„დირიჟორი" - ახალი სპექტაკლი თეატრ სახელოსნო 42-ში - სეზონის პარტნიორია SOLO"
SOLO კულტურის სფეროს მხარდაჭერას და ხელოვნების პოპულარიზაციისკენ მიმართული ინიციატივების ხელშეწყობას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით ის „თეატრი სახელოსნო 42-ის“ სეზონის გენერალური პარტნიორია.
„თეატრი სახელოსნო 42“ მაყურებლის წინაშე ახალი სპექტაკლით - „დირიჟორით“ წარდგება. პრემიერა 05, 06, 13, 15, 16 და 19 დეკემბერს გაიმართება.
მაყურებელს შესაძლებლობა ექნება, სცენაზე იხილოს რონალდ ჰარვუდის პიესა, რომელიც ინგლისურიდან გურამ ღონღაძემ თარგმნა. სპექტაკლის რეჟისორი და სცენოგრაფი ლევან წულაძეა, კოსტიუმების მხატვარი ნინო სურგულაძეა, სპექტაკლის ქორეოგრაფი თინათინ წულაძეა, მუსიკალური გამფორმებელი ზურაბ გაგლოშვილია, ვიდეო ინსტალაციები შექმნილია დათა დვალიშვილის მიერ, ტექნიკური რეჟისორი კი თამარ ფრუიძეა.
ექსკლუზიურად SOLO მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, სეზონის განმავლობაში SOLO Visa ბარათით ბილეთების შეძენისას „თეატრი სახელოსნო 42-ის“ ნებისმიერ სპექტაკლზე 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.
სპექტაკლზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ, ვებგვერდებზე biletebi.ge და tkt.ge
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.