მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7143.2
-0.0025
flag
AZN 1.5389
-0.0007
flag
CNY 38.803
-0.0004
flag
EUR 3.0233
0.0042
flag
GBP 3.5395
0.0077
flag
KZT 56.41
0.0015
flag
TRY 0.0546
-0.0002
flag
USD 2.6162
-0.0009
news banner

დირექტორთა საბჭო განიხილავს კაპიტალის მართვის განახლებულ პროგრამას, რომელიც გააერთიანებს როგორც ბიზნესში განხორციელებულ ინვესტიციებს, ისე მომავალში კაპიტალის აქციონერებისთვის დაბრუნების მნიშვნელოვან ინიციატივებს - დეტალები აგვისტოში გამოქვეყნდება | ირაკლი გილაური

news image
mbc image

Georgia Capital-ის დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა მისი ქართული ჰოლდინგური კომპანიის JSC Georgia Capital-ის (JSC GCAP) 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მდგრადობასთან დაკავშირებული ადგილობრივი ობლიგაციების ვადამდე სრულად გამოსყიდვა, GCAP-ის მიერ გათვალისწინებული ვადამდე გამოსყიდვის უფლების (call option) გამოყენებით.

გარიგების ანგარიშსწორება 2026 წლის აგვისტოს მეორე ნახევარშია მოსალოდნელი. მისი დასრულების შემდეგ GCAP სრულად დაფარავს ჰოლდინგური კომპანიის დონეზე არსებულ მთელ დარჩენილ სასესხო ვალდებულებას.

კომპანია ასევე აცხადებს, რომ მიმდინარე 50 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის აქციების გამოსყიდვისა და გაუქმების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ამჟამად 10 მილიონი აშშ დოლარის რესურსია დარჩენილი, დამატებით 10 მილიონი აშშ დოლარით გაიზრდება. გაფართოებული პროგრამა დაუყოვნებლივ ამოქმედდება.

ამ ორი გადაწყვეტილების შედეგად GCAP 700 მილიონი ლარის კაპიტალის დაბრუნების პროგრამას დაგეგმილ ვადაზე მნიშვნელოვნად ადრე სრულად დაასრულებს. ეს კომპანიის ისტორიაში კაპიტალის დაბრუნების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ინიციატივაა.

პროგრამის ფარგლებში განხორციელდება 150 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციების გამოსყიდვა და 110 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის აქციების გამოსყიდვა და გაუქმება.

კაპიტალის დაბრუნების პროგრამა თავდაპირველად 2025 წლის აგვისტოში გამოცხადდა და მისი დასრულება 2027 წლის ბოლომდე იყო დაგეგმილი.

„მოხარული ვარ, რომ GCAP კიდევ ერთხელ ადასტურებს კაპიტალის განაწილებისადმი თავის დისციპლინირებულ მიდგომას. კიდევ უფრო გაძლიერებული ბალანსის პირობებში, ჩვენ მტკიცედ ვაგრძელებთ სტრატეგიული პრიორიტეტების განხორციელებას და ჩვენი აქციონერებისთვის მდგრადი, გრძელვადიანი ღირებულების შექმნას.

განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ბოლო პერიოდში მიღწეულმა პროგრესმა შესაძლებლობა მოგვცა, 700 მილიონი ლარის კაპიტალის დაბრუნების პროგრამა დაგეგმილ ვადაზე წელიწად-ნახევრით ადრე დავასრულოთ.

პროგრამის დასრულების შემდეგ და მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში თავისუფალი ფულადი ნაკადების ძლიერი გენერირების მოლოდინის გათვალისწინებით, დირექტორთა საბჭო განიხილავს კაპიტალის მართვის განახლებულ პროგრამას, რომელიც მოიცავს როგორც ბიზნესში ინვესტიციებს, ისე მომავალში კაპიტალის დაბრუნების მნიშვნელოვან ინიციატივებს.

ამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია ჯგუფის 2026 წლის აგვისტოში გამოსაქვეყნებელ ნახევარწლიურ ფინანსურ შედეგებთან ერთად გახდება ცნობილი“, - განაცხადა GCAP-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი გილაურმა, განაცხადა.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Silk Bank-მა 2026 წლის პირველ ნახევარში ძლიერი ზრდა აჩვენა - როგორია დეტალები და CEO-ს შეფასება

17.08.2026.10:20

Silk Bank-მა 2026 წლის მეორე კვარტლისა და პირველი ნახევრის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა, რომლებიც აჩვენებს ძირითადი შემოსავლების მნიშვნელოვან ზრდას, საცალო და მიკროსესხების მიმართულების შემდგომ გაფართოებას და ბანკის ციფრული საბანკო პლატფორმის განვითარებაში მიმდინარე ინვესტიციებს.

2026 წლის II კვარტალში Silk Bank-ის მთლიანმა წმინდა საოპერაციო შემოსავალმა 4.4 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 41.9%-ით, ხოლო კვარტალურად 7.0%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 2026 წლის პირველ ნახევარში მთლიანმა წმინდა საოპერაციო შემოსავალმა 8.4 მილიონ ლარს მიაღწია, რაც 2025 წლის პირველ ნახევართან შედარებით 59.9%-იან ზრდას წარმოადგენს.

წმინდა საპროცენტო შემოსავალმა 2026 წლის II კვარტალში 4.2 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 47.9%-ით, ხოლო 2026 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 21.1%-ით მეტია. 2026 წლის პირველ ნახევარში წმინდა საპროცენტო შემოსავალმა 7.7 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 48.1%-იანი ზრდაა და ბანკის საპროცენტო შემომტანი პორტფელის ზრდის გაგრძელებას ასახავს.

2026 წლის II კვარტლის ბოლოს მთლიანი აქტივების მოცულობამ 237.9 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 4.6%-ით მეტია, ხოლო კვარტალურად 2.3%-ით ნაკლებია. ეს, ერთი მხრივ, ფულადი სახსრებისა და სხვა აქტივების ნაშთების შემცირებას, ხოლო, მეორე მხრივ, კლიენტებზე გაცემული სესხების ზრდის გაგრძელებას ასახავს. მთლიანი საკრედიტო პორტფელი 147.7 მილიონ ლარამდე გაიზარდა, რაც 2026 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 5.2%-იან, ხოლო წლიურად 5.8%-იან ზრდას წარმოადგენს.

ზრდა კვლავ ძირითადად საცალო და მიკროსესხების პორტფელზე იყო კონცენტრირებული, რომლის მოცულობამ 2026 წლის II კვარტლის ბოლოს 137.4 მილიონი ლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი წლიურად 83.7%-ით, ხოლო კვარტალურად 7.4%-ით არის გაზრდილი. საცალო და მიკროსესხებზე მთლიანი საკრედიტო პორტფელის დაახლოებით 93% მოდიოდა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს Silk Bank-ის ფოკუსს ციფრული არხებით გაცემულ სამომხმარებლო და მიკროსესხებზე.

კლიენტების დეპოზიტების მოცულობამ 145.7 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 17.1%-იან ზრდას წარმოადგენს, თუმცა 2026 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 2.2%-ით შემცირდა. საცალო დეპოზიტები 65.1 მილიონ ლარამდე გაიზარდა, რაც წლიურად 28.8%-იან, ხოლო კვარტალურად 4.9%-იან ზრდას ნიშნავს და ბანკის საცალო დაფინანსების ბაზის ზრდის გაგრძელებაზე მიუთითებს.

Silk Bank-მა განაგრძო ინვესტირება ციფრულ საბანკო მოდელში, მათ შორის, პროდუქტების განვითარებაში, ტექნოლოგიებში, მომხმარებლების მოზიდვასა და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული შესაძლებლობების განვითარებაში. აღნიშნული ინვესტიციების მიზანია მასშტაბირებადი პლატფორმის შექმნა, გადაწყვეტილებების მიღების პროცესის დაჩქარება და მომხმარებლებისთვის უფრო პერსონალიზებული გამოცდილების შეთავაზება.

Silk Bank-მა კაპიტალის მაღალი მაჩვენებლები შეინარჩუნა. 2026 წლის II კვარტლის ბოლოს მთლიანი საზედამხედველო კაპიტალის კოეფიციენტმა 33.8% შეადგინა.

ალექსი ხოროშვილი, Silk Bank-ის გენერალური დირექტორი | „2026 წლის მეორე კვარტალი Silk Bank-ისთვის მნიშვნელოვანი გარდამტეხი პერიოდი იყო. პირველად ჩვენი საოპერაციო შემოსავლის ზრდის ტემპმა გადააჭარბა ხარჯების ზრდის ტემპს, რაც მიუთითებს, რომ ის საოპერაციო ეფექტი, რომლის შექმნაზეც ვმუშაობდით, უკვე რეალურად აისახება შედეგებზე. მეორე კვარტალში წმინდა საოპერაციო შემოსავალი წლიურად 42%-ით გაიზარდა, ხარჯების 22%-იან ზრდასთან შედარებით, ხოლო პირველ ნახევარში ეს მაჩვენებლები, შესაბამისად, 60% და 32% იყო. ამასთან, წმინდა საპროცენტო შემოსავალი 48%-ით გაიზარდა, საცალო და მიკროსესხების პორტფელი 84%-ით, ხოლო საცალო დეპოზიტები 29%-ით. წმინდა საპროცენტო მარჟა კი ამჟამად დაახლოებით 8%-ის ფარგლებშია.

ეს კვარტალი ჩვენი ბრენდისა და პროდუქტების მიმართულებითაც გარდამტეხი იყო. წარმატებით დავიწყეთ კამპანია სლოგანით „Silk Bank - შენი მეორე ბანკი“, რომელიც ასახავს მომხმარებლების მოზიდვის ჩვენს მიდგომას: მათ ვთავაზობთ უფრო მოქნილ, ციფრულზე ორიენტირებულ საბანკო ანგარიშს, რომელსაც ისინი საკუთარ არსებულ ბანკთან ერთად ირჩევენ. ჩვენი ძირითადი პროდუქტი, ,,მერე", რეალურ დინამიკას იძენს როგორც მერჩანტებს, ისე მომხმარებლებს შორის, ხოლო ხელოვნური ინტელექტის დანერგვის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. ეს ყველაფერი, ერთობლიობაში, უფრო პერსონალიზებული გამოცდილების შექმნას და მომსახურების ერთ მომხმარებელზე გაწეული ხარჯის სტრუქტურულად შემცირებას უწყობს ხელს.“

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა