დიზელის ძრავაზე მომუშავე ავტომობილებს „თეგეტა მოტორსის“ თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი სერვისცენტრი ემსახურება
ექსკლუზიური სერვისები, მომსახურების მაღალი ხარისხი და პროფესიონალთა გუნდი - „თეგეტა მოტორსის“ დიზელის სერვისცენტრი მომხმარებელს ორი ათწლეულია ემსახურება. აქ დიზელისძრავიანი ავტოტრანსპორტისა და სპეცტექნიკის საწვავის სისტემის დიაგნოსტირება და გამართვა თანამედროვე სისტემების გამოყენებითაა შესაძლებელი.
დიზელის ძრავის საწვავის სისტემა მნიშვნელოვნად განსხვავდება ბენზინზე მომუშავე ძრავისგან და მასთან შედარებით უფრო კომპლექსური და მდგრადია. სწორედ ამიტომ, წელიწადში ორჯერ, ტემპერატურის ცვლილების შესაბამისად, საწვავის სისტემის დიაგნოსტირება აუცილებელია.
ზაფხულში დიზელის ძრავა საკმაოდ მაღალ წნევაზე მუშაობს, ამიტომ საწვავის გაჟონვისა და აალების საფრთხის თავიდან ასარიდებლად, უნდა შემოწმდეს საწვავის სისტემის მდგომარეობა, ზამთარში კი ყურადღება მიექცეს აალების სანთლებსა და საწვავის სპეციალური დანამატის რაოდენობას.
აღნიშნული მომსახურების მიღება სწორედ დიზელის სერვისცენტრშია შესაძლებელი, რომელიცსაქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ რეგისტრირებულ ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებს ემსახურება. ის განკუთვნილია როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო ავტომობილებისთვის, მიკროავტობუსებისა და სპეცტექნიკისთვის. მომხმარებელს ასევე შესაძლებლობა აქვს, ისარგებლოს ისეთი სერვისებით, რომელთა მიღება, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამიერკავკასიის რეგიონში, მხოლოდ „თეგეტა მოტორსშია“ შესაძლებელი. ეს სერვისებია: Bosch Piezo მფრქვევანას შეკეთება; სკანიას HP მფრქვევანას რემონტი; სკანიას ძრავის სარქვლების რეგულირება HP და XPI სისტემაზე; Bosch CP ტუმბოსა და Caterpillar-ის მფრქვევანების რემონტი; Bosch VP ტუმბოს შემოწმება სტენდზე; სკანიას ავტომობილებზე ელექტროკოჭებისა და MAN-ის სატვირთო ავტომობილებზე CP3 ტუმბოს შეკეთება.
ჯონი ბარიშვილი, „თეგეტა მოტორსის“ დიზელების სერვისცენტრის ხელმძღვანელი: „ჩვენს სერვისცენტრში მომართვიანობა ხშირია უმეტესად დიზელისძრავიანი ავტოტრანსპორტის მძღოლების მხრიდან საწვავის მფრქვევანების გაუმართავი მუშაობისა და მაღალი წნევის ტუმბოების დაზიანების შემთხვევაში. ასევე საკმაოდ მოთხოვნადია ეკოლოგიის ფილტრის გაწმენდა-რეგენერაციის მომსახურება. იმ შემთხვევაში, თუ ავტოტრანსპორტის შესაკეთებლად საჭირო რომელიმე დეტალი ადგილზე არ აღმოგვაჩნდა, მომხმარებელს ავტონაწილის უცხოეთიდან გამოწერის სერვისსაც ვთავაზობთ“.
რკო
ახალი კოლექცია
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.