მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

დავით აბესაძემ ვენჩურული კაპიტალის ფონდებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

news image
mbc image

საქართველოს ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, დავით აბესაძემ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა (IFC) და ეკონომიკურ საკითხებში შვეიცარიის სახელმწიფო სამდივნოს (SECO) მხარდაჭერით გამართულ ვენჩურული კაპიტალის ფონდებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.


ღონისძიებაზე განიხილეს განვითარებად ბაზრებზე ვენჩურული დაფინანსების მოზიდვის შესაძლებლობები და აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიისა და ASEAN-ის ბაზრებზე ვენჩურული ინვესტიციების განხორციელების გამოცდილება.


პანელურ სესიაზე დავით აბესაძემ ეროვნული ბანკის მიერ ბოლო წლების განმავლობაში საინვესტიციო ფონდების განვითარების კუთხით გაწეულ ძალისხმევაზე ისაუბრა და მოქმედი სამართლებრივი ჩარჩოს საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაზე გაამახვილა ყურადღება, ასევე ისაუბრა საინვესტიციო ფონდების დაბეგვრის კუთხით განხორციელებულ საკანონმდებლო რეფორმაზე და ქვეყანაში ფონდების განვითარებისთვის ხელშემწყობ საგადასახადო გარემოს გაუსვა ხაზი.


„ეფექტური ზედამხედველობა და გამართული მარეგულირებელი ჩარჩოს არსებობა ხელს უწყობს საინვესტიციო ფონდების ბაზრის განვითარებას, ინვესტორების ნდობის ზრდას ბაზრის ადგილობრივი მონაწილეებისა და ინფრასტრუქტურის მიმართ. ევროპულმა კომისიამ 2023 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ საქართველოში მოქმედი კოლექტიური საინვესტიციო სქემების მარეგულირებელი კანონმდებლობა ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისია. ეროვნულმა ბანკმა, სხვა ჩართულ მხარეებთან ერთად, დიდი ძალისხმევა გასწია ამ ჩარჩოს ჩამოყალიბების საქმეში. 2020 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ დაფუძნდა არაერთი აქტივების მმართველი კომპანია და საინვესტიციო ფონდი, მათ შორის სულ ახლახან დარეგისტრირდა ვენჩურული კაპიტალის ფონდიც“, - განაცხადა დავით აბესაძემ.


ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის კვლევისა და განვითარების განყოფილების უფროსი დავით ბოჭორიშვილი.


ღონისძიება IFC-ის ციფრული ფინანსური სერვისების პროექტის ფარგლებში განხორციელდა. აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ფინანსურ სექტორში ციფრული ფინანსური სერვისების განვითარებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობას, ვენჩურულ კაპიტალსა და კერძო კაპიტალზე წვდომის გაძლიერებას და კერძო ინვესტიციების შესაძლებლობების გახსნას ქვეყნის შიგნით.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა