მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

დეველოპერული კომპანია „ზიგმა“ ახალ სამშენებლო პროექტს ახორციელებს - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

news image
mbc image

დეველოპერული კომპანია ზიგმა სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ,ზურაბ ანჯაფარიძის პირველი შესახვევში, #2-ში  ახალ სამშენებლო პროექტს ახორციელებს - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია. 

პროექტის ჯამური ღირებულება 35 მლნ. აშშ დოლარია. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი  20.5 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს. 

აღნიშნული პროექტი 65,000 კვ.მ ფართობზე შენდება. კომპლექსი ჯამში 220 ბინას, კომერციულ ფართებს, სამუშაო სივრცეებს, საცურაო აუზებს, ფიტნეს დარბაზს, სქვოშის კორტს, საპარკინგე და სხვა სივრცეებს აერთიანებს. მშენებლობა 2024 დაიწყო და 2027 წელს დასრულდება. 

„ჩვენი მთავარი მიზანი მაცხოვრებლებისთვის, უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტის დაცვით, მაქსიმალური კომფორტის შექმნაა. პროექტი მომხმარებელს პრემიუმ ხარისხის ბინებთან, ერთად პანორამულ ხედებს და რეკრეაციულ სივრცეებს სთავაზობს, რაც მაქსიმალურ კომფორტს და თანამედროვე ცხოვრების სტილს უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ მშენებლობისას გამოიყენება ენერგოეფექტური მასალები, რაც მაქსიმალურ თბოიზოლაციასა და ხმის იზოლაციას უზრუნველყოფს. ჩვენ გვაქვს მკაფიო და ამბიციური გეგმა - შევქმნათ პრემიუმ კლასის ახალი სივრცეები თბილისის სხვადასხვა უბანში. საქართველოს ბანკთან დაარსების დღიდან ვთანამშრომლობთ და ჩვენთვის ეს პარტნიორობა არის სანდოობის გარანტია, რაც პროექტის უმაღლეს ხარისხსა და დროულად დასრულებას უზრუნველყოფს. სამომავლოდ, მომხმარებლებს კიდევ არაერთ საინტერესო და მასშტაბურ პროექტს შევთავაზებთ“, - განაცხადა „ზიგმა საბურთალოს“ დირექტორმა, ზვიად ჩოხელმა

ინფორმაციისთვის, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ საახალწლო შეთავაზებით და „ზიგმა საბურთალოს“ პრემიუმ კომპლექსში 50,000 ლარამდე ფასდაკლება მიიღონ. 

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა