მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

დიზელის გაიაფების საპირისპიროდ, ბენზინი ძვირდება - იმპორტიორთა კავშირი

news image
mbc image

საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარზე ფასების მხრივ მცირე ცვლილებაა. როგორც საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვახტანგ იობაშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს, ბოლო 3-4 დღის მონაცემით, 10 თეთრით გაიაფდა დიზელის საწვავი, თუმცა ბენზინი ძვირდება და ეს ტენდენცია ჯერჯერობით გაგრძელდება.

„ბენზინის საწვავზე ფასის ზრდას ველით, ეს არის ისევ მომწოდებლის „რუსული კაპრიზი“, რაც საბოლოო ჯამში არასტაბილურობას განაპირობებს.

ამასთან, დიზელზე ფასმა ქვემოთ იწყო სვლა, 10 თეთრით არის გაიაფებული ბოლო დღეებში, რაც პოზიტიური სიახლეა. რაც შეეხება ბენზინს, თავის დროზე, როცა სექტორს პრემიერმა ფასის შემცირება სთხოვა, არაბრენდირებულმა კომპანიებმა გარკვეული ნაბიჯი გადადგეს, ფასი შეამცირეს იმაზე მეტად, ვიდრე რესურსი ჰქონდათ. ჯერჯერობით სერიოზული ძვრები არ შეიმჩნევა, მაგრამ მცირედით მომატებულია ფასი და ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება“, - ამბობს იობაშვილი და დასძენს, რომ მიმდინარე პერიოდში ყველაზე სწორი გადაწყვეტილება აქციზის გადასახადის შემცირებაა, რაც კომპანიებს შემოსავალს გაუზრდის და ქვეყანასაც - ტრანზიტიდან მიღებული სარგებელი გაიზრდება.

„რეგიონში საწვავი ყველაზე ძვირი საქართველოშია. თურქეთში ყოველთვის ძვირი ღირდა, მაგრამ გადასახადები შეამცირეს და დღეს უკვე ბენზინი 33 ცენტით იაფია, ვიდრე საქართველოში. ამიტომ ტრანზიტად გამავალი ავტოსატრანსპორტო საშუალებები ჩვენს ქვეყანაში ბენზინს არ ასხამენ, რაც სექტორისთვის დიდი დანაკარგია. მეზობელ ქვეყნებს ამ დროს განსხვავებული საგადასახადო სისტემა აქვთ, ამიტომ ყოველთვის იქნება განსხვავება ფასებში, სანამ საგადასახადო პოლიტიკა არ შეიცვლება“, - ამბობს იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი.

ცნობისთვის, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2023 წლის იანვარ-თებერვალში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 207.8 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 10.5 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები 175.5 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 8.8 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 158.4 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 8.0 პროცენტი).

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა