მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7182.3
0.0085
flag
AZN 1.5284
-0.0004
flag
CNY 38.854
0.0022
flag
EUR 2.9274
0.0145
flag
GBP 3.4676
0.0241
flag
KZT 57.41
0.0014
flag
TRY 0.0525
-0.0001
flag
USD 2.5982
-0.0005
news banner

დიდი ფასდაკლების დღე „არქი ჰორაიზონის“ ბინებზე - არ გამოგრჩეს 5 ივლისი

news image
mbc image

„არქი“, #1 დეველოპერული კომპანია საქართველოში, ტრადიციას აგრძელებს და 5 ივლისს კიდევ ერთ დიდ ფასდაკლების დღეს გამართავს.

შეთავაზება ამჯერად „არქი ჰორაიზონის“ ბინებზე იმოქმედებს. პრემიუმ საცხოვრებელი კომპლექსი ორთაჭალაში, თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ უბანში მდებარეობს.

დიდი ფასდაკლების დღეს, მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში, შესაძლებელი იქნება „არქი ჰორაიზონში“ ბინის შეძენა სპეციალურ ფასად, რომელიც აღარ განმეორდება.

„არქი ჰორაიზონი“ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პრემიუმ პროექტია, რომლის არქიტექტურაზე მსოფლიოში ცნობილმა არქიტექტორმა - ვეი იაპ ოიმ იმუშავა. კომპლექსი გამოირჩევა განსაკუთრებული მდებარეობით, თანამედროვე არქიტექტურითა და პანორამული ხედებით მთელ თბილისზე.

პროექტი აერთიანებს ყველა იმ სივრცეს, რომელიც კომფორტული ცხოვრებისთვის არის საჭირო. კომპლექსში იქნება გარე აუზი, რეკრეაციული ზონა, სპორტული მოედნები, პადელის კორტი, საბავშვო სივრცე, სავარჯიშო დარბაზი, სამეზობლო ლაუნჯი და ავტოსადგომი.

დიდი ფასდაკლების ფარგლებში, მშენებარე ბინები თბილისში შეგიძლიათ შეიძინოთ არამხოლოდ საქართველოდან, არამედ საზღვარგარეთიდანაც.

მაღალი ინტერესისა და მოახლოებული თარიღის გათვალისწინებით, დაინტერესებულმა პირებმა რეგისტრაცია წინასწარ უნდა გაიარონ „არქის“ პლატფორმაზე ან დაუკავშირდნენ კომპანიის ცხელ ხაზს: +995 322 602 602.

არ გამოგრჩეს 5 ივლისი - გახდი არქელი და შეიძინე ბინა „არქი ჰორაიზონში“ სპეციალურ ფასად, რომელიც აღარ განმეორდება.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image თიბისის მხარდაჭერით, ყვარელში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გაიხსნა

17.10.2026.20:21

კახეთში, სოფელ სანავარდოში, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, ასკანელი რეზორტი, გაიხსნა. პროექტი „ასკანელი ჯგუფმა“ თიბისის მხარდაჭერით განახორციელა - ჯამური ინვესტიცია 35 მილიონ ლარს შეადგენს.

45-ნომრიანი სასტუმრო საერთაშორისო სტანდარტებს ადგილობრივ კულტურულ გამოცდილებასთან აერთიანებს. განთავსების ობიექტი სტუმრებს დასვენებისა და განტვირთვის მრავალფეროვან შესაძლებლობას სთავაზობს. კომპლექსში განთავსებულია: სპაცენტრი, ფიტნესკლუბი, აუზი და ბარი, ასევე მოსასვენებელი სივრცეები, კახური ეზო და რესტორანი „ასკანელი“.

პროექტის ფარგლებში, ყვარლის მუნიციპალიტეტში 150-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა, რაც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასაც უწყობს ხელს.

“23-წლიანი პარტნიორობის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ ერთობლივად ღვინისა და კონიაკის წარმოებაში. დღეს თიბისისა და “ასკანელი ჯგუფის” თანამშრომლობას ახალი მიმართულება - ტურიზმი დაემატა. დარწმუნებული ვარ, “ასკანელი რეზორტი” მიზიდულობის ცენტრი გახდება კახეთში და ხელს შეუწყობს სტუმარმასპინძლობის სექტორში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას. თიბისისთვის მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც აძლიერებს რეგიონების ეკონომიკურ განვითარებას, ქმნის სამუშაო ადგილებს და ავითარებს ახალ კურორტებს. სწორედ ამიტომ წლებია ტურიზმის სექტორის მთავარი დამფინანსებლები ვართ”,- გიორგი თხელიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.

“წლების განმავლობაში ჩვენი ღვინით საქართველოს მსოფლიოს ვაცნობდით. დღეს კი გვინდა, სტუმრები თავად მოვიწვიოთ საქართველოში — იქ, სადაც ჩვენი ღვინო იბადება. სწორედ ამ ხედვის გაგრძელებაა „ასკანელი რეზორტი“ — 35 მილიონი ლარის ინვესტიციით შექმნილი ახალი სივრცე, რომელიც ქართულ მეღვინეობას, კულტურას, გასტრონომიასა და თანამედროვე სტუმარმასპინძლობას აერთიანებს. ეს პროექტი 150-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს ქმნის და დამატებით შესაძლებლობებს აჩენს ადგილობრივი მევენახეებისა და ბიზნესისთვის”, - გოჩა ჩხაიძე, "ასკანელის" დამფუძნებელი.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა