფორმას, ახალ კომუნიკაციებს - სოსო ფხაკაძე

news image
mbc image

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აქტიური მხარდამჭერია და სპონსორია „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის". ასეთი ტიპის მასშტაბური ღონისძიება, საკომუნიკაციო პლატფორმა ყოველთვის ექცევა მსხვილი საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფებისა და კომპანიების ყურადღების ცენტრში. საქართველოს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა აქვს და ჩვენ შეგვიძლია მნიშვნელოვანი ფუნქცია შევასრულოთ ტრანსკონტინენტური სავაჭრო ურთიერთობების განვითარების საქმეში, ამ ფუნქციას ჩვენი ქვეყანა ასრულებს, მაგრამ უფრო ეფექტურად შესასრულებლად საჭიროა გლობალური სურათის შეხედვით გავითავისოთ ჩვენი როლი, რა არის ჩვენი ფუნქცია ამ ნაწილში, ამ ტიპის პლატფორმა ამის საშუალებას იძლევა", -თბილისში მიმდინარე „აბრეშუმის გზის ფორუმის" მნიშვნელობაზე საუბრობს  „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი, ბიზნესმენი სოსო ფხაკაძე.
„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის თქმით წლევანდელი „აბრეშუმის გზის ფორუმი" წინა ფორუმებისგან მასშტაბურობით გამოირჩევა - ძალიან ბევრი ქვეყანაა წარმოდგენილი, ამ პროცესში ინტეგრირებულები არიან როგორც ქართული, ასევე უცხოური კომპანიები.
„საბოლოო ჯამში ნებისმიერი პროექტი დასრულებამდე კერძო სექტორს მიჰყავს, ამ კუთხით სახელმწიფოს როლი ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიული პროექტების ნაწილში. ბოლო წლებში ძალიან ბევრი ახალი კომპანია შეიქმნა, ეს ყველაფერი ეკონომიკური ზრდის ტემპში, დასაქმების ზრდაში აისახა, ახლა ბევრად მეტი ადამიანია დასაქმებული ვიდრე წლების წინ",- აღნიშნავს სოსო ფხაკაძე.
„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" პრეზიდენტის განცხადებით, ფორუმი ხელს უწყობს ინვესტიციების მოზიდვას და ახალი ურთიერთობების დამყარებას.
„ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ასეთი ტიპის ურთიერთობები ახალ საშუალებებს იძლევა, ხსნის ახალ ფანჯარას როგორც ქვეყნისათვის, ასევე ბიზნესისთვის. ამის შემდეგ იწყება ახალი ურთიერთობები კომპანიებს შორის, რაც გადაითარგმნება ინვესტიციებში, ახალი ინვესტიციები კი ახალი სამუშაო ადგილები და ბიზნესის შემდგომი განვითარებაა. დარწმუნებული ვარ ბიზნესი კარგად გამოიყენებს  ამ ახალ პლატფორმას, ახალ კომუნიკაციებს",-განაცხადა სოსო ფხაკაძემ.
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" პირველად 2015  წელს  ჩატარდა, წელს ის მეოთხედ იმართება. წლევანდელ ფორუმში მონაწილეობს 60-მდე ქვეყნის 2000-ზე მეტი დელეგატი,  სხვადასხვა ქვეყნების სამთავრობო უწყებების უმაღლესი თანამდებობის პირები, საერთაშორისო, საფინანსო და დონორი ორგანიზაციების, პროფესიული ასოციაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა