მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

დიდი მიზნები პატარა ნაბიჯებით - საქართველოს ბანკის sCoolApp-ის ახალი ციფრული ყულაბა

news image
mbc image

საქართველოს ბანკი მოსწავლეებზე ზრუნვას აგრძელებს. დღეიდან, მოსწავლეებს სპეციალურად მათთვის შექმნილ აპლიკაცია -  sCoolApp-ში განახლებული გოჭი-ყულაბა დახვდებათ. 

განახლებული ციფრული ყულაბა მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, თანხის დაზოგვა მარტივად, უსაფრთხოდ და სახალისოდ დაიწყონ და აქციონ ის ყოველდღიურ ჩვევად, რაც დამოუკიდებელი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარებათ. 

მისი მეშვეობით, მოსწავლეებს ახლა უკვე აქვთ შესაძლებლობა, დაამატონ კონკრეტული მიზნები და რეალურ დროში დააკვირდნენ, თუ როგორ აგროვებენ თანხას სასურველი ნივთისთვის. ეს პროცესი თანხის შეგროვებას მოტივაციის მიმცემ გამოცდილებად აქცევს და ფინანსური პასუხისმგებლობის განვითარებას უწყობს ხელს.

გოჭი-ყულაბით თანხის დაგროვება ორი გზით არის შესაძლებელი:

  • ავტომატური დაზოგვა - მოსწავლე აპლიკაციაში  უთითებს მცირე თანხას (25 თეთრიდან 10 ლარამდე), რომელიც ბარათით ყოველი გადახდისას ავტომატურად გადადის ყულაბაში. დანაკლისი შეუმჩნეველია, თანხა კი სტაბილურად გროვდება;
  • ერთჯერადი შევსება - ყულაბაში სასურველი თანხის ერთჯერადად გადარიცხვაც შესაძლებელია ნებისმიერ დროს, რაც იდეალურია დაბადების დღეზე ნაჩუქარი თანხის ან ჯიბის ფულის გადასანახად.

sCoolApp-ის ახალი ფუნქციონალი მშობლებისთვისაც მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. აპლიკაციამათ შესაძლებლობას აძლევს, ბავშვებთან ერთად მარტივად და ბუნებრივად დაიწყონ საუბარითანხის შეგროვებაზე, მის მართვაზე, მიზნების დაგეგმვასა და დაზოგვის მნიშვნელობაზე.

გოჭი ყულაბის ახალი ფუნქციონალით სარგებლობისთვის, საჭიროა თქვენს შვილს განუახლოთ sCoolApp. თუ sCoolApp ჯერ არ გადმოგიწერიათ, გადადით ბმულზე, გაეცანით დეტალებს და მიჰყევით ინსტრუქციას.

banner image news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა