დღევანდელი მონაცემებით, ჩინეთიდან იმპორტის შემთხვევაში რკინიგზა ერთ-ერთი საუკეთესო ალტერნატივაა - Kairos Logistics-ის გენერალური დირექტორი
საქართველოსა და ჩინეთს შორის სარკინიგზო-საკონტეინერო გადაზიდვების მზარდი ტრენდის შენარჩუნების მიზნით, ორმხრივი თანამშრომლობის მექანიზმის განახლებასა და გაუმჯობესებაზე აქტიურად დაიწყო მოლაპარაკებები. წითელი ზღვის კრიზისის ფონზე გაზრდილმა სატრანზიტო პერიოდმა კი სარკინიგზო და სახმელეთო გადაზიდვების მნიშვნელობა კიდევ უფრო გაზარდა.
როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანია Kairos Logistics-ის თანადამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა
მიხეილ ნამადოვმა განაცხადა, გარდა ჩინეთიდან იმპორტისა, მისი მოსახლეობის რაოდენობიდან და მზარდი მსყიდველუნარიანობიდან გამომდინარე ქვეყანა საკმაოდ საინტერესო ხდება ექსპორტიორებისთვისაც.
„წითელი ზღვის კრიზისმა საკმაოდ დიდი დარტყმა მიაყენა საზღვაო გადაზიდვებს პირველ რიგში გაიზარდა ტარიფები და ასევე სატრანზიტო პერიოდი. აქედან გამომდინარე ჩვენ გადავწყვიტეთ ჩვენი პარტნიორებისთვის სარკინიგზო- საკონტეინერო გადაზიდვების შეთავაზება. დღევანდელი მონაცემებით საზღვაო ტარიფებმა დაიწყო კლება თბილისამდე დაახლოებით 40 ფუტიანი კონტეინერის ფასი 5000 დოლარის ფარგლებშია, სატრანზიტო პერიოდი კი 90 დღეზე მეტი, რკინიგზის შემთხვევაში ფასი 8500 დოლარამდე მერყეობს ჩვენი დამკვეთებისთვის და კარამდე მიტანა ხდება დაახლოებით 30 დღის ვადაში. იქიდან გამომდინარე, რომ წლის ბოლო კვარტალია, საახალწლოდ ბევრი იმპორტიორი ემზადება ნაშთების შესაქმნელად, პიკური პერიოდი კი არის სწორედ ოქტომბერი-ნოემბრის დასაწყისი, თუ საუბარია რკინიგზით ან სატვირთო მანქანით გადაზიდვაზე. გარდა იმისა, რომ ჩინეთი მსოფლიოში უმსხვილესი მწარმოებელია, მისი მოსახლეობის რაოდენობიდან და მზარდი მსყიდველუნარიანობიდან გამომდინარე ქვეყანა საკმაოდ საინტერესო ხდება ჩვენი ექსპორტიორებისთვის. თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გვაძლევს საშუალებას, რომ ქართული პროდუქცია დამატებითი გადასახადების გარეშე შევიდეს ჩინეთში. ასევე, ჩვენი ქვეყანა ხდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ჰაბი შუა დერეფნის ჭრილში, რაც ეკონომიკურად და გეოპოლიტიკურადაც ჩვენზე დადებითად აისახება“, - განაცხადა მიხეილ ნამადოვმა.
შეგახსენებთ,რომ ?????? ????????? 2013 წლიდან წარმატებით ოპერირებს როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ბაზარზე და საქართველოს გარდა კომპანია 5 სხვადასხვა ქვეყანაში: უკრაინაში,ყაზახეთში,აზერბაიჯანში,თურქეთსა და ბელორუსიაშია წარმოდგენილი. კომპანია ფლობს ასევე საკუთარ ავტოპარკს და სასაწყობე ობიექტებს, ფოთსა და თბილისში.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.