დიდი ფასდაკლების დღე „არქი ჰორაიზონის“ ბინებზე - არ გამოგრჩეს 5 ივლისი
„არქი“, #1 დეველოპერული კომპანია საქართველოში, ტრადიციას აგრძელებს და 5 ივლისს კიდევ ერთ დიდ ფასდაკლების დღეს გამართავს.
შეთავაზება ამჯერად „არქი ჰორაიზონის“ ბინებზე იმოქმედებს. პრემიუმ საცხოვრებელი კომპლექსი ორთაჭალაში, თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ უბანში მდებარეობს.
დიდი ფასდაკლების დღეს, მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში, შესაძლებელი იქნება „არქი ჰორაიზონში“ ბინის შეძენა სპეციალურ ფასად, რომელიც აღარ განმეორდება.
„არქი ჰორაიზონი“ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პრემიუმ პროექტია, რომლის არქიტექტურაზე მსოფლიოში ცნობილმა არქიტექტორმა - ვეი იაპ ოიმ იმუშავა. კომპლექსი გამოირჩევა განსაკუთრებული მდებარეობით, თანამედროვე არქიტექტურითა და პანორამული ხედებით მთელ თბილისზე.
პროექტი აერთიანებს ყველა იმ სივრცეს, რომელიც კომფორტული ცხოვრებისთვის არის საჭირო. კომპლექსში იქნება გარე აუზი, რეკრეაციული ზონა, სპორტული მოედნები, პადელის კორტი, საბავშვო სივრცე, სავარჯიშო დარბაზი, სამეზობლო ლაუნჯი და ავტოსადგომი.
დიდი ფასდაკლების ფარგლებში, მშენებარე ბინები თბილისში შეგიძლიათ შეიძინოთ არამხოლოდ საქართველოდან, არამედ საზღვარგარეთიდანაც.
მაღალი ინტერესისა და მოახლოებული თარიღის გათვალისწინებით, დაინტერესებულმა პირებმა რეგისტრაცია წინასწარ უნდა გაიარონ „არქის“ პლატფორმაზე ან დაუკავშირდნენ კომპანიის ცხელ ხაზს: +995 322 602 602.
არ გამოგრჩეს 5 ივლისი - გახდი არქელი და შეიძინე ბინა „არქი ჰორაიზონში“ სპეციალურ ფასად, რომელიც აღარ განმეორდება.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.