დინამიკების მწარმოებელი პირველი ქართული კომპანია Atoms Audio, სამომხმარებლო აუდიო ტექნიკას წარმოადგენს
Atoms Audio ასორტიმენტს აფართოებს. პირველი ქართული დინამიკების მწარმოებელი კომპანია შემოდგომიდან სამომხმარებლო აუდიო ტექნიკას წარადგენს.
ჯერჯერობით Atoms Audio პროდუქციის რეალიზებას ახდენს ისეთ პროექტებში, როგორიცაა სასტუმროები, კაფე-რესტორნები და საკონფერენციო დარბაზები - ისეთი სივრცეები, სადაც ფონური გახმოვანებაა საჭირო.
Atoms Audio-ს თანადამფუძნებელი დავით პიპილაშვილის ინფორმაციით, თვეში 500 ცალი დინამიკის წარმოების შესაძლებლობა გაჩნდა და იმედოვნებენ, რომ უახლოეს მომავალში ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზრდება.
„2023 წლიდან ვართ ბაზარზე, ვქმნით პროდუქციას, რომელიც საკმაოდ მოთხოვნადია ბაზარზე და რაც მთავარია, უკვე ქართულია. ჯერჯერობით გაყიდვებში უშუალოდ ვართ ჩართული, თუმცა 2 დილერი ავიყვანეთ და ნელ-ნელა ამ მიმართულებით მუშაობას გავააქტიურებთ. 2020 წელს დავიწყეთ სტარტაპი და წელს გამოვუშვით პირველი პროდუქცია, ტექნიკური ბაზა არ იყო და ჩვენ თვითონ მოგვიწია ყველაფრის შექმნამ, ნულიდან დავიწყეთ, მაგრამ გაამართლა.
ამ ეტაპზე ყველა საჭირო ხელსაწყო და დანადგარი წესრიგშია, თამამად შეგვიძლია თქმა, რომ გამოწვევები არ გვაქვს. ამასთან, გვინდა ახალი მოდელები წარვადგინოთ, ეს იქნება სამომხმარებლო აუდიო ტექნიკა, - დინამიკები, Wi-Fi სისტემები და სხვა. შემოდგომიდან უკვე პრეზენტაციას გავმართავთ და ახალ პროდუქციას ჩავუშვებთ გაყიდვაში“, - ამბობს დავით პიპილაშვილი Business Insider Georgia-თან.
როგორც Atoms Audio -ს თანადამფუძნებელი ამბობს, ცდილობენ, რომ სამომხმარებლო აუდიო ტექნიკის ფასი ქართველი მომხმარებლისთვის კონკურენტუნარიანი და ხელმისაწვდომი იყოს.
ამ ეტაპზე Atoms Audio 6 სხვადასხვა დასახელების აუდიო ტექნიკას აწარმოებს. კომპანიაში 10-მდე ადამიანია დასაქმებული, რომელთა რაოდენობაც უახლოეს მომავალში კიდევ გაიზრდება. Atoms Audio -ს წარმოებული დინამიკების ფასი 80-240 ლარის ფარგლებშია.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.