მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

დავით გოგიჩაიშვილის გამოცდილება - ჟინი მხოლოდ გამარჯვებას ხედავს, ჟინი განათლების გზაზე არ ჩერდება

news image
mbc image

ჟინი მუდმივი მოძრაობაა. ჟინი წინაღობების გადალახვაა. ჟინი ძალაა, რომელიც განათლების გზაზე არ ჩერდება.

ყოველი ახალი მცდელობა, წარმატებისკენ მიმავალ გზაზე წინ გადადგმული ნაბიჯია, რომლის საფუძველიც სხვა არაფერია, თუ არა - ჟინი. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი ყველა ადამიანს, რომლისთვისაც განათლება ღირებულებაა, მოუწოდებს საკუთარ თავში აღმოაჩინონ ძალა და განათლების გზაზე არ გაჩერდნენ.

საკუთარი გამოცდილების შესახებ კი დავით გოგიჩაიშვილი საქართველოს ბანკის ვიდეოში გვესაუბრება.

https://www.facebook.com/BankOfGeorgia/videos/2260156134459427

1 ამბავი, 2 ურთიერთგამომრიცხავი ინტერპრეტაცია

„ჩემი ამბების მოშველიება არ მიყვარს ხოლმე, მაგრამ გაგიზიარებთ ერთ ისტორიას, რომელსაც ორი ურთიერთგამომრიცხავი ინტერპრეტაცია აქვს.

ირაკლი მიიჩნევს, რომ ამ გამოცდილებაში დიდი ფილოსოფია დევს, ელენე კი თვლის, რომ უბრალოდ გამიმართლა.

ამერიკაში, მაგისტრის ხარისხის მისაღებად, „მასკის“ პროგრამით სასწავლებლად წასვლა იყო ჩემი აკვიატება, დაუოკებელი წყურვილი - ისეთი, ჟინი რომ შეგიპყრობს.

„მასკის“ პროგრამაზე დიდი კონკურსია, ადვილი ამბავი არ არის მასში გამარჯვება. პირველ წელს გავაგზავნე საბუთები და მთელი ძალები დავხარჯე. პასუხი არ მომივიდა. მეორე წელს გავაგზავნე - არ მომივიდა, მესამე წელსაც არ მომივიდა. იშვიათი შემთხვევა იყო, რომ მესამე წელსაც ვინმეს თავიდან ეცადა, მაგრამ, ჟინი გაჩერების შესაძლებლობას არ მაძლევდა.

მანამდე ვავსებდი „ხუთოსნურად“ - ყველა წესის დაცვით და ინსტრუქციით, მეოთხე წელს გადავწყვიტე, შემეცვალა სტრატეგია, ეს პროცესი საკუთარ თავზე უფრო მოვირგე და პასუხიც მომივიდა. მერე ამას მოჰყვა გამოცდები, გასაუბრება და მოკლედ, დასახულ მიზანს მივაღწიე.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არ მიყვარს ხოლმე საკუთარი ამბის გაზიარება - ვითომ რომ მარცხის ისტორიას გიზიარებენ და სინამდვილეში თავის ქების მეტი არაფერია, მაგრამ ირაკლის ინტერპრეტაციით ესაა მიზნის მიღწევის ფილოსოფიური მაგალითი.

ის ამბობს, რომ როცა სხვები გეუბნებიან, რომ არ გამოგივა და სხვადასხვა არგუმენტს იშველიებენ თუ რატომ, რაციონალური გონება თითქოს იჯერებს, თუმცა აკვიატება ირაციონალურია, აკვიატებამ არ იცის ალბათობები.

ირაკლი ამბობს, რომ როცა 3 წელი არ გამოგივიდა, და ფიქრობ, რომ უკვე დროა სხვა რამე ცადო, არ ყოფილა შენი ბედი, თუ წყურვილი დაუოკებელია, ვერ მოისვენებ სხვანაირად.

ირაკლი მიიჩნევს, რომ როცა წვალობ და მაინც არ გამოგდის, მაშინ მიზანი კი არ უნდა შეცვალო, არამედ უნდა შეცვალო სტრატეგია, ამას პრინციპში კონფუცი ამბობდა, მაგრამ ირაკლი ეთანხმება..

აკვიატება, დაუოკებელი წყურვილი და ჟინი მხოლოდ გამარჯვებას ხედავს, მაშინ როცა სხვები თავიანთი „კეთილგანწყობილი“ არგუმენტებით მხოლოდ ბარიერებს ხედავენ და გიზიარებენ.

ბარიერებს მხოლოდ მაშინ ვხედავთ, როცა მიზანს აღარ ვუყურებთ.

მეოთხე წელსაც რომ არ მოგსვლოდა პასუხი, მეხუთე წელსაც გახვიდოდიო? ან რამდენი წელი ეცდებოდი კიდევ? რა თქმა უნდა! წლების რაოდენობა არ ვიცი, მაგრამ ვეცდებოდი მანამ, სანამ პასუხი არ მომივიდოდა!

ელენეს კი ამბობს, რომ რად უნდა ამას ამდენი ფილოსოფია, უბრალოდ გამიმართლა და მორჩა. ნუ არ გამიმართლა პირველ წელს და მეორე წელს, შეიძლება, მაგრამ მე-4 წელს ხომ გამიმართლა. ანუ ელენე ზოგადად მიზნების მიღწევას გარემო ფაქტორებს უფრო მიაწერს, ვიდრე ჩვენს არ გაჩერებას.

აქამდე მეგონა რომ ეს ორი ინტერპრეტაცია ერთმანეთს გამორიცხავდა, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ერთმანეთს ავსებს. ერთი გამოხატავს პროცესს და მეორე გამოხატავს შედეგს.

გაგვიმართლებს მაშინ, და მხოლოდ მაშინ, თუ ეს პროცესი გვაქვს გავლილი, თუ არ ავიკვიატეთ და ამ გზაზე არ ვიარეთ, რომც გაგვიმართლოს, როგორ უნდა მივხვდეთ რაში გაგვიმართლა?

ასევე ყველამ ვიცით, რომ უბრალო მოტივირებით კი არა, აკვიატებით, დაუოკებელი წყურვილით და ჟინით მიღწეული უფრო ტკბილია შედეგიც და პროცესიც.

შესაბამისად, ვიტყოდი, რომ ირაკლისა და ელენეს ინტერპრეტაციები ერთად ასეთი ფილოსოფიური აზრის თქმის საფუძველს გვაძლევს: თუ გულით გვინდა, აუცილებლად მივაღწევთ, თუ ვერ მივაღწიეთ, ესე იგი არ გვნდომებია!

განათლების გზაზე არ გაჩერდე - საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. აღმოაჩინე შენზე მორგებული პროექტები, მიიღე სწავლის სრული დაფინანსება ლოკალურ და საერთაშორისო უნივერსიტეტებში, გამოავლინე საკუთარი პოტენციალი და აქციე მიზნები რეალობად.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებგვერდს:  ganatleba.bog.ge

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა