Dona Bakeshop & Cafe „თან წაიღე“ მიმართულებას აუმჯობესებს – ინოვაციური შეფუთვა და გაფართოებული ასორტიმენტი
Dona Bakeshop & Cafe აქტიურად ავითარებს „თან წაიღე“ (Take Away) მიმართულებას, რაც მომხმარებლისთვის კიდევ უფრო კომფორტულ გამოცდილებას უზრუნველყოფს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ერთდროულად გაუმჯობესდა შეფუთვის ხარისხი და გაიზარდა ასორტიმენტიც.
„თან წაიღეს“ კონცეფცია ყოველთვის გვქონდა, თუმცა შეფუთვა არ იყო ისეთი კომფორტული, როგორიც დღეს არის,“ – აღნიშნავს Dona Bakeshop & Cafe-ს მენეჯერი, თამილა ბეჟანიძე. მისი თქმით, ახლა კომპანიამ ჰერმეტულად დახურული, ინოვაციური შეფუთვა დანერგა, რაც პროდუქციის ტრანსპორტირებასა და მოხმარებას უფრო მოსახერხებელს ხდის.
„საქართველოში მსგავსი შეფუთვები საკმაოდ იშვიათია, თუმცა უკვე შეგვხვედრია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მიმართულებით ერთ-ერთი ინოვატორები ვართ. ის, რაც გვქონდა, მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ და ამასთანავე, ასორტიმენტიც გავაფართოეთ,“ – აცხადებს Business Insider Georgia-სთან საუბარში თამილა ბეჟანიძე.
კომპანიაში აღნიშნავენ, რომ განახლებული „თან წაიღე“ სერვისი პასუხობს თანამედროვე მომხმარებლის მოთხოვნებს და საშუალებას იძლევა, პროდუქტი მაღალ ხარისხში, სწრაფად და მარტივად მოიხმაროს ნებისმიერ ადგილას.
ზაფხულის ტურისტული სეზონი Dona Bakeshop & Cafe-სთვის წარმატებული აღმოჩნდა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, 2025 წლის ივლის-აგვისტოს პერიოდში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაყიდვები მნიშვნელოვნად გაიზარდა. სამივე ფილიალში გაყიდვები საშუალოდ 15-20%-ით გაიზარდა.
„რეალურად, სეზონი წელს გვიან დაიწყო, თუმცა საკმაოდ ნაყოფიერი და აქტიური იყო. განსაკუთრებით აქტიური პერიოდი იყო ივლისის ბოლო და აგვისტოს მთელი თვე. ზაფხულის დასრულებასთან ერთად ეს აქტიურობაც თანდათან შენელდა. მიმდინარე წლის ივლისი-აგვისტოს პერიოდში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჩვენი გაყიდვები გაიზარდა. ზრდა თითოეული ფილიალის მაგალითზე დაახლოებით 15-20%-ია,“ – აცხადებს Dona Bakeshop & Cafe-ს მენეჯერი.
თამილა ბეჟანიძის თქმით, ზაფხულში Dona Bakeshop & Cafe-ს გაყიდვების ზრდა ძირითადად საცალო გაყიდვებს უკავშირდება.
„ზაფხულის სეზონზე გაზრდილი ვაჭრობა ძირითადად საცალო ვაჭრობას ეხება. ჩამოსული ტურისტი კორპორატიულ და დიდ წვეულებებს დასვენების ადგილზე არ იხდის, ხოლო ადგილობრივი მომხმარებელი ამ დროს ქალაქიდან გასულია. კორპორატიული შეკვეთების აქტიურ პერიოდად ჩვენთვის ახალი წლის პერიოდი ითვლება, რაც გასულ წელს ისეთი აქტიური არ იყო განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე,“ – აცხადებს Dona Bakeshop & Cafe-ს მენეჯერი.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.