დავიწყეთ ღვინის ექსპორტი ბალტიისპირეთში - „ძმები ხუციშვილების ღვინის მარანი“
2015 წელს პირადი ინვესტირებით ძმებმა, წინაპრების მიერ დატოვებული მარანი ააღორძინეს და დღეს „ძმები ხუციშვილების მარანის“ ბრენდის ქვეშ 11 დასახელების ღვინოს აწარმოებენ. კომპანიის თანადამფუძნებელმა გელა ხუციშვილმა Business Insider Georgia - სთან საუბარში აღნიშნა, რომ საექსპორტო ბაზრებს ბალტიისპირეთი დაემატა.
„სულ ახლახანს გავგზავნეთ პროდუქცია ლიტვაში, რაც რაც პირველი ნაბიჯია ბალტიისპირეთის ბაზარზე შესვლის გზაზე. ევროპის მასშტაბითაც აქტიურად იყიდება ჩვენი ღვინოები და მოთხოვნა საკმაოდ მზარდია “, - ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი გელა ხუციშვილი.
ადგილზე მისულ სტუმარს სხვადასხვა კულინარიულ მასტერკლასში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა აქვს.
„ადგილზე მოსულ სტუმარს სხვადასხვა სახის კულინარიულ მასტერკლასს ვთავაზობთ, რაზეც მოთხოვნა საკმაოდ დიდია. ეს არის შოთის პურის ცხობა თონეში, ხინკლის მოხვევა, ხაჭაპურის ცხობა, მწვადის შეწვა წალამზე და სხვა. უკვე გვყავდნენ სტუმრები ესტონეთიდან, და ლატვიიდან, ასევე ველოდებით სტუმრებს ამერიკიდანაც “, - აცხადებს კომპანიის თანადამფუძნებელი გელა ხუციშვილი.
ცნობისთვის, ქართული ბრენდი რამდენიმე დასახელების ქვევრის ღვინოს აწარმოებს, მათ შორის - საფერავს, რქაწითელსა და ქისს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.