დეპოზიტების საგაზაფხულო აქცია მეტი სარგებლით - რას სთავაზობს ლიბერთი მომხმარებლებს
რა სიახლეები იგეგმება „ლიბერთიში“ და რა ახალი შეთავაზებები აქვს ბანკს მომხმარებლებისთვის, ამასთან დაკავშირებით ლიბერთის საოპერაციო პროდუქტების გაყიდვების განყოფილების უფროსი თინათინ ნეფარიძე Business Insider Georgia-თან საუბრობს.
„საგაზაფხულო აქციის იდეა გაჩნდა ბანკის ახალი სტრატეგიისა და მთავარი მისიის ფარგლებში - „გავაუმჯობესოთ ადამიანების, მათი ოჯახების და ბიზნესის ცხოვრება საქართველოში“.
ჩვენი მიზანია, მომხმარებლებს მუდმივად შევთავაზოთ მათ ინტერესებზე და საჭიროებებზე მორგებული პროდუქტები და პირობები. დეპოზიტების ახალი აქცია პასუხობს ბაზარზე მომხმარებლების მთავარ ინტერესს.
დეპოზიტის გახსნის გადაწყვეტილების მიღებისას მომხმარებელს აქვს სამი მთავარი მოთხოვნა: სანდოობა, სტაბილურობა და მაღალი სარგებლის მიღების შესაძლებლობა.
სწორედ ეს გახდა ჩვენთვის ინსპირაცია და გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი მომხმარებლებისთვის საგაზაფხულოდ კიდევ უფრო მეტი სარგებლის მიღების შესაძლებლობა მიგვეცა.
ახალი აქციის ფარგლებში მომხმარებლებს ვთავაზობთ განსაკუთრებულ პირობებს, კერძოდ 12 თვემდე ვადიანი ტიპის ანაბრებზე ( ვადიანი, დაგროვებადი, სადეპოზიტო სერტიფიკატები) ყველაზე მაღალი სარგებლის მიღების შესაძლებლობას“, - ამბობს თინათინ ნეფარიძე.
ლიბერთის საოპერაციო პროდუქტების გაყიდვების განყოფილების უფროსმა, ბანკის გამოცდილების გათვალისწინებით, მომხმარებლის ქცევაზეც ისაუბრა. კერძოდ, თუ როგორ აკეთებს არჩევანს დეპოზიტებით დაინტერესებული მომხმარებელი.
„ადამიანებს აქვთ სურვილი დანაზოგი განათავსონ საიმედოდ, სტაბილურ და სისტემურ ბანკში და მიიღონ მაღალი სარგებელი. „ლიბერთი“ ყოველთვის გამორჩეოდა ლოიალური და ერთგული მეანაბრეებით, სწორედ მათ საჭიროებაზე დაყრდნობით და ინტერესების გათვალისწინებით 30 აპრილის ჩათვლით, ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია გახსნას ანაბარი ლიბერთი ბანკში და მიიღოს განსაკუთრებული სარგებელი.“ რამდენად არის საზოგადოება ინფორმირებული დაგროვების კულტურის მნიშვნელოვნებაზე“ - ამბობს თინათინ ნეფარიძე.
მისივე თქმით, მოკლევადიანი თუ გრძელვადიანი მიზნების მისაღწევად დანაზოგის გაკეთების კულტურა დღითიდღე იზრდება.
„ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ, რომ მომხმარებლებს დავეხმაროთ მიზნების მიღწევაში. შევთავაზოთ და ხელი შევუწყოთ დანაზოგზე მაღალი სარგებლის დარიცხვით,“ - განაცხადა თინათინ ნეფარიძემ.
ბანკის წარმომადგენლის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ლიბერთი ხელმისაწვდომია საქართველოს ყველა კუთხეში და ფილიალების ფართო ქსელით გამოირჩევა, აქციით სარგებლობა უმარტივესია.
ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც აქვს გარკვეული დანაზოგი, ან ახლა იწყებს მიზნის მისაღწევად დანაზოგის გაკეთებას/ თანხის დაგროვებას, ლიბერთიში მიმდინარე თვის ბოლომდე შეძლებს აქციის ფარგლებში მიიღოს მაღალი სარგებელი.
„დამატებითი ბენეფიტიც გვაქვს მომხმარებლებისთვის. თუ ანაბარს დისტანციური არხიდან გახსნიან ( IB/ MB), მაშინ აქციით განსაზღვრულ განაკვეთთან შედარებით კიდევ უფრო მაღალი სარგებლის მიღებას შეძლებენ,“- აღნიშნა თინათინ ნეფარიძემ.
ლიბერთის საოპერაციო პროდუქტების გაყიდვების განყოფილების უფროსმა Business Insider Georgia-თან გასული წელიც შეაჯამა და ახალი სტრატეგიის დეტალებზეც ისაუბრა.
„გასული წელი საკმაოდ საინტერესო და ახალი შესაძლებლობებით სავსე იყო. ლიბერთი ბანკის მისიაა გავაუმჯობესოთ ადამიანების და მათი ოჯახების ცხოვრება.
ამ მისიის მისაღწევად გასულ წელს არაერთი ქმედება განხორციელდა, როგორც მომსახურების გაუმჯობესებისა და გამარტივების, ასევე პროდუქტების და სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით. ლიბერთი ბანკს ჰყავს 1. 7 მილიონი მომხმარებელი, ძირითადი სეგმენტი წარმოადგენს უფროს თაობას, თუმცა ახალი სტრატეგიის ფარგლებში ჩვენ ასევე სრულფასოვან მომსახურებას ვთავაზობთ ახალ სეგმენტებს,“ - განაცხადა თინათინ ნეფარიძემ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.