DGF ICC Georgia სააღდგომოდ მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის პროდუქციასთან ერთად, ლიმიტირებული რაოდენობის კლასიკურ პასკებსაც სთავაზობს
DGF ICC Georgia წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან დისტრიბუტორს საქართველოში საკონდიტრო, საცხობი და კულინარიული მიმართულებით. სააღდგომოდ კომპანია მომხმარებელს, უმაღლესი ხარისხის პროდუქციასთან ერთად, ლიმიტირებული რაოდენობის კლასიკურ პასკებსაც სთავაზობს. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა, მარიამ წიკლაურმა განუცხადა.
„როგორც წინა წლებში, წელსაც სააღდგომო მიმართულებით ჩვენს მომხმარებელს ვთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ევროპული წარმოების ფქვილებს.
კლასიკური, ტრადიციული პასკისთვის ხელმისაწვდომია ფრანგული ფქვილი T55 ბრენდისგან Foricher, ასევე გვაქვს იტალიური ფქვილი პანეტონესთვის - Le Sinfonie Magistrale, რომელიც უკვე დაახლოებით მესამე წელია ჩვენს მომხმარებლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ფქვილები იყიდება როგორც სრული შეფუთვებით, ასევე წონით - 2.5 კგ-დან, რაც მომხმარებლისთვის მეტად კომფორტულია. შესაბამისად, სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია მცირე რაოდენობით შეძენაც, მათთვის, ვისაც არ სჭირდება 10 ან 25 კილოგრამიანი შეფუთვები.
გარდა ამისა, გვაქვს მცირე წარმოებაც და უკვე მეხუთე წელია მომხმარებელს სტაბილურად ვთავაზობთ ტრადიციულ, კლასიკურ პასკას, რომელიც არის 1 კილოგრამიანი, ქიშმიშიანი და დიდი პოპულარობით სარგებლობს. პასკებს სააღდგომო დღეებში ვაცხობთ ლიმიტირებული რაოდენობით - დაახლოებით 150-დან მაქსიმუმ 200 ცალამდე. მისი შეძენა შესაძლებელია ჩვენს სივრცეში, აბაშიძის 38 ნომერში.
ბოლო რამდენიმე წელია, ჩვენს ქალაქში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს პანეტონე ფსტის პასტით. თითქმის ყველა საკონდიტრო ამზადებს მას და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თითქმის ყველა მათგანი იყენებს ჩვენს ფსტის პასტას. ასორტიმენტში გვაქვს ორი სახის ფსტის პასტა: იტალიური Marullo - შედარებით ბიუჯეტური ვარიანტი, და ფრანგული DGF. ორივე ფსტის პასტა მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ ჩვენს სივრცეში.
გარდა ამისა, გვაქვს მცირე წარმოებაც და უკვე მეხუთე წელია მომხმარებელს სტაბილურად ვთავაზობთ 1 კგ-იან ტრადიციულ, კლასიკურ, ქიშმიშიან პასკას, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. პასკებს სააღდგომო დღეებში ვაცხობთ ლიმიტირებული რაოდენობით - დაახლოებით 150–დან 200 ცალამდე. მისი შეძენა შესაძლებელია ჩვენს სივრცეში, აბაშიძის 38 ნომერში “, - აცხადებს მარიამ წიკლაური.
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კონფერენცია eCommerce Georgia 2026 გაიმართება
23.10.2026.19:57
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ელექტრონული კომერციის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ყოველწლიური კონფერენცია - eCommerce Georgia 2026 გაიმართება.
eCommerce Georgia 2026-ს „იქომერს ასოციაცია საქართველო“ 2023 წლიდან ატარებს. კონფერენცია მიზნად ისახავს ელექტრონული კომერციის სფეროში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, პროფესიული კავშირების გაძლიერებასა და ახალი პარტნიორობებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობების შექმნას.
ღონისძიება ერთ სივრცეში გააერთიანებს ბიზნესის ლიდერებს, ტექნოლოგიური კომპანიების, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, ინვესტორებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვადასხვა ინდუსტრიის ექსპერტებს. კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ ინდუსტრიის აქტუალურ ტენდენციებს, განიხილონ ელექტრონული კომერციის განვითარების შესაძლებლობები და იმსჯელონ სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებზე.
ღონისძიების გამომსვლელებს შორის არიან:
• დოდი მალაზონია - Bank of Georgia-ს იქომერს ექვაირინგის ხელმძღვანელი;
• მარიამ ჩახვაშვილი - Galt & Taggart-ის სექტორული კვლევების ჯგუფის უფროსი;
• მოჰამედ ბარდასტანი - Visa-ს მთავარი ეკონომისტი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონში;
• ლუკა ხალაძე - WEB Features-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი;
• თორნიკე გაბუნია - UGT Cloud-ის ბიზნეს განვითარების ხელმძღვანელი;
• ნინო ტომარაძე - Glovo საქართველოს სწრაფი კომერციის მიმართულების ხელმძღვანელი;
• დაზ აკბაროვი - Amazon Web Services-ის გადაწყვეტილებების არქიტექტორი;
• იასმინ მარიჩი - eComm-ის ბოსნია და ჰერცეგოვინის ელექტრონული კომერციის ასოციაციის პრეზიდენტი;
• არჯუნ სარკარი - Dubai Commercity-ის ციფრული ეკოსისტემებისა და პარტნიორული ურთიერთობების ვიცე-პრეზიდენტი;
• მაქსიმ მოროზოვი - Retailgrid-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი;
• როზერინ ალპი - Inspark-ის გადაწყვეტილებების ინჟინერი
eCommerce Georgia 2026-ის მთავარი თემები იქნება:
• საცალო ვაჭრობის მომავალი: ხელოვნური ინტელექტი, ომნიჩენელური და სოციალური კომერცია;
• ზრდის ინფრასტრუქტურა: ნდობა, გადახდები და ლოგისტიკა;
• ტრანსსასაზღვრო კომერცია: გლობალური ბაზრები და საერთაშორისო ვაჭრობა.
“საქართველოს ბანკისთვის ბიზნესის განვითარებისა და ციფრული შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. eCommerce Georgia 2026-ის მხარდაჭერით, ბანკი ხელს უწყობს ელექტრონული კომერციის ეკოსისტემის განვითარებას, სფეროს წარმომადგენლებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას და ახალი ბიზნესკავშირების ჩამოყალიბებას. სასიამოვნოა, რომ ღონისძიება წლიდან წლამდე უფრო და უფრო მასშტაბური ხდება და საინტერესო სპიკერებს აერთიანებს”, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
ღონისძიების გენერალური პარტნიორები: საქართველოს ბანკი ბიზნესი და Inspark
ინოვაციების პარტნიორი: Visa
პარტნიორები: Web Features, UGT Clouds, Kiwi Post, Glovo, Creatio, Quickshipper, Retailgrid, Azfina, UNIEF, eComm Association in Bosnia and Herzegovina