Dreamland Oasis Hotel-ში მრავალპროფილური Spa & Wellness ცენტრი იხსნება
Dreamland Oasis Hotel - ში სრულიად ახალი, მრავალპროფილური Spa & Wellness ცენტრი იხსნება , - ამის შესახებ Business Insider Georgia -ს კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელმა მარიკა იაკობაძემ განუცხადა.
„აჭარის ყველაზე მსხვილ ტურისტულ კომპლექსში Dreamland Oasis -ში სრულიად ახალი, მრავალპროფილური Spa & Wellness ცენტრი იხსნება, რომელიც საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და მრავალფეროვან ველნეს სივრცედ ჩამოყალიბდება.
ახალი ცენტრი მოიცავს ისეთი სერვისებისა და ინფრასტრუქტურის ერთობლიობას, რომელიც ამ ეტაპზე იშვიათია ქვეყნის მასშტაბით. სივრცე აერთიანებს დასვენებისა და ჯანმრთელობისთვის საჭირო მიმართულებებს, ასევე იმ სერვისების უმეტესობას, რომლებიც თანამედროვე საერთაშორისო ველნეს ინდუსტრიის სტანდარტებით სრულ პაკეტს ქმნის.

კომპლექსი აერთიანებს სხვადასხვა ტიპის საუნას, თერაპიულ ოთახებს, აუზებს და დასასვენებელ ზონებს. ჩვენი მიზანია, სტუმარს შევთავაზოთ არა მხოლოდ სტანდარტული სპა, არამედ ჯანმრთელობაზე დაფუძნებული გამოცდილება.
ცენტრის მიზანია მოემსახუროს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მომხმარებელს. ბოლო წლებში Wellness ტურიზმის მიმართულება მნიშვნელოვნად გაიზარდა, ამ სეგმენტის პოტენციალი უზარმაზარია. ახალი ცენტრი მნიშვნელოვნად გაზრდის როგორც კომპლექსის სტუმრების დაინტერესებას, ასევე სეზონურობის გადანაწილებასაც.

ახალი Spa & Wellness ცენტრის დამატება იქნება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი საერთაშორისო კლასის Wellness ეკოსისტემის შექმნისთვის.
კომპლექსი ამ ეტაპზე მშენებლობის პროცესშია და გახსნა ახლო მომავალში იგეგმება “, - აცხადებს მარიკა იაკობაძე.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.