მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

დეველოპერული კომპანია „ლისი ლეიქ დეველოპმენტმა“ 2024 წელი გაძლიერებული მმართველი გუნდით და განახლებული სტრატეგიით დაიწყო

news image
mbc image

დეველოპერული კომპანია „ლისი ლეიქ დეველოპმენტმა“ 2024 წელი გაძლიერებული მმართველი გუნდით და განახლებული სტრატეგიით დაიწყო.

კომპანიამ განახორციელა რიგი ცვლილებები, კორპორატიული მართვის ხარისხის გასაუმჯობესებლად, როგორც გუნდის, ასევე შიდა პოლიტიკების და პროცესების მიმართულებით.

მათ შორის, ჩაანაცვლა აუდიტორული კომპანია და მოიწვია დიდი ოთხეულის წარმომადგენელი კომპანია „ერნსტ ენდ იანგი“. შედეგად კომპანიამ ანგარიშგების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, განახორციელა  აღრიცხვის პოლიტიკის ცვლილება და კომპანიის ფინანსური ანგარიშგების გამჭირვალობისა და კონსისტენტურობის გაუმჯობესება.

კომპანიის განახლებულმა ანგარიშგებამ  2023 წლის დეკემბერში  მიიღო ევროკავშირის დამსოფლიო ბანკის ერთობლივი პროექტის  „საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭირვალობის ჯილდო“- BARTA.

აღსანიშნავია, რომ ფინანსური აღრიცხვის შიდა პოლიტიკის ცვლილებასთან ერთად, მოხდა ამცვლილებების შესაბამისად წინა პერიოდების, 2021 და 2022 წლების ანგარიშგებების განახლება (მათ შორის ცვლილებები შეეხო: ჯამური აქტივები გაუტოლდა 681 მილიონ ლარს, ნაცვლად 690 მილიონი ლარისა (1.2%-ით შემცირება), ხოლო კომპანიის საკუთარი კაპიტალი 596 მილიონი ლარს გაუტოლდა, ნაცვლად 611 მილიონი ლარისა (2.4%-იანი შემცირება), 2021 წლის მოგებამ შეადგინა 39.3 მილიონი ლარი), რაც გამჭირვალედ გამოქვეყნდა აუდიტორული ანგარიშის დამტკიცებისთანავე.

ამავდროულად, 2022 წელს კომპანიამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ფინანსური  შედეგები, რაცგულისხმობს შემდეგს: აქტივები გაიზარდა 723  მილიონ ლარამდე (6%-იანი ზრდა 2021 წელთან შედარებით), ხოლო საკუთარი კაპიტალი გაიზარდა 619 მილიონ ლარამდე (3.8%-იანი ზრდა). წლის მოგებამ 33.7 მილიონი ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის მოქმედი რეგულაციების  გათვალისწინებით და ყველა საინვესტიციო დაგამჭირვალობის უმაღლესი სტანდარტის  დაცვით, 2024  წლის 31 იანვარს, აღნიშნული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია მიეწოდა ობლიგაციის მფლობელებს და   გაკეთდა შეთავაზება, 2022 წელს ემისირებული ობლიგაციების,  სურვილის შემთხვევაში, ვადაზე ადრე გამოსყიდვის შესახებ.

აღნიშნული ხაზს უსვამს კომპანიის გამჭირვალობას, ფინანსურ მდგრადობას და ობლიგაციების მფლობელებთან მიმართებაში მაღალ პასუხისმგებლობას.

კომპანია აქტიურ რეჟიმში განაგრძობს მიმდინარე და ახალი დეველოპერული პროექტების განვითარებას. თბილისში, „მწვანე ქალაქი ლისზე“ კომპლექსის ფარგლებში წარმატებით დასრულდა „ლისი გრინ თაუერის“ გამორჩეული არქიტექტურული პროექტი. ასევე მიმდინარეობს ესპანელი არქიტექტორის რიკარდო ბოფილისა და ბრიტანული არქიტექტურული კომპანიის პროექტების მშენებლობა.

ასევე კომპანიამ უკვე დაიწყო ახალი პროექტი შავი ზღვის სანაპიროზე.  ბუკნარი არის ახალი საკურორტო უბანი ლისი დეველოპმენტისგან, რომელიც გამოირჩევა უნიკალური ლოკაციით შავიზღვის სანაპიროზე. კურორტი მდებარეობს ზღვასა და მთას შორის, ასწლოვან წიწვოვან ტყეში, ბათუმიდან 7 წუთის მანძილზე. პროექტი ითვალისწინებს სასტუმროს აპარტამენტების კომპლექსის მშენებლობას უშუალოდ ზღვის სანაპიროს გასწვრივ, რომელიც ასევე მოიცავს რესტორანს, დახურულ აუზს, სპორტულ მოედანსა და მწვანე ზონებს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა