მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

დიდი განახლება საქართველოს ბანკი ბიზნესში

news image
mbc image

საქართველოს ბანკის ბიზნესის მიმართულებაში დიდი განახლებაა. მომხმარებლების საქმიანობის მხარდაჭერისა და მათთვის დამატებითი შესაძლებლობების გაზიარების მიზნით, ბიზნესისთვის შექმნილ ციფრულ პროდუქტებსა და ფიზიკურ საბანკო მომსახურებას არაერთი სიახლე შეემატა. 

განახლების ფარგლებში, ბიზნეს მობილბანკს დაემატა წერილების მოდული , რომლის მეშვეობით კიდევ უფრო გამარტივდა და დაჩქარდა ბიზნესსა და ბანკს შორის კომუნიკაცია. აღსანიშნავია, რომ წერილების მოდული აქამდე მხოლოდ ბიზნეს ინტერნეტბანკში იყო ხელმისაწვდომი, ახლა კი ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, ნებისმიერი ადგილიდან, სასურველ დროს, მიიღონ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე. 

განახლების ფარგლებში, საქართველოში პირველად, ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, სრულად ციფრულად უზრუნველყოფისა და დამატებითი დოკუმენტების გარეშე, ბიზნეს მობილბანკის ან ბიზნეს ინტერნეტბანკის საშუალებით მოითხოვონ 80 000 ლარამდე თანხა, 3 თვით უპროცენტოდ ან 3-48 თვემდე ვადით (ეფექტური 19%-დან). სესხის გააქტიურება კი მობილბანკში, 2 წუთამდე დროშია შესაძლებელი.

 

განახლება ეხება საქართველოს ბანკის Ads მენეჯერსაც. რეგიონში უნიკალურ ციფრულ პლატფორმას ემატება ახალი ფუნქციონალი „Ad Quality”, რომლითაც განისაზღვრება ის, თუ რომელ არხებში გამოჩნდება ბიზნესის მიერ საკუთარი მომხმარებლებისთვის შექმნილი შეთავაზება (ფასდაკლება, PLUS ქულები თუ ქეშბექი).

 

სულ მალე საქართველოს ბანკის ხუთ ფილიალში, ბიზნესის დაწყების მსურველი რეზიდენტი ინდ.მეწარმები ან შპს-ები  ბიზნესის დარეგისტრირებას შეძლებენ. მომავალში ამ ფილიალების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება და  სერვისი რეგიონებშიც იქნება ხელმისაწვდომი. ინფორმაციისთვის, ფილიალში რეგისტრირებული ბიზნესი შეძლებს ადგილზე, ან მობილბანკში გახსნას ანგარიში და საჩუქრად მიიღოს სასტარტო ნაკრები 6 თვით უფასოდ; ბიზნეს ანგარიში, ბიზნეს ბარათი, ტერმინალი 3 თვით მომსახურების საკომისიოს გარეშე და ონლაინ გადახდები — საკომისიოს გარეშე.

 

ბიზნეს მობილბანკში ხელმისაწვდომი გახდება სატენდერო გარანტიის პროდუქტიც. კომპანიებს, რომლებსაც ტენდერში მონაწილეობისთვის გარანტიის წარდგენა სჭირდებათ, დოკუმენტის მიღება უზრუნველყოფის გარეშე, დისტანციურად, 1 საათში შეეძლებათ. 

„საქართველოს ბანკი ბიზნესის დიდი განახლება ჩვენი სტრატეგიული მიზნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოხატულებაა. ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერებაზე ორიენტირებული ფინანსური ინსტიტუტი და ამ ხედვას ემსახურება თითოეული პროდუქტი თუ სერვისი, რომელსაც მუდმივ რეჟიმში ვანახლებთ. ბიზნეს მობილბანკში, Ads მენეჯერში თუ ფილიალებში დამატებული პროდუქტები ბიზნესების ხელშეწყობას, მის  ზრდასა და განვითარებას ემსახურება. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ვართ პირველები ქვეყანაში ვინც, ბაზარს შესთავაზა მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური სიახლე ბიზნეს სესხის გაციფრულებით; გარდა ამისა, გავაჩინეთ მეტი შესაძლებლობა, რათა ბიზნესები სამიზნე აუდიტორიას ადვილად მიწვდნენ და წარუდგინონ საკუთარი შეთავაზებები; გავამარტივეთ ბიზნესებისთვის რისკების დაზღვევა და  სხვა. რაც მთავარია, ჩვენ არ ვჩერდებით და მომავალშიც არაერთ სიახლეს შევთავაზებთ ბიზნესს“, - აცხადებს თორნიკე კუპრაშვილი, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი.

საქართველოს ბანკი ბიზნესის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა