მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7175.8
0.0014
flag
AZN 1.5515
-0.0003
flag
CNY 38.919
0.0101
flag
EUR 3.0147
0.0007
flag
GBP 3.539
0.0036
flag
KZT 56.35
-0.001
flag
TRY 0.0561
-0.0002
flag
USD 2.6371
-0.0005
news banner

DOLO Merch საქმიანობას აფართოებს - ახალი კოლექცია და Pop-up სივრცე თბილისის ცენტრში

news image
mbc image

DOLO Merch ქართული კომპანიაა, რომელიც 2023 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მომხმარებელს სუვენირებს, აქსესუარებსა და ტექსტილის პროდუქციას სთავაზობს. მიმდინარე სიახლეების, ახალი პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის დამფუძნებელი ქეთა ახობაძე ესაუბრა.

ბოლო პერიოდში DOLO Merch-ის მიმართულება მნიშვნელოვნად გაფართოვდა. რა სიახლეებით ხვდებით მიმდინარე სეზონს?

ზაფხულის სეზონზე კორპორატიული შეკვეთები ნაკლებადაა, დღესასწაულები რომლის დროსაც კომპანიები თანამშრომლებს ან პარტნიორებს საჩუქრებს ჩუქნიან ძირითადად ზამთარსა და გაზაფხულზეა. ამიტომ ამ პერიოდში უფრო საცალო გაყიდვების მიმართულებით ვმუშაობთ. შარფების საზაფხულო კოლექცია ჩავუშვით.

 

ამას გარდა, თბილისის სუვენირების Pop-up-ის გახსნისთვის ვემზადებით, რომელიც სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ში ივლისის მეორე ნახევარში დაიწყებს ფუნქციონირებას.

დღეს თქვენი პორტფელი მხოლოდ კლასიკურ კორპორატიულ ბრენდირებულ პროდუქციას აღარ მოიცავს და დიზაინერულ თუ სუვენირულ ხაზებსაც აერთიანებს. როგორ ჩამოყალიბდა ეს სტრატეგია?

თავდაპირველად სწორედ სუვენირების ხაზი შევთავაზეთ მომხმარებელს, შემდეგ უკვე სხვა თემატური და სეზონური კოლექციები დავამატეთ. ჩვენ ძირითად პროდუქტად იქცა შარფები, რადგან განსაკუთრებული მოთხოვნა დღემდე სწორედ ამ პროდუქტზეა. ამის პარალელურად, განვავითარეთ კორპორატიული მიმართულება. კომპანიებს შევთავაზეთ სრული მომსახურება - სასაჩუქრე სეტების იდეები, მათ შორის ინდივიდუალური შეთავაზებები და ასევე სრული აღსრულება.



როგორ აფასებთ საქართველოში ბრენდირებული პროდუქციის ბაზრის განვითარებას? შეიცვალა თუ არა ბოლო წლებში კომპანიების მოთხოვნა და მიდგომები?

წლიდან წლამდე სულ უფრო მეტი კომპანია მოგვამრთავს და სარგებლობს ჩვენი მომსახურებით. კომპანიების წარმომადგენლებს ხშირად არ აქვთ დრო საკმაოდ შრომატევადი პროცესი საკუთარი ძალებით მართონ, სწორედ ამიტომ მოგვართავენ პროექტის სრული ციკლის განხორციელებისთვის - იდეიდან, სრულ აღსრულებამდე.

რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ? იგეგმება თუ არა ახალი კოლექციები, კოლაბორაციები ან ფიზიკური გაყიდვების სივრცეების გაფართოება?

როგორც გითხარით, ამ ეტაპზე თბილისის სუვენირების პოპ-აპს ვხსნით, ასევე სხვადასხვა ტურისტულ ობიექტში ვაპირებთ პროდუქციის დამატებას.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image შეგვიძლია ვთქვათ, რომ აბრეშუმის გზა ისევ ცოცხლდება - მიხეილ ნამადოვი

13.07.2026.10:40

შეგვიძლია ვთქვათ, რომ აბრეშუმის გზა ისევ ცოცხლდება - ამის შესახებ Kairos Logistics-ის გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ნამადოვმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას განაცხადა.

„პირველ რიგში, უნდა ვაგრძნობინოთ, რომ უსაფრთხო, ბიზნესისთვის ხელსაყრელი ქვეყანა ვართ, მათი ინვესტიციები დაცულია. ყველანი ვხედავთ და სასიხარულოა, ჩემი აზრით, როგორ ვითარდება ჩვენი უძრავი ქონების ბაზარი დღეს.

ამ თვალსაზრისით, ამ სიკეთეების ჩვენებით, საკმაოდ საინტერესოა ინდუსტრიული პარკების განვითარების კონცეფცია. ეს იყო ბალტიისპირეთში, პოლონეთში, სხვადასხვა ქვეყნებში, სადაც ერთობლივად კლასტერიზაცია ხდება და ყველას აქვს თავისი მიმართულება. ჩემი აზრით, ანაკლია იქნება ერთ-ერთი ამის მაგალითი.

ვფიქრობ, კლასტერიზაცია იქნებოდა საინტერესო მათთვის, სადაც პროფილურად განვითარდებოდა ყველა. მეორე იქნებოდა საინტერესო და იქიდან გამომდინარე, რომ ისევ აქცენტს ვიღებთ ჩვენ შუა აზიის განვითარებაზე და მანდ საკმაოდ დაბალ დონეზეა განვითარებული კონტეინერიზაცია, დაახლოებით 5%-მდეა, ხოლო ძირითადი მათი არტერია არის სახმელეთო გადაზიდვები, ტრაილერები და რკინიგზა. ამ მიმართულებით მათი მოძიება და ჩვენი გაშვება მაგ მხარეს.

კიდევ ერთ ძალიან დიდ პერსპექტივას ვხედავთ ჩინეთის მიმართულებით, იმიტომ, რომ ჩინეთიდან აურაცხელი ტვირთი დღესაც ჩრდილოეთის დერეფნით მიდის ევროპის მიმართულებით და აქ სერიოზული კონკურენციის გაწევა შეგვიძლია. აქ აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ, თუმცა ამას სჭირდება სერიოზული ინვესტიციები და სერიოზული განვითარება. ამ პროცესში, თუნდაც ქართველები, ასევე აზერბაიჯანელები და ყაზახები აქტიურად არიან ჩართულები და მაქსიმალურად ვმუშაობთ ამ მიმართულების განვითარებაზე.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ აბრეშუმის გზა ისევ ცოცხლდება“, - აცხადებს მიხეილ ნამადოვი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა