დასაწყისი ახლოსაა, მთავარია გჯეროდეს
ყოველწლიურად, მუსიკალურ სცენაზე ბევრი ახალგაზრდა სახე ჩნდება, რომლებიც ახლა დგამენ პირველ ნაბიჯებს წარმატებისკენ. ამ გზის დასაწყისში, მხარდაჭერასა და გვერდში დგომას, ყველაზე დიდი ძალა აქვს.
დიდი თავგადასავლები ყოველთვის ერთი პატარა ნაბიჯით იწყება; ნაბიჯით, რომელსაც სჭირდება სითამამე, რწმენა და ის ძალა, რომელიც გვერდში მყოფი ადამიანებისგან მოდის.
ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის სცენაზე პირველი გასვლა ის მომენტია, როცა ყველაზე მნიშვნელოვანია - ვინ არის შენს გვერდით. სწორედ, ეს ადამიანები ქმნიან ძლიერ საყრდენს შენთვის და შენი მომავლისთვის.
დასაწყისი ახლოსაა. მთავარია, გჯეროდეს საკუთარი შესაძლებლობების, ოცნებების, იმ გზის, რომელიც წინ გელოდება და ყოველთვის იცოდე - ვინ დგას შენ გვერდით.
თიბისიში სჯერათ, რომ საკუთარი თავის რწმენა ადამიანს შეუძლებელს შეაძლებინებს. ამ გზაზე ხშირად გვჭირდება ადამიანები, ვინც საკუთარ ძალებში დაგვარწმუნებს. ზოგჯერ, სულაც ერთი გამამხნევებელი მზერა ან ხმამაღლა ნათქვამი სიტყვაა საჭირო, რომ საკუთარ თავში აღმოაჩინო ის ძალა, რომელიც თავდაჯერებულობას შეგმატებს და მტკიცე ნაბიჯების გადადგმაში დაგეხმარება. როცა შენი სჯერათ - ოჯახის წევრებს, მეგობრებს, გულშემატკივრებს და ზოგჯერ კი, სრულიად უცხო ადამიანებს - ეს გაძლევს რწმენას, რომ ყველაფერი გამოგივა - მთავარია გჯეროდეს!
ვიდეო იხილეთ ბმულზე.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.