მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7172.4
-0.0072
flag
AZN 1.5344
-0.0001
flag
CNY 38.879
0.0013
flag
EUR 3.0084
-0.0013
flag
GBP 3.5126
-0.0029
flag
KZT 58.63
0.0036
flag
TRY 0.0536
0
flag
USD 2.6081
-0.0004
news banner

დუბაი საზღვაო და საჰაერო გადაზიდვებისთვის „მწვანე დერეფანს“ ააქტიურებს

news image
mbc image

დუბაიმ განაცხადა ომანი პორტებსა და ემირატებს შორის მწვანე დერეფნის ამოქმედების შესახებ, რომლის მიზანია საზღვაო და საჰაერო ტვირთების გადაადგილების გამარტივება.

სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში დუბაის საბაჟომ აღნიშნა, რომ ინიციატივა ხორციელდება საბაჟოების გენერალურ დირექტორატთან თანამშრომლობით და მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ნაკადების გაძლიერებასა და მიწოდების ჯაჭვების მხარდაჭერას. უწყების ინფორმაციით, დერეფანი უზრუნველყოფს იმ ტვირთების გადატანას, რომლებიც ომანის პორტების გავლით დუბაიში მიემართება, გამარტივებული და დამტკიცებული მარშრუტის საშუალებით, რაც მთლიან პროცესს ამარტივებს.

პირველ ეტაპზე, ტრანზიტის დეკლარაციები ომანში სწრაფი საბაჟო პროცედურების ფარგლებში ივსება, რის შემდეგაც ტვირთები გადაადგილდება განსაზღვრული დერეფნის გავლით.

ტრანზიტის პერიოდში კონტეინერები ილუქება გადამზიდავი აგენტის მიერ, ხოლო ტვირთის უსაფრთხოება და მთლიანობა კონტროლდება პორტებს შორის გადაადგილების განმავლობაში, დუბაიში ჩასვლამდე.

დუბაის საბაჟოს განცხადებით, ეს ინიციატივა წარმოადგენს საზღვრისპირა ლოგისტიკის ეფექტიანობის გაზრდისა და ომანსა და დუბაის შორის ტვირთბრუნვის გამარტივების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენი მიზანია, 2026 წლის ბოლომდე კიდევ უფრო გავაძლიეროთ Kass Land-ის პოზიცია საქართველოს ტურისტულ ბაზარზე - გენერალური დირექტორი

17.09.2026.12:00

2026 წლის პირველი ნახევარი Kass Land-ისთვის განვითარების, ინფრასტრუქტურის გაფართოებისა და ახალი ეტაპისთვის მომზადების პერიოდი იყო. მიმდინარე სეზონზე კომპლექსს გიგანტური ბატუტების პარკი და ღია საცურაო აუზი დაემატა, რაც ვიზიტორებისთვის შეთავაზებულ გამოცდილებას კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის.

როგორ აფასებს Kass Land 2026 წლის პირველ ნახევარს, რა ცვლილებები განხორციელდა კომპლექსში და რა გეგმები აქვს კომპანიას წლის დარჩენილ პერიოდში ამ საკითხებზე Business Insider Georgia-ს Kass Land-ის გენერალური დირექტორი ეკატერინე თორდია ესაუბრა.

როგორ შეაფასებდით Kass Land -ისთვის 2026 წლის პირველ 6 თვეს - რა იყო ამ პერიოდის მთავარი შედეგები, მიღწევები და მნიშვნელოვანი ცვლილებები?

2026 წლის პირველი ნახევარი Kass Land-ისთვის განვითარების, სიახლეების და ახალი ეტაპისთვის მომზადების პერიოდი იყო. კერძოდ, იგულისხმება არსებული ინფრასტრუქტურისა და სერვისების კიდევ უფრო ეფექტურად ამუშავება, Kass Land-ის პოზიციონირება არა მხოლოდ, როგორც ერთი კონკრეტული მიმართულების, არამედ როგორც მრავალფუნქციური ტურისტული და გასართობი რეზორტის.

ამ პერიოდში მნიშვნელოვანი ყურადღება დავუთმეთ საოპერაციო პროცესების გაუმჯობესებას, სტუმრის გამოცდილების განვითარებას, მომსახურების ხარისხს და სხვადასხვა მიმართულების ერთმანეთთან ინტეგრირებას. დღეს სტუმარს უკვე შეუძლია ერთ სივრცეში მიიღოს ბევრად უფრო მრავალფეროვანი გამოცდილება - ბუნება, გასართობი ატრაქციონები, კვება, სასტუმრო, სპა და სხვადასხვა ექსტრემალური აქტივობა.

მნიშვნელოვანი ცვლილებების მიმართულებით, 2026 წლის სეზონზე Kass Land-ის ინფრასტრუქტურას დაემატა გიგანტური ბატუტების პარკი და ღია საცურაო აუზი, რამაც კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა კომპლექსის არსებული სერვისები და მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ვიზიტორთა გამოცდილება. ახალი სივრცეების დამატებამ შესაძლებლობა მოგვცა, სტუმრებისთვის უფრო მრავალფეროვანი და სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფზე მორგებული გასართობი და დასასვენებელი გამოცდილება შეგვეთავაზებინა.

2026 წლის პირველი ნახევრის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად შეიძლება შეფასდეს Kass Land-ის ინფრასტრუქტურისა და მომსახურებების კიდევ უფრო განვითარება და დივერსიფიკაცია. მნიშვნელოვანი მიღწევა იყო ასევე Kass Land-ის, როგორც მრავალფუნქციური ტურისტული და გასართობი კომპლექსის, პოზიციის კიდევ უფრო გაძლიერება. დღეს სტუმრებს ერთ სივრცეში ვთავაზობთ დასვენების, გართობის, კვებისა და სხვადასხვა ტიპის აქტივობის უფრო მრავალფეროვან არჩევანს, რაც ზრდის კომპლექსის მიმზიდველობას როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ვიზიტორებისთვის.

როგორ შეიცვალა კონკურენტული გარემო ბაზარზე და რა არის ის მთავარი ფაქტორები, რომლებიც დღეს კომპანიის განვითარებაზე ახდენს გავლენას?

დღეს ტურისტული ბაზარი ბევრად უფრო კონკურენტულია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ. საქართველოში სულ უფრო მეტი საინტერესო ტურისტული პროდუქტი ჩნდება და შესაბამისად, სტუმრის არჩევანიც იზრდება. ამიტომ ჩვენთვის მთავარი კონკურენტული უპირატესობა მხოლოდ კონკრეტული ატრაქციონი ან ლოკაცია არ არის. ჩვენი მიზანია შევქმნათ სრული გამოცდილება, რომლის გამოც სტუმარი Kass Land-ში რამდენიმე საათით კი არა, მთელი დღით ან რამდენიმე დღით დარჩენას გადაწყვეტს.

ჩვენზე გავლენას ახდენს, როგორც საერთაშორისო ტურისტული ბაზრების ცვლილებები, ასევე მომხმარებლის ქცევის ცვლილება. ადამიანები დღეს უფრო მეტად ეძებენ გამოცდილებას, ემოციას და უნიკალურ ადგილებს. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ახალი სტუმრის მოზიდვა, არამედ ისეთი ხარისხის და გამოცდილების შექმნა, რომელიც მას მეორედ დაბრუნების სურვილს გაუჩენს.

რა ახალი პროდუქტების, სერვისების ან პროექტების დამატება/განვითარება შეძლეთ წლის პირველ ნახევარში?

მიმდინარე სეზონზე კომპლექსს დაემატა გიგანტური ბატუტების პარკი და ღია საცურაო აუზი, რამაც მნიშვნელოვნად გააფართოვა ვიზიტორებისთვის ხელმისაწვდომი შესაძლებლობები და გააუმჯობესა მათი საერთო გამოცდილება.

როგორია კომპანიის გეგმები 2026 წლის მეორე ნახევრისთვის - რა მიმართულებებზე გააკეთებთ მთავარ აქცენტს და რა მიზნებს ისახავთ წლის ბოლომდე?

ჩვენი მიზანია, 2026 წლის ბოლომდე კიდევ უფრო გავაძლიეროთ Kass Land-ის პოზიცია საქართველოს ტურისტულ ბაზარზე და შევქმნათ მყარი საფუძველი კომპანიის შემდგომი, უფრო მასშტაბური განვითარებისათვის.

გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი ამოცანაა Kass Land-ის ჩამოყალიბება საერთაშორისო მნიშვნელობის ტურისტულ destination-ად, რომელიც მომხმარებელს წლის განმავლობაში მრავალფეროვან გამოცდილებას შესთავაზებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა