დღეის მდგომარეობით არსებული საკანონმდებლო ჩარჩო საკმაოდ მოწესრიგებულია - ვახტანგ შურღაია
დღეის მდგომარეობით არსებული საკანონმდებლო ჩარჩო საკმაოდ მოწესრიგებულია, - ამის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას დამსაქმებელთა ასოციაციის იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელმა და BV Consulting-ის მმართველმა პარტნიორმა ვახტანგ შურღაიამ განაცხადა.
„ბიზნესი ისეთი რამეა, რომ ნებისმიერ ცვლილებას, კარგი იქნება, ცუდი იქნება თუ როგორი ცვლილებაც არ უნდა იყოს, ყოველთვის მის მიმართ ადაპტირებას განიცდის. იქედან გამომდინარე, რომ სხვანაირად მას არ შეუძლია თავისი საქმიანობის წარმართვა.
შემიძლია ვთქვა, რომ ამ ცხრა წლის განმავლობაში ამ ცვლილებამ ჩვილი ბავშვიდან მოზარდამდე გაიზარდა - იმდენი ცვლილება განხორციელდა მასში და დღეის მდგომარეობით არსებული საკანონმდებლო ჩარჩო საკმაოდ მოწესრიგებული არის.
ბიზნესიც ამ საკანონმდებლო ჩარჩოში საკმაოდ კომფორტულად გრძნობს თავს, თუმცა ბოლო შეხვედრა გვქონდა ჩვენ დაახლოებით ორი კვირის წინ და ბიზნესის მხრიდან პრაქტიკულ თემებთან დაკავშირებით გამოიხატა რაღაცა გარკვეული შენიშვნები.
ვფიქრობთ, რომ ამ ნაწილშიც სახელმწიფო უწყებები უფრო ეფექტურად იმოქმედებენ და, შესაბამისად, ეგ საკითხებიც აღარ იქნება ბიზნესისთვის პრობლემა“, - აცხადებს ვახტანგ შურღაია.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.