მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

„დავითიანის“ ღვინის ბრენდით „შატო დავითიანი“ ჩინეთის ბაზარზე შედის

news image
mbc image

„დავითიანის“ ღვინის ბრენდით  „შატო დავითიანი“ ჩინეთის ბაზარზე შედის, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის თანადამფუძნებელმა იაკობ ცენტერაძემ განუცხადა.

„ვენახები კახეთში 40 ჰექტარზე გვაქვს გაშენებული. წელს 5 სახეობის ღვინო გავაკეთეთ: საფერავი, რქაწითელი, ქინძმარაული, „ალაზნის ველები“ და თეთრი. 2025 წლიდან ვაპირებთ „წინანდლისა“ და„ფიროსმანის“ ბრენდის დამატებას“, - აცხადებს იაკობ ცენტერაძე.  

როგორც ბრენდის თანადამფუძნებელი ამბობს, ქვევრის ღვინოს რესტორნისთვის უკვე ორი წელია აწარმოებენ, ხოლო კლასიკურ ქარხნის ღვინოებს 2020 წლიდან.

„ვგეგმავთ ექსპორტზე გასვლას. ძიების პროცესში ვართ და აზიის ბაზარია პირველ ეტაპზე ჩვენი სამიზნე. გვაქვს მოლაპარაკებები და ჩინეთში უკვე პირველი ნიმუშები გავგზავნეთ. არის ინტერესი ყაზახეთიდან და რუსეთიდან“, - აცხადებს მეწარმე.

ბრენდი „დავითიანი“ ასევე ადგილობრივ ბაზარზე ალკოჰოლის მაღაზიებში შესვლას გეგმავს, თუმცა კომპანიის მთავარი პრიორიტეტი საექსპორტო ბაზრებია.

„მივიტანეთ ნიმუშები „სმაგლერში“ და მალე ჩვენი ღვინო „8000 მოსავალშიც“ გამოჩნდება“,- ამბობს იაკობ ცენტერაძე. 

როგორც კომპანიაში აცხადებენ „შატო დავითიანის“ მარანში შესაძლებელია დააგემოვნოთ და შეიძინოთ „შატო დავითიანის“ ადგილწარმოშობის ღვინო, რომელიც დამზადებულია მკაცრად განსაზღვრულ ქინძმარაულის მიკროზონაში მოყვანილი ყურძნისგან კლასიკური და ქვევრის მეთოდებით ქართული მეღვინეობის ტრადიციების დაცვით.

სტუმრებისთვის წარმოდგენილია სხვადასხვა ჯიშური მახასიათებლებით გამორჩეული ღვინის სახეობები: საფერავი, ქინძმარაული, რქაწითელი და კახური მწვანე. ასევე სტუმრებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ქართული ღვინის დამზადების მასტერკლასი და მინი-ექსკურსია „შატო დავითიანის“ ღვინის საწარმოში.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა