მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7198.1
-0.002
flag
AZN 1.5267
-0.0003
flag
CNY 38.898
-0.0019
flag
EUR 2.8998
-0.0147
flag
GBP 3.4746
-0.0189
flag
KZT 57.99
0.0035
flag
TRY 0.0517
-0.0002
flag
USD 2.5949
-0.0006
news banner

დღეს ჩვენი მიზანია, ტექნოლოგიურ სფეროში მოქმედი კომპანიების ფუნდამენტური ინტერესების წარმოჩენა, რადგან გვჯერა, რომ ერთად ბევრად უკეთესი გარემოს შექმნა შეგვიძლია - თორნიკე სულაბერიძე

news image
mbc image

ICT ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია, - აცხადებს ტექნოლოგიების ასოციაციის თავმჯდომარე თორნიკე სულაბერიძე, რომელიც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო. როგორც თორნიკე სულაბერიძე განმარტავს, საქართველოში ტექნოლოგიური სექტორი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი მიმართულებაა, თუმცა ინდუსტრიის განვითარებისთვის მხოლოდ ICT სფეროზე ფოკუსირება საკმარისი აღარ არის. მისი თქმით, ასოციაცია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა და გეგმავს, საქმიანობა ტექნოლოგიური ეკოსისტემის უფრო ფართო მიმართულებებზე გააფართოოს, მათ შორის საერთაშორისო ბაზრებზე მომუშავე კომპანიების მიღმაც.

„ICT, როგორც სექტორი, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდია. თუმცა, ICTA - წინა ასოციაცია, რომლითაც ვიყავით ცნობილი, გარკვეულწილად მხოლოდ იმ საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიებზე იყო ფოკუსირებული, რომლებიც სხვადასხვა ბაზარზე აუთსორსინგულ მომსახურებას ახორციელებდნენ. ჩვენ ვხედავდით და ვაცნობიერებდით იმის აუცილებლობას, რომ მხოლოდ ICT მიმართულებით არ უნდა ვყოფილიყავით შემოფარგლული, რადგან ტექნოლოგიური ეკოსისტემა ბევრად უფრო ფართო და მასშტაბურია.

სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ განვითარება და ეს მხოლოდ სახელის ცვლილება არ არის. ეს ასოციაციის რეალური, შინაარსობრივი ტრანსფორმაციაა. დღეს ამ გაერთიანებას „ტექნოლოგიების ასოციაცია“ ეწოდება, რაც თავის მხრივ გულისხმობს იმას, რომ ჩვენთან არა მხოლოდ ICT კომპანიები, არამედ ფინტექ კომპანიები, ციფრული ბანკები, ეგრეთ წოდებული ვასპები (VASPs - ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერები) და ტექნოლოგიური განათლების მიმწოდებელი ორგანიზაციებიც გაერთიანდებიან.

გვჯერა, რომ ამ ერთობლიობით ჩვენ ვიქნებით ის ძალა და ხმა, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებას“, - აღნიშნა თორნიკე სულაბერიძემ.

ტექნოლოგიების ასოციაციის თავმჯდომარis თქმით, ტექნოლოგიურ სექტორში მოქმედი კომპანიების ინტერესების ერთიან პლატფორმაზე გაერთიანება და მათ შორის თანამშრომლობის გაძლიერება ტექნოლოგიების ასოციაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანია.

„გადაწყვეტილება თავად კომპანიებისა და იმ მხარეების გამოხმაურებიდან გამომდინარე იქნა მიღებული, რომლებთანაც ჩვენ ვურთიერთობთ. აქამდე ეს პროცესი დაქსაქსულად მიმდინარეობდა - სხვადასხვა ასოციაციას ტექნოლოგიების შიგნით საკუთარი, კონკრეტული სეგმენტები ჰქონდა გამოყოფილი და ისინი ერთიანად არ ოპერირებდნენ.

დღეს ჩვენი მიზანი არის, რომ გავაჟღეროთ ფუნდამენტური ინტერესები ტექნოლოგიურ სფეროში არსებული და ოპერირებული კომპანიებისა, იმიტომ რომ ჩვენ გვჯერა, რომ ერთიანად ბევრად უფრო უკეთეს გარემოს შევქმნით. და ეს ეხება არა მხოლოდ ვთქვათ ასოციაციასა და სამთავრობო უწყებებთან ურთიერთობას, არამედ ასოციაციის წევრ კომპანიებს შორისაც. იმიტომ რომ ბევრად უფრო მეტი ინტერესი არის, როდესაც როგორც ვთქვათ ტექნოლოგიური კომპანია, ICT მიმართულებით ვთქვათ პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია, აქეთ ფინტექ კომპანია, იქ ვასპები და ასე შემდეგ, ანუ ის პლატფორმა შეიქმნება, რაც თვითონ შიგნითვე ასოციაციის წევრებისთვისაც იქნება საინტერესო, რომ განავითარონ თანამშრომლობები და პარტნიორობები ერთმანეთში და არა მხოლოდ ვთქვათ გარე კომუნიკაციაზე იყოს. რა თქმა უნდა, ესეც საკმაოდ დიდი კომპონენტია, თუმცა ამ ასოციაციის მთელი ასე ვთქვათ მნიშვნელობა არის ის, რომ ხელს შეუწყობს შიგნით წევრების განვითარებას“, - მიიჩნევს თორნიკე სულაბერიძე. 

 

banner image news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტთან ერთად ბიზნესს შეხვდა

08.11.2026.11:25

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი საქართველოსა და ჩინეთის ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ოფიციალურ მიღებაზე, რომელიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა, ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობასა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე.
 
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისთვის.
 
„ჩვენ განსაკუთრებულზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების განვითარებას. მოხარული ვართ, რომ განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ძალიან მზარდია ეკონომიკური თანამშრომლობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საქართველოს შორის, რაც ასახულია კონკრეტულ მონაცემებში. ძალიან სწრაფად იზრდება ვაჭრობა და იზრდება ინვესტიციები ჩინეთიდან საქართველოში. ჩვენ მომავალშიც შევქმნით ყველა პირობას იმისათვის, რომ ჩინურმა ბიზნესმა მაქსიმალურად წარმატებულად იმუშაოს ჩვენს ქვეყანაში. მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობა ორ ქვეყანას შორის. მოხარული ვართ, რომ გვაქვს ძალიან მჭიდრო პოლიტიკური პარტნიორობა. ჩვენ რამდენიმე წლის წინ ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას და სულ ცოტა ხნის წინ - ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას. ყველა ის შედეგი, რომლებზეც ვსაუბრობთ, ამ პოლიტიკური თანამშრომლობის კონკრეტული გამოხატულებაა. თუმცა ჩვენ არ გვინდა გავჩერდეთ დღემდე მიღწეულზე. ჩვენ გვინდა, კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ჩვენს ქვეყნებს შორის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა, მეგობრობა ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის და რა თქმა უნდა, ბატონი ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში ხელს შეუწყობს ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
 
ჩინეთსა და საქართველოს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტმა ხან ჭენგმა და სავაჭრო ურთიერთობების ზრდის მასშტაბზე ისაუბრა.
„ჩინეთი და საქართველო უძველესი ისტორიისა და ცივილიზაციის მქონე სახელმწიფოები არიან. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება, ხოლო სხვადასხვა სფეროში პრაქტიკულმა თანამშრომლობამ მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღო. მიმდინარე წლის ივნისში ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა და საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ერთობლივად გამოაცხადეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე აყვანის შესახებ. ამ გადაწყვეტილებამ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებისთვის ახალი პერსპექტივები გახსნა. მე მქონდა შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრთან. ეს შეხვედრები იყო უაღრესად გულწრფელი, მეგობრული და შედეგიანი. საქართველოს ხელმძღვანელობისა და საზოგადოების სხვადასხვა წრის წარმომადგენლების ენთუზიაზმმა ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების მიმართ ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და მნიშვნელოვანი სტიმული მოგვცა. დღეს, როდესაც გლობალური პოლიტიკური და ეკონომიკური წესრიგი ღრმა და კომპლექსურ ცვლილებებს განიცდის, ქვეყნების განვითარებისა და საერთაშორისო თავისუფალი ვაჭრობის წინაშე არსებული გამოწვევები სულ უფრო იზრდება. ამ ვითარებაში თანამშრომლობის გაძლიერება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება და ამავდროულად მეტ შორსმჭვრეტელობას მოითხოვს. ბოლო წლებში ჩინეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობების მასშტაბი სტაბილურად იზრდება, ხოლო საინვესტიციო თანამშრომლობის სფეროები მუდმივად ფართოვდება. მაღალი ხარისხის ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია სულ უფრო აქტიურად შედის ჩინეთის ბაზარზე. ასევე ჩინური წარმოების პროდუქცია, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ავტომობილები, საქართველოს მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ჩინეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაში. მიმდინარე წლის აპრილში ჩვენმა ქვეყნებმა ოფიციალურად მოაწერეს ხელი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განახლების შესახებ ოქმს. ამით ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა. ჩვენ მზად ვართ, შევიძინოთ კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის ქართული პროდუქცია და ხელი შევუწყოთ ვაჭრობის ოპტიმიზაციასა და განვითარებას. ჩვენ მხარს დავუჭერთ ძლიერ და კონკურენტუნარიან ჩინურ კომპანიებს, რათა მათ თანმიმდევრულად განახორციელონ ინვესტიციები საქართველოში და გააფართოონ ადგილობრივ ბაზარზე საქმიანობა. ჩვენ უნდა შევქმნათ ხელსაყრელი გარემო ორი ქვეყნის კომპანიებს შორის თანამშრომლობისთვის. იმედი მაქვს, ჩინეთისა და საქართველოს ბიზნესსაზოგადოებების წარმომადგენლები მომავალშიც აქტიურად შეასრულებენ დამაკავშირებელი ხიდისა და მეგობრობის განმტკიცების ფუნქციას“, - განაცხადა ხან ჭენგმა.
 
საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების დინამიკაზე ისაუბრა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ გახსნა, ასევე სიტყვით გამოვიდა ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს თავმჯდომარე ჟენ ხუნგპინი.
ოფიციალურ მიღებას საქართველოსა და ჩინეთის ბიზნესწრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა