მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7161.2
0.0002
flag
AZN 1.542
-0.0006
flag
CNY 38.824
-0.0025
flag
EUR 3.0212
-0.0052
flag
GBP 3.5216
-0.008
flag
KZT 55.88
-0.0016
flag
TRY 0.0549
-0.0002
flag
USD 2.621
-0.0013
news banner

„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს

news image
mbc image

„დიემჯი ჯგუფი” ოფიციალურად აანონსებს ყოფილი აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკებისა და „ლაგუნა ვერეს“ საკუთრებაში გადასვლას.

პროექტის მიზანია წლების განმავლობაში უფუნქციოდ დარჩენილი სივრცის რეაბილიტაცია და მისი ქალაქის ურბანულ იერსახეში ჰარმონიული ინტეგრირება.
ახალი პროექტის ფარგლებში, რომლის არქიტექტურულ კონცეფციაზეც მსოფლიოში აღიარებული ესპანური სტუდია Bofill Taller de Arquitectura იმუშავებს, საცხოვრებელ სახლებთან ერთად გათვალისწინებულია:

„ლაგუნა ვერეს“ აღდგენა - ისტორიულ ფუნქციასთან ერთად, სივრცე დაუბრუნდება თბილისს;
1 ჰექტარი რეკრეაციული ზონის აღდგენა და ახალი ნარგავებით გამდიდრება;
აბრეშუმისა და თამბაქოს ყოფილი ფაბრიკების ტერიტორიებისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება.

პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 1 მილიარდ ლარამდე აღწევს. მშენებლობის და შემდგომ პერიოდში კომპანია 1 000-მდე ადგილობრივი სპეციალისტის დასაქმებას გეგმავს.

“დიემჯი ჯგუფი” აცნობიერებს საზოგადოების მაღალ ინტერესს აღნიშნული ლოკაციის მიმართ და მზადყოფნას გამოთქვამს, პროექტის დეტალების დაზუსტებისთანავე პროცესი საზოგადოებისთვის მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარმართოს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

10.08.2026.12:48

თიბისის მობაილბანკი მუდმივად ვითარდება, რომ ყოველდღიური საბანკო მომსახურება კიდევ უფრო მარტივი, სწრაფი და კომფორტული გახდეს. ამჯერად, მობაილბანკს სამი ახალი ფუნქციონალი დაემატა, რომლებიც საერთაშორისო გადარიცხვებს, სესხის გაფორმებასა და სამოგზაურო ბარათის შეკვეთას კიდევ უფრო გაგიმარტივებს.

თუ აქამდე მობაილბანკიდან სხვა ქართულ ბანკში თანხის გადარიცხვა მხოლოდ ლარში იყო შესაძლებელი, ახლა უკვე უცხოურ ვალუტაშიც შეძლებ თანხის გადარიცხვას SWIFT კოდის გამოყენებით.

ეს ფუნქციონალი განსაკუთრებით გამოგადგება, თუ საზღვარგარეთ სწავლობ ან მოგზაურობ, გიწევს სწავლის, საცხოვრებლის ან სხვა ხარჯების დაფარვა, ან ხშირად ახორციელებ საერთაშორისო გადარიცხვებს. სიახლე ასევე კომფორტულია საქართველოში მცხოვრები სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებსაც მსგავსი ოპერაციების შესრულება რეგულარულად უწევთ.

გარდა ამისა, გადარიცხვისას თავად გადაწყვეტ, ვინ გადაიხდის საბანკო საკომისიოს - შენ თუ მიმღები. თუ საკომისიოს შენ დაფარავ, მიმღებს სრულად ჩაერიცხება გაგზავნილი თანხა, ხოლო თუ საკომისიოს მიმღები გადაიხდის, თანხა საკომისიოს გამოკლებით ჩაერიცხება.

აქამდე უცხოურ ვალუტაში მსგავსი გადარიცხვის განხორციელება მხოლოდ ფილიალში ან პირადი ბანკირის დახმარებით იყო შესაძლებელი, ახლა ყველაფერს მობაილბანკიდან, რამდენიმე წუთში შეძლებ.

კიდევ უფრო მარტივი გახდა სწრაფი სამომხმარებლო სესხის გაფორმება. ხელშეკრულების დადასტურებას უკვე შეძლებ არა მხოლოდ ერთჯერადი კოდით, არამედ Face ID-ის ან თითის ანაბეჭდის გამოყენებითაც.

ბიომეტრიული ავთენტიფიკაცია საშუალებას გაძლევს:

• ხელშეკრულება დაადასტურო კოდის შეყვანის გარეშე;

• ისარგებლო უსაფრთხოების დამატებითი დონით;

• პროცესი უფრო სწრაფად და კომფორტულად დაასრულო;

• სესხის გაფორმება რამდენიმე წამში დაასრულო.

თუ Concept 360-ის ნაკრების გამომწერი ხარ და არასდროს გქონია Travel Card-ი, სამოგზაურო ბარათის შეკვეთას უკვე პირდაპირ აპლიკაციიდან შეძლებ.

შეთავაზებას პროდუქტების აქტივაციის გვერდზე, ბარათებისა და ანგარიშების ჩანართში ნახავ. ბარათის შესაკვეთად ფილიალში მისვლა ან ბანკირთან დაკავშირება აღარ დაგჭირდება - განაცხადს დისტანციურად შეავსებ; ბარათს კი, სასურველ მისამართზე საფოსტო მომსახურებით მიიღებ და მის ყველა ბენეფიტსაც მარტივად გამოიყენებ.

მობაილბანკს მუდმივად ემატება ფუნქციონალები, რომლებიც შენს ყოველდღიურობას ამარტივებს. ფინანსების მართვა, საბანკო პროდუქტებით სარგებლობა თუ ახალი სერვისების მიღება - ყველაფერი ერთ სივრცეში გხვდება, სწრაფად, უსაფრთხოდ და მაშინ, როცა გჭირდება - TBC Internet Banking

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა