მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7178.9
0.0021
flag
AZN 1.535
-0.0003
flag
CNY 38.89
-0.0009
flag
EUR 3.0112
-0.0135
flag
GBP 3.5189
-0.005
flag
KZT 58.19
0.004
flag
TRY 0.0537
0
flag
USD 2.6091
-0.0004
news banner

დასაქმების ბაზარზე გამოწვევად რჩება შედარებით მაღალი კვალიფიკაციები, სადაც ერთ - ორ წელიწადში ჩვენ პრობლემას ვერ მოვაგვარებთ - იმიტომ, რომ ეს არის გრძელვადიანი პრობლემა, გრძელვადიანი მოგვარება სჭირდება ამას და ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ შარშან პირველად დაიწყო აქტიური რეფორმა - ეს არის ის გზა, რომელიც ჩვენ გვჭირდება l ლევან ვეფხვაძე

news image
mbc image

დასაქმების ბაზარზე გამოწვევად რჩება შედარებით მაღალი კვალიფიკაციები, სადაც ერთ - ორ წელიწადში ჩვენ პრობლემას ვერ მოვაგვარებთ - იმიტომ, რომ ეს არის გრძელვადიანი პრობლემა, გრძელვადიანი მოგვარება სჭირდება ამას და ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ შარშან პირველად დაიწყო აქტიური რეფორმა - ეს არის ის გზა, რომელიც ჩვენ გვჭირდება - ამის შესახებ ლევან ვეფხვაძემ, BAG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გადაცემა „ბიზნეს ინსაიდერის" ეთერში განაცხადა.

„პროფესიული განათლება ერთ-ერთი გამოსავალი ცხადია არის, მაგრამ ჩვენ ვერ ვიტყვით რომ პროფესორი განათლება არის ის ჯადოსნური ჯოხი, რომელსაც დავადებთ და მოვაგვარებთ პრობლემას, ჯადოსნური ჯოხია და ყველა პრობლემა მოგვარდება. პრობლემა ის არის რომ პროფესიული განათლებით ჩვენ ვიკმაყოფილებთ გარკვეულ კვალიფიკაციებზე მოთხოვნას და თქვენ რომ ნახოთ ჩვენი შარშანდელი დეკემბრის კვლევა, სადაც ჩვენ უფრო ღრმად ჩავშალეთ სამუშაო ძალის პრობლემა, იქ ვხედავთ რომ ნელ-ნელა ე.წ დაბალ კვალიფიკაციებზე ბრჭყალებში ვიძახი დაბალი-მაღალი ძალიან პირობითია ცხადია. უბრალოდ შემოსავლის მიხედვით ვახდენთ დაყოფას, ამ დაბალ კატეგორებზე მოთხოვნაა ნელ-ნელა კმაყოფილდება, თუნდაც იმიტომ რომ პროფესიულ განათლებას დიდი ყურადღება ექცევა, თუნდაც იმიტომ რომ თვითონ ბიზნესი არის აქტიურად ჩართული ტრენინგების და გადამზადების პროგრამებში და ასე შემდეგ. მაგრამ გამოწვევა რჩება შედარებით მაღალი კვალიფიკაციები, სადაც ერთ წელიწადში ჩვენ პრობლემას და ორ წელიწადში ვერ მოვაგვარებთ. იმიტომ რომ ეს არის გრძელვადიანი პრობლემა, გრძელვადიანი მოგვარება სჭირდება ამას და ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ მთავრობამ შარშან პირველად დაიწყო აქტიური რეფორმა და თქვა რომ მთავარი ჩემთვის არის სწორედ შრომით ბაზრის მოთხოვნა და აი შრომითი ბაზრის მოთხოვნის ნაწილში ახდენს უმაღლესი განათლების პროგრამების ადაპტაციას. ეს არის ის გზა, რომელიც ჩვენ გვჭირდება, თუმცა რომ ვთქვათ რომ ამ გზის შედეგად ერთ თვეში და ორ თვეში შედეგს მივიღებთ თავი უნდა მოვიტყუოთ. ამას ჭირდება გრძელვადიანი, დაუღალავი შრომა იმისათვის რომ კონკრეტული შედეგი დადგეს გარკვეული პერიოდის მერე“, - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image გვიხარია, რომ საქართველოს ფინანსურმა საზოგადოებამ აგვირჩია სასურველ პარტნიორად და GMAP-ის პროგრამის ინიციატივის ნაწილი ვართ - Nasdaq-ის წარმომადგენელი

14.09.2026.17:52

„ძალიან გვიხარია, რომ საქართველოს ფინანსურმა საზოგადოებამ აგვირჩია სასურველ პარტნიორად და ვართ GMAP-ის პროგრამის ინიციატივის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ეკონომიკური ზრდისა და ფინანსური მდგრადობის გაძლიერებას. Nasdaq-ი, ვაერთიანებთ საზოგადოებებს, ეს არის კომპანიის დნმ-ი და არსი, რადგან ისტორიულად ჩვენ ბაზრებს ვმართავთ. აქ, Nasdaq-ის ფინტექი ასევე უზრუნველყოფს ტექნოლოგიას საქართველოს ფინანსური საზოგადოების გასაერთიანებლად, რათა გაუმჯობესდეს ფინანსური ინფრასტრუქტურა " - ამის შესახებ „GMAP ბაზრის განვითარების ფორუმზე" Nasdaq-ის მმართველმა დირექტორმა ვინსენტ ლემარმა განაცხადა.

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) და საქართველოს ფინანსური ბაზრების ხაზინების ასოციაციის (GFMTA) ორგანიზებითა და Nasdaq-თან პარტნიორობით, თბილისში, ორდღიანი საერთაშორისო ღონისძიება „GMAP ბაზრის განვითარების ფორუმი 2026" გაიმართა.

ფორუმის ფარგლებში საზოგადოებას წარედგინა საქართველოს ფინანსური ბაზრების განვითარების პროგრამის (GMAP) კონცეფცია. GMAP-ის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს ფინანსურ ბაზრებზე რისკის მართვისა და ჰეჯირების ინსტრუმენტების ხელმისაწვდომობის ზრდას და მეტად ლიკვიდური და საერთაშორისოდ ხელმისაწვდომი ფასიანი ქაღალდების ბაზრის ფორმირებას. ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი საკითხი ბაზრის განვითარების ინიციატივის ტექნოლოგიური კომპონენტი იყო, რომელიც Nasdaq-თან ერთად ხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა