მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7179.6
0.0007
flag
AZN 1.5345
-0.0005
flag
CNY 38.866
-0.0024
flag
EUR 3.0097
-0.0015
flag
GBP 3.5155
-0.0034
flag
KZT 58.27
0.0008
flag
TRY 0.0536
-0.0001
flag
USD 2.6085
-0.0006
news banner

Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი

news image
mbc image

როგორ აკავშირებს მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut-სა და City Hikers-ს?

თბილისში ადგილობრივი მცირე ბიზნესების გაერთიანება გრძელდება. საქართველოს ბანკის კამპანია მცირე ბიზნესის ჯაჭვი სულ უფრო მეტ ობიექტს აკავშირებს ერთმანეთთან და ერთ დიდ მეგობრულ ქსელს ქმნის, სადაც მთავარი ძალა ურთიერთმხარდაჭერაა. პროექტის წესი უცვლელი და მარტივია: ნებისმიერ მონაწილე ობიექტში დაგხვდებათ პოსტერი ჯაჭვის შემდეგი წევრის ფასდაკლების კუპონით. ჩამოხევთ კუპონს, მიდიხართ სხვა ბიზნესთან ფასდაკლების მისაღებად, სადაც კიდევ ახალი ობიექტის კუპონს აღმოაჩენთ - ასე იკვრება წრე.

პირველი წრე Dodonut-იდან იწყება

დოდონატი ქართული დონატების საცხობი და კაფეტერიაა, რომელიც ცნობილია ყოველდღიურად ახალგამომცხვარი, ფუმფულა და უგემრიელესი დონატებით. დოდონატი მაღალ ხარისხთან და მრავალფეროვან გემოებთან ასოცირდება, სადაც ტკბილეულთან ერთად არომატული ყავისა და ცივი სასმელების დაგემოვნებაცაა შესაძლებელი. ამ წარმატების უკან კი შეკრული გუნდი და დიდი ენთუზიაზმი დგას, ბრენდმა გაფართოებაც მალევე შეძლო და ბათუმშიც გახსნა ფილიალი.

როგორც დოდონატის დამფუძნებელი, ნინო ვარშანიძე, ამბობს, ამ კამპანიაში მონაწილეობაზე ბევრი არ უფიქრია:

„საქართველოს ბანკთან თანამშრომლობის მხოლოდ დადებითი გამოცდილება გვაქვს, ამიტომ ამ ინიციატივაში ჩართვაზე წამითაც არ დავფიქრებულვარ. მცირე ბიზნესები, ფაქტობრივად, საერთო საქმეს ვემსახურებით, თითოეული ნაბიჯი დიდ შრომას მოითხოვს. ვფიქრობ, როცა სხვაზე ზრუნავ, ეს აუცილებლად დადებითად აისახება შენს ბიზნესზეც.“

გზა გრძელდება City Hikers-ისკენ

Dodonut-იდან წამოღებული ფასდაკლებით გზას City Hikers-ისკენ აგრძელებ. ეს არის სამეზობლო კოფიშოპი, რომელიც დღის ნებისმიერ მონაკვეთში გელოდება. იქნება ეს დილის ყავა, შუადღის ბრანჩი თუ საღამოს განტვირთვა ჭიქა ღვინოსთან ერთად. 

City Hikers-ის დამფუძნებელი, რატი ხაზალია გვიყვება, თუ რატომ არის მისთვის მსგავსი წამახალისებელი ინიციატივები და საქართველოს ბანკთან პარტნიორობა მნიშვნელოვანი:

„ჩვენი საქმიანობის გაზიარება სხვა მცირე ბიზნესების მომხმარებლებთან გვეხმარება, უფრო სწრაფად გავზარდოთ ცნობადობა და მეტ ადამიანს გავაცნოთ საკუთარი თავი. ამასთანავე, ამგვარი თანამშრომლობა მეგობრული ურთიერთობების კარგი დასაწყისია, რამაც შესაძლოა მომავალში ახალი კოლაბორაციები წაახალისოს. ისეთი პარტნიორის ყოლა, როგორიც საქართველოს ბანკია, გადამწყვეტია, რადგან მცირე ბიზნესებს ხშირად გვიჭირს, მოკლე დროში ფართო აუდიტორიას მივაწვდინოთ ხმა. ეს პლატფორმა კი შესანიშნავი საშუალებაა ახალი კავშირების ჩამოსაყალიბებლად და მიზნების გასაძლიერებლად.“

ჩაერთეთ ჯაჭვში

ჯაჭვის პირველი წრე ასე იკვრება: 

Dodonut > City Hikers > Mob.Burgers > Sio Print > Lunatic > Wine Square > Maua.concept > Ganjina > JPG > Dodonut 

თუ თქვენც გაქვთ მცირე ბიზნესი და გინდათ, გაზარდოთ ცნობადობა, მოიზიდოთ მომხმარებელთა ახალი ნაკადი და, ამავდროულად, მხარი დაუჭიროთ სხვა ბიზნესებს, აუცილებლად ჩაერთეთ ჯაჭვში.

ამისათვის საჭიროა მხოლოდ ფიზიკური სივრცე, სადაც სტუმრებს მასპინძლობთ, და საქართველოს ბანკის ბიზნეს ანგარიში POS ტერმინალთან ერთად.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი გთავაზობთ პოს-ტერმინალს, რომელიც ერთდროულად ორ პრობლემას ჭრის: გაძლევთ შესაძლებლობას მიიღოთ საბარათე გადახდები 0%-იანი საკომისიოთი და, ამავე დროს, ასრულებს სალარო აპარატის ფუნქციას - გაიგეთ მეტი

მონაწილეობა მარტივია:

  • შეავსეთ განაცხადის ფორმა: გადადით ბმულზე, დატოვეთ თქვენი მონაცემები და ბანკის წარმომადგენელი მალევე დაგიკავშირდებათ;
  • მიიღეთ პოსტერი: მიიღებთ სპეციალურ პოსტერს, რომელიც თქვენთან მოსულ სტუმრებს მეგობარი ბიზნესის ფასდაკლებას გაატანს;
  • უმასპინძლეთ ახალ სტუმრებს: მოემზადეთ იმ მომხმარებლების მისაღებად, რომლებიც სხვა ობიექტებიდან ფასდაკლების ვაუჩერით პირდაპირ თქვენთან გადმოინაცვლებენ.

ამ პროექტით მონაწილე ბიზნესები ქალაქში ახალ მარშრუტს ქმნიან. ობიექტების სრული სიის სანახავად შეგიძლიათ განახლებად რუკას გადაავლოთ თვალი. ეს ინიციატივა ამტკიცებს, რომ ერთმანეთის გვერდში დგომით წინსვლა ბევრად უფრო ადვილია. ჯაჭვი არ ჩერდება და უფრო და უფრო იზრდება, ასე რომ, დაელოდეთ მომდევნო სტატიებს და აღმოაჩინეთ ახალი სივრცეები.

ჩაერთეთ ჯაჭვში

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image თეგეტა იმსახურებს ჩემპიონს - საქართველოს ბანკის კამპანიას კიდევ ერთი კომპანია შემოუერთდა

16.09.2026.11:25

პარალიმპიელი ჩემპიონების და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით საქართველოს ბანკის მიერ შექმნილ კამპანიას “რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?” კიდევ ერთი კომპანია - თეგეტა შეუერთდა. კომპანიამ პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან დაიწყო თანამშრომლობა.

საქართველოს ბანკის კამპანია Art & Qopy დუეტთან თანამშრომლობით შეიქმნა და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს პარალიმპიელი ჩემპიონებისა და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლებას. ასევე, მოუწოდოს სხვა ბრენდებს, ჩაერთონ ამ პროცესში რათა მათთან ერთად პარალიმპიელმა ჩემპიონებმა მიიღონ ის ყურადღება, რომელსაც იმსახურებენ.

„პარალიმპიელი ჩემპიონები სპორტულ შედეგზე ბევრად მეტს გვიმტკიცებენ — მათი გამარჯვებები შესაძლებლობების, შეუპოვრობისა და სიძლიერის ნათელი მაგალითია. თეგეტაში გვჯერა, რომ მათი გზის მეტად ხილვადობა და მათი მხარდაჭერა მნიშვნელოვანი ნაბიჯია უფრო თანასწორი და ინკლუზიური გარემოს შექმნისკენ, რაც ჩვენთვის, ამავდროულად, კორპორაციული პასუხისმგებლობის განუყოფელი ნაწილია,“ - მარიამ ჯაფარიძე, CSR კოორდინატორი, თეგეტა

ჩემპიონები მზად არიან. ახლა ბრენდების ჯერია

საქართველოს ბანკის კამპანიის ფარგლებში, შეიქმნა პარალიმპიელების ფოტოსერია, რომელშიც ფოტოები ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკით არის გადაღებული, თუმცა თითოეულ მათგანში პროდუქტისა და ბრენდისთვის განკუთვნილი ადგილი თავისუფალია. მის ადგილას კი მთავარი კითხვა ჩნდება: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“

კითხვა ქართული ბიზნესისთვის გამოწვევად იქცევა – შეავსონ ცარიელი ადგილი, და დაიწყონ ქართველ პარალიმპიელ ჩემპიონებთან პარტნიორობა. კამპანიაში უკვე 15-მდე კომპანიაა ჩართული და ჯერ კიდევ ღიაა სივრცე. ახლა მთავარია, კიდევ რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა