მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

Dreamland Development-ის 12 წლიანი გამოცდილება და განვითარების ახალი გეგმები

news image
mbc image

Dreamland Development  2014 წლიდან შავი ზღვის სანაპიროზე wellness real estate-ის მიმართულებით ოპერირებს და მომხმარებლებს საცხოვრებელ და დასასვენებელ კომპლექსებს სთავაზობს. ბაზარზე არსებულ მოთხოვნასა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia-ს ბრენდის მარკეტინგისა და სტრატეგიის დირექტორი ვერიკო სუჯაშვილი ესაუბრა.

როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

Dreamland Development 2014 წლიდან ავითარებს wellness real estate-ის კონცეფციას შავი ზღვის სანაპიროზე. კომპანიამ მნიშვნელოვანი როლი შეიტანა ჩაქვის, როგორც თანამედროვე საკურორტო მიმართულების განვითარებაში და დღეს Dreamland და ჩაქვი ერთმანეთთან მჭიდროდ ასოცირდება. ჩვენი პროექტები: Dreamland Oasis და Dreamland Park, აერთიანებს ბუნებას, კომფორტს, დასვენებასა და საინვესტიციო შესაძლებლობებს. 

Dreamland Oasis-ში აპარტამენტები ბარდება სრულად მოწყობილი: რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით, ხოლო Dreamland Park-ში მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მისთვის სასურველი კონდიცია: თეთრი კარკასი, გარემონტებული ან სრულად მოწყობილი ბინა.

როგორია მოთხოვნა Dreamland Development-ის აპარტამენტებზე?

მოთხოვნა მოდის როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ბაზრებიდან. მომხმარებლის ინტერესს ძირითადად პირადი გამოყენება და საინვესტიციო პოტენციალი განსაზღვრავს. აპარტამენტების გაქირავებას თავად Dreamland-ის მართვის კომპანია უზრუნველყოფს, რაც მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე აქტივის ეფექტურ მართვასა და გაქირავების პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებას უზრუნველყოფს.

რა არის თქვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა?

ჩვენი მთავარი უპირატესობაა 12 წლიანი გამოცდილება, უკვე მოქმედი Dreamland Oasis და შექმნილი ინფრასტრუქტურა: კეთილმოწყობილი სანაპირო, აუზები, რესტორნები, სპორტული და გასართობი სივრცეები.

მომხმარებელი ხედავს არა მხოლოდ დაპირებას, არამედ უკვე შექმნილ და მოქმედ ეკოსისტემას.

რა არის კომპანიის უახლოესი პრიორიტეტები?

ჩვენი მთავარი მიზანია, Dreamland-ი რეგიონში Wellness & Eco Real Estate-ის ერთ-ერთ წამყვან ბრენდად დავამკვიდროთ.

ამისთვის უახლოეს პერიოდში ვაძლიერებთ wellness მიმართულებას და ვხსნით მასშტაბურ Spa & Wellness Center-ს, რომელიც კომპლექსის ინფრასტრუქტურას კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებს და ხელს შეუწყობს Dreamland-ის ოთხივე სეზონზე ფუნქციონირებას.

პარალელურად, აქტიურად ვავითარებთ Dreamland Park-ს ეკო-კონცეფციით და ვაფართოებთ საერთაშორისო გაყიდვების გეოგრაფიას.

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა