მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.1
-0.0065
flag
AZN 1.5242
-0.0004
flag
CNY 38.826
-0.0067
flag
EUR 2.8423
-0.0124
flag
GBP 3.3968
-0.0191
flag
KZT 56.84
-0.0077
flag
TRY 0.0513
-0.0001
flag
USD 2.5926
-0.0007
news banner

დიდმა ბრიტანეთმა Citibank London-ს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევისთვის $6 მილიონის ჯარიმა დააკისრა

news image
mbc image

დიდმა ბრიტანეთმა ოთხშაბათს Citibank-ს 4.7 მილიონი ფუნტის (6.35 მილიონი დოლარის) ოდენობის ჯარიმა დააკისრა რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების რეჟიმის დარღვევისთვის. ბრიტანეთის ხელისუფლების განცხადებით, აშშ-ის ბანკის ლონდონის ფილიალში გამოვლენილმა სხვადასხვა ხარვეზმა და შეცდომამ სანქცირებული პირებისთვის თანხების ხელმისაწვდომობა გამოიწვია.

ბრიტანეთის ფინანსური სანქციების აღსრულების ოფისის (OFSI) ინფორმაციით, ბანკმა არაერთი ისეთი ტრანზაქცია განახორციელა, რომელიც მოქმედ სანქციებს არღვევდა. დარღვევების უმეტესობა 2022 წლის თებერვლიდან ნოემბრამდე პერიოდში მოხდა, მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა და მისმა დასავლელმა მოკავშირეებმა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ათასობით ფიზიკური და იურიდიული პირისა და გემის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები დააწესეს. 

საბოლოოდ, Citibank-ის ლონდონის ფილიალმა 970 გადახდა დაამუშავა, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 19.7 მილიონი ფუნტი შეადგინა და რომლებიც, OFSI-ის შეფასებით, სანქციების რეჟიმს არღვევდა. მათი ნაწილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სანაოსნო კომპანიის, PJSC Sovcomflot-ის, ანგარიშებთან დაკავშირებულ ოპერაციებს წარმოადგენდა. გარდა ამისა, ბანკმა დაამუშავა გადახდები სანქცირებული რუსული ბანკებისთვის  Alfa-Bank-ის, PJSC Gazprombank-ისა და Credit Bank of Moscow-ისთვის.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Black Friday ახლოვდება - აღმოაჩინე საქართველოს ბანკის შეთავაზებები

21.11.2026.21:37

Black Friday ახლოვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ შოპინგისთვის განსაკუთრებული დრო იწყება. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს ბანკი მომხმარებლებს მრავალფეროვან შეთავაზებებს სთავაზობს, რომლებიც სხვადასხვა ინტერესსა და საჭიროებაზეა მორგებული.

შეამოწმე შეთავაზებების სივრცე საქართველოს ბანკის მობილბანკში, შეარჩიე შენთვის საინტერესო შეთავაზება და ისარგებლე განსაკუთრებული პირობებით.

ფასდაკლებებთან ერთად, შესაძლებლობა გექნება, მიიღო ქეშბექი, დააგროვო მეტი PLUS და MR ქულა და შოპინგისას დამატებითი სარგებელი მიიღო.

მოემზადე Black Friday-სთვის, აღმოაჩინე შენთვის სასურველი შეთავაზებები და გახადე შოპინგი კიდევ უფრო მომგებიანი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა