დავით ბირმანი - მარკეტერი, კონსულტანტი
დავით ბირმანი-მარკეტერი, კონსულტანტი
ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი პლატფორმის არსებობა, სადაც ბანკი, რეგულატორი, საზოგადოების წარმომადგენლები ერთმანეთთან საუბრობენ. ძალიან ღია დისკუსია იყო და ძალიან საინტერესო მოსასმენი. მნიშვნელოვანია რომ ესეთი ფორმატები იყოს უფრო ხელმისაწვდომი სხვა ბანკებისთვისაც, მათაც ჰქონდეთ სურვილი და შესაძლებლობა რომ მონაწილეობდნენ და აზრი კიდევ უფრო ფართეთ გაიშალოს ასე ვთქვათ.
სხვა სიახლეები
წარმატებებს ვუსურვებ ფორუმს და მნიშვნელოვანია რომ ამ პლატფორმამ რეგულარული ხასიათი მიიღო - ალექსანდრე ძნელაძე
21.05.2026.10:30
საქართველოს ეკონომიკური ფორუმის მორიგი დისკუსია ,,საქართველოს საბანკო სექტორის მდგრადობა გაიმართა. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ Lion Finance Group-ის აღმასრულებელი დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე, საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე და Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოსა და სომხეთში დავით ზღუდაძე. ღონისძიებას მოდერატორობდა „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს“ და "საქართველოს ეკონომიკური ფორუმის" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.
„დღევანდელი ფორუმი ეხებოდა საბანკო სექტორის გამოწვევებს და განვითარების პერსპექტივებს. აღნიშნული ფორუმს რეგულარული ხასიათი აქვს სხვადასხვა სექტორების ჭრილში. ძალიან მნიშვნელოვანია, მუდმივად იმართებოდეს აღნიშნული დისკუსიები და ეს პლატფორმა იძლევა ამის საშუალებას, რომ მარეგულირებელსა და კომერციული სექტორს შორის მუდმივად მიმდინარეობდეს დისკუსია. წარმატებებს ვუსურვებ ფორუმს და მნიშვნელოვანია რომ ესეთი სისტემატიური ხასიათი მიიღო უკვე ამ პლატფორმამ",- აცხადებს ალექსანდრე ძნელაძე, საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი „საქართველოს ეკონომიკური ფორუმის" შეფასებისას.
„ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მიმდინარე დისკუსიების მთავარი მიზანია სახელმწიფო, ანალიტიკური და ბიზნეს სექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს საქართველოს წინაშე მდგარი აქტუალური გამოწვევები ეკონომიკური პოლიტიკის, განათლებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე დისკუსიების მთავარი საერთაშორისო პარტნიორია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორი Foundation Institute for Eastern Studies. აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული „ეკონომიკური ფორუმი“ პოლონეთში შეხვედრების ყველაზე დიდი პლატფორმაა ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე, თანამედროვე გამოწვევებსა და კრიზისების დაძლევაზე სასაუბროდ. ამასთანავე, ფორუმი წარმოადგენს კონკრეტული გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური იდეების სივრცეს. ავტორიტეტული საერთაშორისო გამოცემების მიერ პოლონეთის „ეკონომიკური ფორუმი“ ხშირად დასახელებულია, როგორც „პოლონური დავოსი“. მიმდინარე წელს პარტნიორობის ფარგლებში ასევე იგეგმება ერთობლივი დისკუსიების ორგანიზება საქართველოსა და პოლონეთში.
ღონისძიება საქართველოს ბანკთან, Turkish Airlines-თან, Mastercard-თან, ELT Group-თან, Coca-Cola Bottlers Georgia-სთან პარტნიორობით გაიმართა.