დუბაის გამორჩეული სასტუმრო Jumeirah Burj Al Arab ტურიზმის შენელების ფონზე 18 თვით დაიხურება - მიზეზები
დუბაიში მდებარე ლუქს კლასის სასტუმრო Burj Al Arab 18-თვიანი მასშტაბური რენოვაციის პერიოდში დაიხურება. ეს იქნება სასტუმროს პირველი მასშტაბის განახლება 1999 წელს გახსნის შემდეგ და განხორციელდება იმ პერიოდში, როცა ტურიზმი შენელებულია მიმდინარე კონფლიქტის გამო.
სასტუმროს მფლობელმა, Jumeirah-მა, სამშაბათს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ სამუშაოები ეტაპობრივად, დაახლოებით 18 თვის განმავლობაში განხორციელდება და პროცესს უხელმძღვანელებს პარიზში დაფუძნებული ინტერიერის არქიტექტორი Tristan Auer.
ინიციატივის მიზანია დუბაის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სასტუმროს გრძელვადიანი ღირებულების, დიზაინის მთლიანობისა და კულტურული მნიშვნელობის შენარჩუნება, ნათქვამია Jumeirah-ის მედია ანგარიშში.
კომპანიის განცხადებით, რესტავრაცია ძირითადად მიმართული იქნება სასტუმროს ინტერიერის გაუმჯობესებაზე, ამასთანავე შენარჩუნდება მისი ორიგინალური დიზაინის იდენტობა. პროცესი განხორციელდება ისეთივე სიზუსტით, როგორც ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტის შენარჩუნება.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.