Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
4 სექტემბრის დილას თბილისიდან ყაზბეგის მიმართულებით 350 ადამიანი და 150 DEFENDER-ი დაიძრა. კოლონამ გეზი თრუსოს ხეობისკენ აიღო, სადაც ბრენდის მთავარი ხასიათიც გამოჩნდა. DEFENDER-ი იქცა მედიუმად, რომელიც ადამიანებს სირთულეების მიუხედავად ახალი ადგილების აღმოჩენის შესაძლებლობას აძლევს.

„ჯი-თი მოტორსის“ მარკეტინგის გუნდმა გადაწყვიტა, რომ ეს ღონისძიება მემკვიდრეობის დაცვის მოტივით დაეტვირთა და DEFENDER-ი ერთგვარად საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გაცოცხლების პროცესში ჩართო. ღონისძიების კონცეფცია, რომელზეც კრეატიულმა სააგენტო Mozaika-მ იმუშავა, ითვალისწინებდა არამხოლოდ ლანდშაპტების ათვისებას, არამედ ამ ადგილების ისტორიულ შრეებში ჩასვლასაც.

ამ თავგადასავლის მთავარ ლაიტმოტივად იქცა 1877 წელს სტეფანწმინდასთან აღმოჩენილი „ყაზბეგის განძი“. ეს არის დაახლოებით 200 უძველესი არტეფაქტი, რომელთა ნაწილიც დროთა განმავლობაში დაიკარგა და ქვეყნის საზღვრებს გარეთ გაიფანტა. კულტურული მეხსიერების ეს ფრაგმენტები „ჯი-თი მოტორსის“ ინიციატივის მთავარი შთაგონება გახდა.

პირველი დღე თრუსოს ხეობაში, ოფროუდთან ერთად ეთნოგრაფიულ თავგადასავალს და გასტრონომიულ ტრადიციებს მოიცავდა. იქ ტრადიციული მთიულური ლუდი მოხარშეს და მოამზადეს მოხევური ხინკალი. მთის ჰაერით დამუხტული დღის შემდეგ, საღამოს მონაწილეები Rooms Hotel Kazbegi-ს ეზოში შეიკრიბნენ, სადაც გაცვალეს ისტორიები ყაზბეგური ლეგენდების შესახებ. მეორე დღე ჰარმონიული ენერგიით წარიმართა. კავშირი ბუნებასთან - იოგა ღია ცის ქვეშ, ბგერითი თერაპია და ასტროლოგიური ვორქშოპი - ეს ყველაფერი სიახლე იყო DEFENDER Community-ს ღონისძიებების ხშირი სტუმრებისთვის.

ტურის მონაწილეთა ნაწილმა ელიას მთაზე ცხენებითაც ისეირნა, საღამო კი გალა ვახშმით დაგვირგვინდა.

2008 წლიდან, „ჯი-თი მოტორსი“ საქართველოში JLR-ის (Jaguar, Land Rover) ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელია. Defender Experience 2026 SOLO-სა და სადაზღვეო კომპანია ალდაგის პარტნიორობით შედგა. მასში კომპანიის მიერ შექმნილი DEFENDER Community-ს წევრებთან ერთად, Jaguar Land Rover-ის რეგიონალური ოფისის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. აღნიშნული ღონისძიება დიდი მოთხოვნისა და მომხმარებელთა დადებითი გამოხმაურების გათვალისწინებით, უკვე მეოთხედ ტარდება. წლევანდელი ღონისძიება კი იქცა თვალსაჩინო მაგალითად იმისა, თუ როგორ იყენებს „ჯი-თი მოტორსი“ კრეატიულ მიდგომებსა და ბრენდის ფილოსოფიას უფრო დიდი მიზნებისთვის. ამ შემთხვევაში ეს დიდი მიზანი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის გაცოცხლება და დაცვა იყო.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.