დავნერგეთ სადიპლომო პროგრამა ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების მიმართულებით და დავამყარეთ თანამშრომლობა მსოფლიოში წამყვან მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან | Skillwill College-ის დამფუძნებელი
დავნერგეთ სადიპლომო პროგრამა ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების მიმართულებით და დავამყარეთ თანამშრომლობა მსოფლიოში წამყვან მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას Skillwill College-ის დამფუძნებელმა, გიორგი მარიამიძემ განაცხადა.
„ეს ზრდა, რომელიც ჩვენ ვახსენეთ, ძირითადად განპირობებულია აიტი სერვისების ექსპორტით, ანუ იმ მომსახურებით, რომელიც საქართველოში იქმნება და საზღვარგარეთ გადის.
საქართველოში ინვესტორებისთვის ცალსახად დადებითი კლიმატია, დაინტერესება დიდია და ამაზე ადრეც გვესაუბრია, რომ გვყავს საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც წარმოდგენილები არიან საქართველოში და ამ მიმართულებით.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია აღვნიშნო ის, რომ მაინც ვერ ავცდებით განათლებას. განათლებასთან უნდა მივიდეთ, რადგან მნიშვნელოვანია, რომ ამ ზრდას ძლიერი ფუნდამენტი ჰქონდეს და მომავალშიც კარგად გაგრძელდეს. ამისთვის კვალიფიციური პროფესიონალები არიან ძალიან მნიშვნელოვანი, რადგანაც, კი ბატონო, საერთაშორისო კომპანიები შემოდიან საქართველოში, გვყავს ასევე ექსპატებიც, რაც ასევე კარგი ფაქტორია, იმიტომ, რომ ექსპატებთანაც შეიძლება გამოცდილების გაზიარება და კვალიფიკაციის ამაღლება. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში იყოს ის რესურსი, ის ადამიანური, კვალიფიციური რესურსი, რომელსაც ეს საერთაშორისო კომპანიები შეეცდებიან, რომ დაასაქმონ თავისთან. აუცილებლად იზამენ ამას. საინვესტიციო კლიმატის გარდა, მათ აინტერესებთ ასევე ადამიანური რესურსი. ეს ფაქტორია მათ გადაწყვეტილებაში.
ამ მიმართულებით Skillwill-ში ჩვენ მნიშვნელოვანი ცვლილებები დავნერგეთ. უკვე წელს, მოგეხსენებათ, რომ ხელოვნური ინტელექტი არის ძალიან დიდი თემა და ხელოვნური ინტელექტის პროფესიონალებს დღეს, ვფიქრობ, რომ ფაქტობრივად ყველა ეძებს. ჩვენ ამ მიმართულებით დავნერგეთ სადიპლომო პროგრამა ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების მიმართულებით და დავამყარეთ ასევე საერთაშორისო თანამშრომლობა MIT-თან, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტთან, რომელიც მსოფლიოში ტექნიკური და ტექნოლოგიური მიმართულებით ნომერ პირველი წამყვანი საგანმანათლებლო დაწესებულებაა.
მათი პროფესორების მიერ შემუშავებული Universal AI ასე ჰქვია, ასე ვთქვათ, უნივერსალური ხელოვნური ინტელექტის პროგრამას მიხედვით ისწავლიან უკვე Skillwill-ში სტუდენტები და სადღაც ერთ წელიწადში უკვე გვეყოლება რამდენიმე ასეული კვალიფიციური ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტი, რაც, ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტად წაახალისებს საერთაშორისო მოთამაშეების დაინტერესებას საქართველოს ბაზრით“, - აცხადებს გიორგი მარიამიძე.
სხვა სიახლეები

13.11.2026.17:02