დაზღვიე ავტომობილი ალდაგში და დაიბრუნე სამი თვის პრემია უკან
სადაზღვევო კომპანია ალდაგი მომხმარებლებს ქეშბექ აქციით დაუბრუნდა: მძღოლები რომლებიც ტოიოტა ქემრის ან ტოიოტა რავ 4-ის მოდელის ავტომობილებს ალდაგში დააზღვევენ ორი ან სამი თვის პრემიას უკან დაიბრუნებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ თორმეტი თვის ნაცვლად, ცხრა ან ათი თვის პრემიას გადაიხდიან. შეთავაზებით სარგებლობა 29 ოქტომბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით არის შესაძლებელი;
აქციის ფარგლებში მომხმარებლები, თანხას, დაზღვევის შეძენის შემდეგ, კონკრეტულ ვადებში იბრუნებენ, რაც დამოკიდებულია პროდუქტის ტიპზე. იმ შემთხვევაში, კი, თუ მომხმარებელი პრემიას სრულად, ერთიანი გადახდით დაფარავს, თანხას მომენტალურად დაიბრუნებს.
“ალდაგში, დაზღვევა ყოველთვის მომხმარებლის ინტერესებსაა მორგებული. ამიტომ, ყოველთვის ვცდილობთ, ისეთი სიახლეები შევთავაზოთ ბაზარს, რომელიც მომხმარებლისთვის დაზღვევას ხელმისაწვდომს და კომფორტულს გახდის. ამჯერად, მძღოლებს, ქეშბექ აქცია შევთავაზეთ, რაც შესაძლებლობას ქმნის გადახდილი პრემია უკან დაიბრუნონ. აქციის უნიკალურობა იმაშია, რომ ეს არის ქეშბექის პირველი პრეცედენტი სადაზღვევო ბაზარზე და მასში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ ახალ მომხმარებელს, რომელსაც ჰყავს ტოიოტას მარკის ავტომობილი,” - აცხადებენ ალდაგში.
ალდაგის ავტო დაზღვევა ისეთ რისკებს ფარავს როგორიცაა ავტოსაგზაო შემთხვევა, გარეგანი დაზიანება, სტიქია (სეტყვა, მიწისძვრა), ვანდალიზმი, ქურდობა, ძარცვა, ხანძარი და ა.შ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.