დიპლომზე მეტი: როგორ ირჩევენ ახალგაზრდები პროფესიას, რომელიც ფინანსურ დამოუკიდებლობასთან აახლოებთ
შრომის ბაზარი ფორმალურ განათლებასთან ერთად პრაქტიკულ გამოცდილებას, ტექნოლოგიურ კომპეტენციებსა და პრობლემების გადაჭრის უნარს სულ უფრო მეტად აფასებს
თუ არ გინდა, რამდენიმე წელი ისწავლო და ბოლოს ისევ დაგრჩეს კითხვა - „ახლა სად უნდა ვიმუშაო?“ - პროფესიის არჩევა პროგრამის სახელით კი არა, შედეგით დაიწყე: რას შეძლებ სწავლის დასრულების შემდეგ?
დღეს მთავარი მხოლოდ ის აღარ არის, სად ჩაირიცხება ახალგაზრდა. გაცილებით მნიშვნელოვანია, რას ისწავლის, რა პრაქტიკულ გამოცდილებას მიიღებს და ექნება თუ არა სწავლის დასრულების შემდეგ პროფესიისა და კარიერის დაწყების რეალური შესაძლებლობა.
ეს განსაკუთრებით აქტუალური ხდება ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნებისას. სასურველ უნივერსიტეტში ვერ მოხვედრა ბევრისთვის პაუზასთან და კიდევ ერთი წლის ლოდინთან ასოცირდება. თუმცა შრომის ბაზარი ლოდინს არ ითხოვს - ის კონკრეტულ უნარებს ეძებს. სწორედ ამიტომ პროფესიული განათლება სულ უფრო ხშირად ხდება არა მეორე არჩევანი, არამედ მიზანმიმართული კარიერული გადაწყვეტილება.
განათლება, რომელიც კარიერასთან სწავლის პროცესშივე გაკავშირებს
Skillwill - საქართველოში ყველაზე დიდი ტექნოლოგიური პროფესიული კოლეჯი - განათლებას სწავლის დაწყებიდან კარიერულ განვითარებამდე ერთიან პროცესად განიხილავს. აქ სასწავლო პროგრამა მხოლოდ აუდიტორიაში მიღებული ცოდნით არ შემოიფარგლება: სტუდენტები მუშაობენ პრაქტიკულ დავალებებზე, ხვდებიან კომპანიების წარმომადგენლებს და პროფესიული კონტაქტების შექმნას სწავლის პერიოდშივე იწყებენ.
კოლეჯს 50-ზე მეტი პარტნიორი კომპანია ჰყავს. პარტნიორობის ფარგლებში სტუდენტებისთვის იქმნება დასაქმების, სტაჟირების, პროფესიული პრაქტიკისა და რეალურ პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობები. მხოლოდ 2026 წლის პირველ ნახევარში გამართულ დასაქმების ფორუმზე 30-ზე დამსაქმებელი იყო წარმოდგენილი.
„ჩემთვის მთავარი საზომი მხოლოდ სტუდენტების რაოდენობა არ არის. წარმატებაა, როცა სტუდენტი სწავლის შედეგად იძენს პროფესიას, შემოსავლის მიღების შესაძლებლობასა და საკუთარი მომავლის მართვის უნარს“, - ამბობს Skillwill-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მარიამიძე.
Skillwill-ის პროფესიული პროგრამებით დაინტერესებულ პირებს წინასწარი რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ ამ ბმულზე.
10 პროგრამა განსხვავებული კარიერული მიზნებისთვის
Skillwill-ის პროფესიული სადიპლომო პროგრამები აერთიანებს ტექნოლოგიურ, ბიზნეს, შემოქმედებით, საგანმანათლებლო და ოპერაციულ მიმართულებებს. პროგრამების ხანგრძლივობა 10-დან 21 თვემდეა:
ტექნოლოგიურ პროგრამაზე ფიქრისას წინასწარი გამოცდილების არქონა დაბრკოლება არ უნდა იყოს. მნიშვნელოვანია ინტერესი, სწავლისთვის მზადყოფნა და მიმართულების გააზრებულად არჩევა; საჭირო პროფესიული კომპეტენციები პროგრამის განმავლობაში ეტაპობრივად ყალიბდება.
• Front-End პროგრამირება - 11 თვე. ვებგვერდებისა და ციფრული პროდუქტების ვიზუალური და ინტერაქტიული ნაწილის შექმნა.
• კომპიუტერული ქსელი და სისტემები - 18 თვე. ქსელების, კომპიუტერული სისტემებისა და ტექნიკური ინფრასტრუქტურის გამართვა.
• IT ინფრასტრუქტურის მართვა - 10 თვე. ორგანიზაციის ტექნოლოგიური გარემოს გამართული და უსაფრთხო მუშაობის უზრუნველყოფა.
• Full-Stack პროგრამირება - 19 თვე. პროგრამებისა და ციფრული გადაწყვეტილებების დაგეგმვა და შექმნა.
• ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები - 13 თვე. AI ინსტრუმენტების პასუხისმგებლიანი გამოყენება, პროცესების ავტომატიზაცია და პრაქტიკული გადაწყვეტების შექმნა.
• ციფრული მარკეტინგი - 11 თვე. ბრენდების ონლაინ განვითარება, კონტენტი, სოციალური მედია, SEO/SEM და ანალიტიკა.
• მონაცემთა ანალიტიკა - 14 თვე. მონაცემების დამუშავება, გააზრება და გადაწყვეტილებებისთვის გამოყენება.
• პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება (QA) - 15 თვე. ციფრული პროდუქტების ხარისხის შემოწმება, დეფექტების აღმოჩენა და ტესტირების ავტომატიზაცია.
• IT პროექტების მენეჯმენტი - 12 თვე. ტექნოლოგიური პროექტების, გუნდების, ვადების, რისკებისა და შედეგების მართვა.
• ბუღალტრული აღრიცხვა - 18 თვე. კომპანიის ფინანსური ოპერაციების აღრიცხვა, ანგარიშგება და კონტროლი.
Skillwill-ის პროფესიული პროგრამებით დაინტერესებულ პირებს წინასწარი რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ ამ ბმულზე.
რა აძლიერებს სწავლის ხარისხს
პროგრამებს უძღვებიან კვალიფიციური მასწავლებლები და მოქმედი პროფესიონალები, რომლებიც სტუდენტს გადასცემენ არა მხოლოდ თეორიას, არამედ საკუთარ დარგობრივ გამოცდილებასაც. Skillwill მასწავლებლების უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზეც მუშაობს. Plan ₿ Foundation-თან თანამშრომლობის ფარგლებში დაგეგმილია Training of Trainers პროგრამა შვეიცარიის Università della Svizzera italiana-ს ელექტრონული სწავლების ცენტრის - USI eLab-ის მონაწილეობით.
სტუდენტური ცხოვრება, რომელიც აუდიტორიას სცდება
Skillwill-ში სტუდენტობა მხოლოდ ლექციებითა და პრაქტიკული დავალებებით არ შემოიფარგლება. სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ მასტერკლასებში, პროფესიულ შეხვედრებში, სხვადასხვა აქტივობასა და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში.
Skillwill-ის სტუდენტები უკვე იმყოფებოდნენ ტოკიოში, სადაც მიიღეს საერთაშორისო გამოცდილება, გაეცნენ განსხვავებულ საგანმანათლებლო და პროფესიულ გარემოს და დაამყარეს ახალი კონტაქტები. 2026 წლის ოქტომბრიდან 2027 წლის ივნისამდე დაგეგმილია სტუდენტების კიდევ ხუთ მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტსა და ტექნოლოგიურ ღონისძიებაში: Plan ₿ Forum-ში ლუგანოში, ICT Study Mobility-ში შვეიცარიაში, World AI Cannes Festival-ში კანში, GITEX AI Mediterranean-ში რომსა და London Tech Week-ში ლონდონში.
სწავლა ხელმისაწვდომია თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. კოლეჯის მიზანია, თანამედროვე პროფესიული განათლება და ტექნოლოგიური შესაძლებლობები მხოლოდ დედაქალაქში არ იყოს კონცენტრირებული.
სადიპლომო პროგრამები სახელმწიფოს მიერ სრულად ფინანსდება. ამიტომ სტუდენტისთვის არჩევანის მთავარი კრიტერიუმი შეიძლება გახდეს არა სწავლის საფასური, არამედ საკუთარი ინტერესი, ძლიერი მხარე და სასურველი კარიერული მიმართულება.
თუ გინდა, სწავლის შემდეგ ზუსტად იცოდე, რისი გაკეთება შეგიძლია - გაიარე წინასწარი რეგისტრაცია. ადგილები შეზღუდულია. Skillwill - ისწავლე, რაც მართლა გამოგადგება.
სხვა სიახლეები
ჩემთვის და ჩემი ჰოლდინგისთვის, Block Stone Capital-ისთვის, საამაყოა, რომ პარტნიორობის ფარგლებში საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული საერთაშორისო დეველოპერული პროექტის “Trump Tower Tbilisi”-ის განხორციელებას ჩავუყარეთ საფუძველი და მისი მშენებლობის პროცესს დავუდეთ დასაბამი | ლაშა კვაჭაძე
16.09.2026.13:26
ჩემთვის და ჩემი ჰოლდინგისთვის, Block Stone Capital-ისთვის, საამაყოა, რომ პარტნიორობის ფარგლებში საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული საერთაშორისო დეველოპერული პროექტის “Trump Tower Tbilisi”-ის განხორციელებას ჩავუყარეთ საფუძველი და მისი მშენებლობის პროცესს დავუდეთ დასაბამი, - აცხადებს ლაშა კვაჭაძე, Block Stone Capital-ის დამფუძნებელი.
,,დარწმუნებული ვარ, ეს მასშტაბური პროექტი საქართველოს მსოფლიო დეველოპერულ რუკაზე კიდევ უფრო გამორჩეულ ადგილს დაუმკვიდრებს და ჩვენი ქვეყნის უძრავი ქონების ბაზრის საერთაშორისო ცნობადობის ზრდას შეუწყობს ხელს", - ამბობს ლაშა კვაჭაძე.
ცნობისთვის, Trump Tower საქართველოშია! 2 მილიარდი დოლარის ღირებულების გენგეგმა 7 ჰექტარზე, თბილისის ცენტრალური პარკის მიმდებარედ იშლება - 600,000 კვ.მ სამშენებლო ფართობითა და 6 შენობით. ამ მასშტაბურ კომპლექსში პირველი სწორედ Trump Tower Tbilisi აღიმართება - 280 მეტრის სიმაღლისა და 62-სართულიანი არქიტექტურული ნიშნული.
პროექტს Archi და Invia ერთობლივად ახორციელებენ. ორმა წამყვანმა ქართულმა კომპანიამ უდიდესი როლი ითამაშა თანამედროვე თბილისის არქიტექტურული სახის ჩამოყალიბებაში.